დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება
რით შეიძლება დაგეხმაროთ?

აირჩიეთ პროდუქტი აირჩიეთ საკითხი .
რით შეიძლება დაგეხმაროთ?

თავიდან დაწყება

ხშირად დასმული კითხვები

როგორ უნდა შევცვალო ნადების საწინააღმდეგო კარტრიჯი ჩემს უთოში?

ჩამჯდარი ნადების საწინააღმდეგო კარტრიჯი გამიზნულია კირის ნადების მოსაშორებლად, რომელიც დროდადრო გროვდება. ეს გაახანგრძლივებს თქვენი უთოს ექსპლუატაციის ვადას. კარტრიჯი უნდა გამოიცვალოს ყოველ 30 ლიტრ გამოყენებულ წყალზე.

 

Beko-ს ორთქლის გენერატორიანი უთოების უმრავლესობას აქვს ინდიკატორი ნათურა, რომელიც ინთება კარტრიჯის შეცვლის საჭიროების დროს. გთხოვთ გამოიყენეთ მხოლოდ ავტორიზებული დილერების ან სერვის ცენტრების მიერ გაყიდული კარტრიჯები.

 

ამოიღეთ ახალი კარტრიჯი შეფუთვიდან. ჩადეთ წყალში ერთი წუთის განმავლობაში მისი მუშაობის გასაუმჯობესებლად. ნებისმიერი ნაწილის მოხსნამდე გამორთეთ თქვენი უთო შტეფსელიდან. დააჭირეთ და აუშვით თითი ჩასადები ადგილიდან ძველი კარტრიჯის ამოსაღებად და ჩადეთ ახალი. 

 

ნადების საწინააღმდეგო კარტრიჯის დამონტაჟების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გაეცანით მომხმარებლის სახელმძღვანელოს. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.  

რა ტიპის წყალი უნდა გამოვიყენო ჩემს უთოში?

უთოში გამოიყენეთ მხოლოდ ონკანის წყალი. თქვენს მოწყობილობაში მიზანშეწონილი არ არის სასმელი ან გამოხდილი წყლის გამოყენება. თუ ონკანის წყალი მეტისმეტად ხისტია, გამოიყენეთ სასმელი წყლისა და ონკანის წყლის ნაზავი.

 

წყლის ავზში არ ჩაასხათ სუნამო, ძმარი და სხვა სითხეები. ამან შეიძლება სერიოზულად დააზიანოს თქვენი უთო ან ტანისამოსი.

როდის უნდა გამოვიყენო ჩემი უთოს წყლის საშხეფელის ფუნქცია?

წყლის საშხეფელის ფუნქცია იდეალურია მძიმე ქსოვილების ან ისეთი რთული ადგილების დასაუთოებლად, როგორიცაა საყელო, მაჯები და ჯიბე. შესხურებული წყალი თქვენს უთოს ნაკეცების გასწორებაში ეხმარება. 

უნდა დავცალო ჩემი უთოს წყლის ავზი ყოველი გამოყენების შემდეგ?

არ არის საჭირო უთოს წყლის ავზის დაცლა ყოველი გამოყენების შემდეგ. თუმცა, უნდა დააცარიელოთ ის, თუ აღარ აპირებთ მის გამოყენებას დიდი ხნით.

როგორ/სად უნდა შევინახო ჩემი უთო?

გამორთეთ უთო შტეფსელიდან და დაელოდეთ მის გაცივებას. დაცალეთ წყლის ავზი, თუ არ აპირებთ დიდი ხნის განმავლობაში მის გამოყენებას.

 

არ შემოახვიოთ კაბელი უთოს გარშემო. თქვენ შეგიძლიათ დაახვიოთ ის კაბელის დასახვევი ღიობის გარშემო, თუ თქვენს მოდელს ეგ გააჩნია. შეინახეთ თქვენი უთო სტაბილურ ზედაპირზე.

 

მუდამ შეინახეთ უთო ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოირთვება თუ არა ჩემი უთო ავტომატურად, თუ არ ხდება მისი გამოყენება?

თქვენი უთო ავტომატურად გამოირთვება, თუ ის უძრავ მდგომარეობაშია 30 წამის განმავლობაში ჰორიზონტალურ პოზიციაში და 7-დან 10 წამის განმავლობაში, თუ ვერტიკალურ პოზიციაშია.

 

ორთქლის გენერატორიანი უთოები გამოირთვება ავტომატურად, თუ უთო უძრავ მდგომარეობაშია ან თუ 10 წუთის განმავლობაში არცერთ ღილაკს არ დააჭერთ. 

რამდენად სწრაფად გაცხელდება ჩემი უთო შტეფსელში შეერთების შემდეგ? რა დრო სჭირდება უთოს გასაცხელებლად?

დაყენებული ტემპერატურის მიხედვით ყველაზე თანამედროვე უთოები ცხელდება რამდენიმე წუთში. როცა თქვენს უთოს შეაერთებთ შტეფსელში და დაარეგულირებთ ტემპერატურას, აინთება თერმოსტატის ინდიკატორი. უთო მზადაა გამოსაყენებლად, როცა ეს შუქი გამოირთვება.

სად შემიძლია ვნახო ჩემი Beko-ს უთოს სერიული ნომერი?

Beko-ს ყველა უთოს და ორთქლის გენერატორიან უთოს აქვს უნიკალური სერიული ნომერი. ის მოცემულია მოწყობილობის უკანა ნაწილზე, იმ ადგილის ქვემოთ, სადაც ელექტრო სადენი შედის მოწყობილობის კორპუსში. 

სტატიები

Beko