დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება
რით შეიძლება დაგეხმაროთ?

აირჩიეთ პროდუქტი აირჩიეთ საკითხი .
რით შეიძლება დაგეხმაროთ?

თავიდან დაწყება

ხშირად დასმული კითხვები

ინდუქციური ქურები ხომ არ ახდენს გავლენას გულის ელექტრო სტიმულატორებზე ან ინსულინის დოზატორებზე?

დიახ. ინდუქციური ქურების მიერ წარმოქმნილმა მაგნიტურმა ველმა შეიძლება გავლენა იქონიოს გულის ელექტრო სტიმულატორებზე ან ინსულინის დოზატორებზე. ყველამ, ვისაც აღნიშნული მოწყობილობები აქვს, მინიმუმ 60 სმ-იანი დისტანცია უნდა დაიცვას მუშა მდგომარეობაში მყოფი ინდუქციური ქურისგან.

სად შეიძლება ვნახო ჩემი Beko-ს გაზქურის სერიული ნომერი?

Beko-ს ყველა გაზქურას უნიკალური სერიული ნომერი აქვს. ის მითითებულია მოწყობილობის ძირზე.

 

ვინაიდან გაზქურების უმრავლესობა ინტეგრირებულია, თქვენ ვერ შეძლებთ სტიკერის ნახვას, რომელზეც დატანილია სერიული ნომერი მოწყობილობის დამონტაჟების შემდეგ. ამის გამო, სერიული ნომერი ასევე დაბეჭდილია პროდუქტის ყუთებსა და მომხმარებლის სახელმძღვანელოში ჩაკრულ სტიკერებზე. 

რა ტიპის სამზარეულოს ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენო კერამიკის კომფორებზე?

მინის კერამიკული კომფორები მზადდება გამძლე მასალისგან, მაგრამ თქვენ მაინც გჭირდებათ შესაბამისი სამზარეულოს ინსტრუმენტების გამოყენება. გამტარი ლითონისგან გაკეთებული ტაფები კარგად მუშაობს, გარდა ალუმინისა. ალუმინმა შეიძლება დააზიანოს კომფორის მინის ზედაპირი. 

 

აუცილებლად გამოიყენეთ მხოლოდ ბრტყელძირიანი ტაფები. ეს სითბოს გადაცემას უფრო ეფექტურს ხდის და ზოგავს ენერგიას. ტაფის ფსკერი არ უნდა იყოს ქურებზე ან სანთურის თავებზე უფრო პატარა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენერგია დაიკარგება.

შესაძლებელია თუ არა Beko-ს გაზის კამფორის გადაკეთება თხევადი გაზის კამფორად?

Beko-ს ბევრი გაზის კომფორის გადაკეთება შესაძლებელია თხევად გაზზე სამუშაოდ. თქვენი კომფორის გაზის ტიპის შესაცვლელად საჭიროა ყველა ინჟექტორის გამოცვლა და სარქველების დარეგულირება გაზის ახალი ნაკადის შესაბამისად. ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ რეგისტრირებულ გაზის ტექნიკოსს ან კვალიფიციურ მომსახურების აგენტს. 

 

თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Beko-ს და მოითხოვოთ გაზის ნაკადის მოწყობილობა თხევადი გაზისთვის უფასოდ. დაელოდეთ თხევადი გაზის გადასაკეთებელი კომპლექტის ჩამოსვლას, სანამ დაჯავშნით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს მოწყობილობის დასამონტაჟებლად.

რა სახის სამზარეულო ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენო ჩემს ინდუქციურ კომფორთან?

ინდუქციური კომფორი სითბოს წარმოშობს მაგნიტური ენერგიიდან. ამ ენერგიის გააქტიურება ხდება ფერომაგნიტური ლითონების გამოყენების შემთხვევაში. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ გჭირდებათ ისეთი ფოლადისგან დამზადებული ქვაბები და ტაფები, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი და თუჯი, რომელსაც მაგნიტი მიეკრობა.

 

ისეთი მასალები, როგორიცაა სპილენძი, ალუმინი ან კერამიკა არ გამოდგება ინდუქციური კომფორის შემთხვევაში. უმარტივესი გზა იმის შესამოწმებლად, გამოდგება თუ არა სამზარეულო ინსტრუმენტი ინდუქციურ კომფორთან გამოსაყენებლად, არის იმის ნახვა, ეკრობა თუ არა მაგნიტი მის ძირს. დამატებით, ძირი უნდა იყოს ბრტყელი, რადგან ინდუქციის ენერგიის აქტივაცია ხდება მხოლოდ მასალის შეხების შემთხვევაში. 

 

სამზარეულო ინსტრუმენტების მწარმოებლები დახვეული ზამბარის სიმბოლოს ამოტვიფვრას აკეთებენ პროდუქტების ძირზე, რათა მომხმარებლებმა მარტივად შეძლონ ინდუქციისთვის გამოსადეგი ჭურჭლის ამოცნობა. ზოგიერთ პროდუქტს აქვს ინდუქციური ფირფიტა ძირზე, მიუხედავად იმისა, რომ თავად ფერადია. 

როგორ მოვათავსო სანთურის თავები და თავსახურები Beko-ს გაზის კომფორზე?

მიჰყევით ამ ნაბიჯებს, რომ სწორად მოათავსოთ თქვენი კომფორის სანთურის თავები და თავსახურები. 

1. იპოვნეთ პატარა ხვრელები თავის ნაწილებზე. გასწორეთ ეს ნახვრეტები ელექტროდებთან (ან ამნთებ როზეტებთან) კომფორზე და მოათავსეთ თავი. 

2. დარწმუნდით, რომ სანთურის თავები ბრტყლად და სწორად დევს.

3. იპოვნეთ სანთურის თავსახურის სწორი ზომა თითოეული თავისთვის და მოათავსეთ ისინი სანთურის თავების შუა ნაწილში. 

 

საჭიროა სანთურის თავები და თავსახური სწორად მოთავსდეს, რომ კომფორმა სწორად იმუშაოს. თუ თავი ან ქუდი ცენტრს ოდნავ არის აცდენილი ან გადახრილია, შეიძლება კომფორი ნელა, არათანაბრად ან საერთოდ არ აინთოს. 

თქვენი კომფორის სანთურის და ნაწილების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გაეცანით მომხმარებლის სახელმძღვანელოს. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.

Beko