გჭირდებათ მეტი შთაგონება?
ამერიკული სტილის მაცივარი საყინულეები როგორ დავაყენოთ სარეცხი მანქანა Eat Like A Pro რეცეპტებიშედეგები ვერ მოიძებნა!
ეს ნიშნავს, რომ ბავშვის ჩამკეტი თქვენს საშრობ დოლურაზე აქტიურია.
ბავშვის ჩამკეტის გამოსართავად დააჭირეთ ხმოვანი შეტყობინების/ზარის ღილაკსა და დაწყება / დაპაუზება / გაუქმება / დასრულების ღილაკს ერთდროულად სამი წამის განმავლობაში, სანამ რომელიმე პროგრამა ჩართულია. ამ დროს ღილაკებზე სინათლე დაიწყებს ციმციმს.
ჩამკეტის დეაქტივაციისათვის, ასევე შეგიძლიათ გადართოთ პროგრამის არჩევის ღილაკი On/Off (ჩართვა/გამორთვის) პოზიციაზე მაშინ, როცა არცერთი პროგრამა არ იქნება ჩართული.
ბავშვების წვდომის დაბლოკვის აქტივაცია/დეაქტივაციის პროცედურა განსხვავდება მოდელის მიხედვით. თუ ზემოთ მოცემული პროცედურები არ გამოდგება ეფექტური, იხილეთ თქვენი მომხმარებლის სახელმძღვანელო. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.
თუ გსურთ შრობის ციკლი ცოტა მოგვიანებით დასრულდეს, შეგიძლიათ დააყოვნოთ დაწყება ან დააყენოთ დასრულების დრო შერჩეულ პროგრამაზე (თქვენი მოწყობილობის მოდელის გათვალისწინებით). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ დენის ან წყლის ფასი შედარებით დაბალია დღის კონკრეტულ საათებში.
დაყოვნებული პროგრამის დასაყენებლად, ჩატვირთეთ თქვენი საშრობი დოლურა და აირიეთ პროგრამა საჭირო დამატებით ფუნქციებთან ერთად. დააჭირეთ „ხანგრძლივობის/დასრულების დრო“ (End Duration/End Time) ღილაკს (რომელიც იქნება თქვენი მოდელის მართვის პანელზე). ახლა შეგიძლიათ, დააყენოთ, როდის გსურთ შრობის პროცესის დასრულება და ჩვეულებრივ ჩართეთ თქვენი საშრობი დოლურა. დაყოვნების ფუნქციის გაუქმება შეგიძლიათ, თუ გამორთავთ მოწყობილობას და ხელახლა ჩართავთ მას.
Beko-ს საშრობი დოლურის შემთხვევაში, რომელსაც „დაყოვნებული დაწყების“ (Delayed Start) ღილაკები პანელებზე აქვს, დაყოვნების დაყენება შეგიძლიათ პროგრამის დაწყებაზე. დატვირთეთ თქვენი საშრობი დოლურა და ჩვეულებრივ აირჩიეთ პროგრამა და დამატებითი ფუნქციები. დააყენეთ დაწყების დრო Delayed Start ღილაკის მეშვეობით (ან Delayed Start + ან - ღილაკებით, შეძლებისდაგვარად). ახლა შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი საშრობი დოლურა. თუ გსურთ უკუთვლის გაუქმება და შრობის მომენტალური დაწყება, დააჭირეთ დაწყების ღილაკს და შეამცირეთ დარჩენილი დრო, სანამ ის 0-ს არ მიაღწევს. დაწყების ღილაკზე ხელახლა დაჭერით პროგრამა ჩვეულებრივ ჩაირთვება.
თუ პანელზე „დაყოვნების დროის“ (Time Delay) ღილაკს 3, 6 და 9 ნომრები აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დააყენოთ, როდის გსურთ დაიწყოს შრობის პროცესი. თუ ღილაკს ერთხელ დააწვებით, ირჩევთ 3-საათიან დაყოვნებას. თუ იგივე ღილაკს კიდევ დააწვებით, ირჩევთ 6-საათიან დაყოვნებას. თუ კიდევ ერთხელ დააწვებით ღილაკს, პროგრამა დაიწყება 9 საათის შემდეგ. თუ Time Delay ღილაკს კიდევ ერთხელ დააწვებით, დაყოვნების ფუნქცია გაუქმდება.
დაყოვნების დროის არჩევის შემდეგ, შეგიძლიათ დააწვეთ დაწყების ღილაკს და პროგრამა გაეშვება დაყენებული დაყოვნების შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გაეცანით ამ სახელმძღვანელოში მოცემულ ინსტრუქციებს Beko-ს საშრობი დოლურის პროგრამებისა და ფუნქციების შესახებ.
დოლურიან საშრობს სჭირდება კარგად განიავებული, უმტვერო გარემო სათანადოდ ფუნქციონირებისთვის. ჩვენ არ გირჩევთ დოლურიანი საშრობის გამოყენებას გარაჟში.
Beko-ს ყველა საშრობ დოლურას აქვს უნიკალური სერიული ნომერი. ის მითითებულია კარის შიგნით ჩარჩოზე.