რამდენიმე მიზეზი არსებობს, რის გამოც შეიძლება თქვენი კომფორის სანთურა არ მუშაობდეს. გთხოვთ იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.
შეამოწმეთ, ხომ არ არის გამორთული დენის წყარო ან დაიკარგა ელექტრო კავშირი
თუ სანთურა არ მუშაობს მიუხედავად იმისა, რომ კომფორი შეერთებულია, შეიძლება დენი იყოს გათიშული. თუ დააჭირეთ ანთების ღილაკს, მაგრამ არ გაგიგიათ დამახასიათებელი დაწკაპუნების ხმა, ალბათ პრობლემა აქ არის. შეამოწმეთ ნათურები და სხვა ელექტრო მოწყობილობები სახლში და დარწმუნდით, რომ დენი არის. თუ ისინი მუშაობს, შესაძლოა მცველი, რომელთანაც თქვენი მოწყობილობაა შეერთებული, გაფუჭებული იყოს. ასეთ შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართეთ კვალიფიციურ ელექტრიკოსს.
გაითვალისწინეთ გაზმომარაგების პრობლემები
თუ გესმით დაწკაპუნების ხმა სანთურებიდან, მაგრამ სანთურები არ ინთება, შეიძლება გაზმომარაგების პრობლემა იყოს. შეამოწმეთ თქვენი კომფორის გაზზე მიერთება, იქნება ეს გაზის ბალონი თუ ბუნებრივი გაზის გამშვები. თუ ფიქრობთ, რომ გაზმომარაგების პრობლემაა, შეწყვიტეთ თქვენი მოწყობილობის გამოყენება და დაუკავშირდით კვალიფიციურ სანტექნიკოსს.
ნახეთ ამნთები როზეტები სველი ან გაჭედილი ხომ არ არის
თქვენი გაზის კომფორი შეიძლება არ აინთოს სწორად, თუ დაღვრილი საკვები ან ჭუჭყი აფერხებს ამნთებ როზეტს. ანთება შეიძლება ასევე არ მოხდეს, თუ როზეტები, სანთურის თავები ან პორტები სველია გაწმენდის შემდეგ. კარგად გააშრეთ კომფორი და სანთურის ზედა ნაწილი გაწმენდის შემდეგ.
ნახეთ ამნთები როზეტები მოხრილი ან გატეხილი ხომ არ არის
თქვენი კომფორები შეიძლება ვერ აინთოს, თუ როზეტები მოხრილია ან გატეხილია მძიმე ქვაბების ან ტაფების ზემოქმედებით. შეამოწმეთ ყველა როზეტი თქვენი გაზის თავზე, რათა დარწმუნდეთ, რომ პრობლემა ამაში არ არის.
გაითვალისწინეთ ტექნიკური პრობლემები
თუ პრობლემა არ მოგვარდება, ალბათ კომფორს ტექნიკური პრობლემა აქვს. ასეთ შემთხვევაში, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.