გჭირდებათ მეტი შთაგონება?
ამერიკული სტილის მაცივარი საყინულეები როგორ დავაყენოთ სარეცხი მანქანა Eat Like A Pro რეცეპტებიშედეგები ვერ მოიძებნა!
ჰაერის ფილტრებზე, საორთქლებელსა და კონდენსატორის ხვეულებში დაგროვილი ჭუჭყი იწვევს კონდიციონერის ჰაერის ნაკადის შეფერხებას. ეს ფილტრები უნდა გასუფთავდეს 3 თვეში ერთხელ ან როდესაც კონდიციონერი სათანადოდ ვეღარ მუშაობს. თუ ჰაერის ფილტრები ჭუჭყიანი ან გაჭედილია, თქვენი კონდიციონერის მიერ წარმოქმნილი გრილი ჰაერი ოთახში სათანადოდ ვერ იტრიალებს. ფილტრების გასასუფთავებლად იხილეთ თქვენი მომხმარებლის სახელმძღვანელო, რადგან თითოეულ მოდელს შესაძლოა ექნეს განსხვავებული ინსტრუქცია. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით. საორთქლებელსა და კონდენსატორის ხვეულას გასასუფთავებლად შეგიძლიათ მიმართოთ კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.
ორთქლი შეიძლება წამოიქმნას, როდესაც ცივა, კონდიციონერის მშრალი ჰაერი ხვდება ოთახის თბილ, ნოტიო ჰაერს. ეს ნორმალურია და გაქრება, როდესაც ოთახის ტემპერატურა დაიწევს.
კონდიციონერმა, რომელმაც შეიწოვა სიგარეტის კვამლი ან სხვა ცუდი სუნი, შეიძლება უკან გამოუშვას იგივე ჰაერი. თუ ცუდი სუნი არ გაივლის, შეიძლება კონდიციონერის ფილტრები, მაორთქლებელი ან კონდენსატორის კლაკნილები იყოს გასაწმენდი.
ფილტრების გასაწმენდად გამოიყენეთ სახელმძღვანელო, ვინაიდან ყველა მოდელს განსხვავებული ინსტრუქცია შეიძლება ჰქონდეს. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით. საორთქლებლის ან კონდენსატორის კლაკნილას გასაწმენდად, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.
ეცადეთ დაადგინოთ, თუ საიდან მოდის ხმაური. თუ ეს ხმა გარეთა განყოფილებიდან მოდის, გამორთეთ კონდიციონერი და შეამოწმეთ, რამე ხომ არ უშლის ხელს ვენტილატორს. თუ ასეა, ამოიღეთ ის და კვლავ ჩართეთ კონდიციონერი.
თუ ხმა ისმის შიდა განყოფილებიდან, გამორთეთ თქვენი კონდიციონერი. ყველაზე შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს მოშვებული ნაწილი, რომელიც მოძრაობს კონდიციონერის განყოფილების შიგნით და სავარაუდოდ აზიანებს სხვა ნაწილებს. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ თქვენი მოწყობილობის გამოყენება და დაუკავშირდით ავტორიზებულ მომსახურების აგენტს.
ეცადეთ დაადგინოთ, თუ საიდან მოდის ხმაური. თუ ეს ხმა გარეთა განყოფილებიდან მოდის, ნახეთ ტრიალებს თუ არა ვენტილატორი. თუ ის არ ტრიალებს, როცა შიდა განყოფილება მუშაობს, ეს ხმა შესაძლოა მოდიოდეს ძრავიდან. ხმას შესაძლოა გამოსცემდეს რეზინის საფუძველი ან გარე განყოფილების შემაერთებელი ნაწილები. დროთა განმავლობაში ეს ნაწილები შეიძლება გაიცვითოს, რაც გამოიწვევს მოწყობილობის მიერ ბალანსის დაკარგვას და მუშაობისას ზუზუნს. ორივე შემთხვევაში შეწყვიტეთ თქვენი მოწყობილობის გამოყენება და დაუკავშირდით ავტორიზებულ მომსახურების აგენტს.
ეცადეთ დაადგინოთ, თუ საიდან მოდის ხმაური. თუ ის შიდა განყოფილებიდან მოდის, ეს შესაძლოა იყოს კონდიციონერის კორპუსის მოშვებული ჭანჭიკის ან ხრახნის ხმა. გამორთეთ კონდიციონერი და მოუჭირეთ მათ.
თუ ხმას გამოსცემს გარე განყოფილება, გამორთეთ კონდიციონერი და ნახეთ შიგნით ხომ არ არის ჩავარდნილი რამე. შესაძლოა ქვა ეხებოდეს ვენტილატორს და იწვევდეს ხმაურს. ამოიღეთ ის, თუ ეს შესაძლებელია.
თუ მსგავსი ხმის გამოცემისას თქვენი მოწყობილობა სათანადოდ არ მუშაობს, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.
ეცადეთ დაადგინოთ, თუ საიდან მოდის ხმაური. თუ ხმა ისმის შიდა განყოფილებიდან, გამორთეთ თქვენი კონდიციონერი. ყველაზე შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს მოშვებული ნაწილი, რომელიც მოძრაობს კონდიციონერის განყოფილების შიგნით და სავარაუდოდ აზიანებს სხვა ნაწილებს. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ თქვენი მოწყობილობის გამოყენება და დაუკავშირდით ავტორიზებულ მომსახურების აგენტს.
თუ ხმას გამოსცემს გარე განყოფილება, გამორთეთ კონდიციონერი და ნახეთ შიგნით ხომ არ არის ჩავარდნილი რამე. შესაძლოა ქვა ეხებოდეს ვენტილატორს და იწვევდეს ხმაურს. ამოიღეთ ის, თუ ეს შესაძლებელია.
თუ მსგავსი ხმის გამოცემისას თქვენი მოწყობილობა სათანადოდ არ მუშაობს, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.
კონდიციონერმა შეიძლება გამოსცეს დაწკაპუნების ხმა ჩართვისას ან მუშაობის შეწყვეტის შემდეგ. ამ ხმას გამოსცემს კონდიციონერის კორპუსი, რომელიც იკუმშება და ფართოვდება ტემპერატურის ცვლილებისას. ეს ნორმალურია და არა ტექნიკური გაუმართაობა.
თუ მსგავსი ხმის გამოცემისას თქვენი მოწყობილობა სათანადოდ არ მუშაობს, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.
ნორმალურია, რომ კონდიციონერი მცირე ზუზუნის ხმას გამოსცემდეს. ეს განსაკუთრებით ხდება ცხელ ამინდში, როდესაც თქვენი კონდიციონერი საჭიროებს როგორც საკუთარი ბლოკის, ასევე სახლის შიდა ნაწილის გაგრილებას.
თუ ფიქრობთ, რომ ეს ხმაური ჩვეულებრივზე მეტია, ან თუ ამ ხმების გამოცემისას თქვენი მოწყობილობა სათანადოდ არ მუშაობს, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.
თუ თქვენი კონდიციონერი გამოსცემს ძლიერ გამკივან ხმას, დაუყოვნებლივ გამორთეთ ის და მიმართეთ კვალიფიციურ მომსახურების აგენტს. ყველაზე შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს თქვენი მოწყობილობის კომპრესორის შიდა წნევის მატება, რაც სახიფათოა.