თქვენი ღუმელის გამწოვი ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ აგარიდოთ სადილების არასასურველი სუნი და შეუნარჩუნოს სამზარეულოს სისუფთავის შეგრძნება. მაშინ არაა გასაკვირი, რომ ზოგჯერ მასაც სჭირდება ცოტა ზრუნვა და ყურადღება იმაში დასარწმუნებლად, რომ ის შეძლებისდაგვარად კარგად მუშაობს. ეს პატარა სახელმძღვანელო დაგეხმარებათ გაიგოთ, რა გჭირდებათ გამწოვისა და მისი ფილტრების გასაწმენდად.
ფილტრ(ებ)ის გაწმენდა ან შეცვლა
მოდით დავიწყოთ ფილტრებით. ყველა გამწოვს ცხიმის მეტალის ფილტრი აქვს, რომელიც იკავებს თუხთუხა ქვაბებიდან ამომავალ ცხიმის ნაწილაკებს. თუ თქვენი გამწოვი რეცირკულაციას იყენებს სამზარეულოში ჰაერის გასაწმენდად, მაშინ მას ასევე ექნება ნახშირის ფილტრი.
ცხიმი გროვდება ლითონის ფილტრებზე და ეს არა მარტო ცუდი სანახავია, არამედ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სუნის წარმოქმნაც. ისინი 1-2 თვეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს, მაგრამ თუ ხშირად წვავთ საჭმელს, მაშინ უფრო რეგულარულად უნდა გაწმინდოთ ისინი.
ამისათვის, დარწმუნდით, რომ გამწოვი გამორთული იყოს, შემდეგ მოხსენით ფილტრები გამხსნელი მექანიზმის გამოყენებით (იხილეთ სახელმძღვანელო, თუ არ იცით, როგორ გააკეთოთ ეს). თქვენს გამწოვს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი ფილტრის პანელი, ან რამდენიმე პანელი, მაგრამ თანამედროვე მოწყობილობებზე ეს პანელები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ირეცხება.
უბრალოდ ჩადეთ ისინი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და ჩართეთ სტანდარტული პროგრამა. თუ არ გაქვთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ჩაალბეთ პანელები მდუღარე წყალში ცოტაოდენ სარეცხ საშუალებასთან ერთად ცხიმის დასარბილებლად, შემდეგ გახეხეთ და გაავლეთ.
თუ თქვენს გამწოვს ნახშირის ფილტრები აქვს, ისინი მოთავსებული იქნება ლითონის ფილტრების უკან. თუმცა, ისინი არ ირეცხება და უნდა შეიცვალოს ყოველ 3-6 თვეში ერთხელ. და კვლავ, თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ გააკეთოთ ეს, გამოიყენეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო.
შიდა ნაწილის გაწმენდა
სანამ ეს ფილტრები ჭურჭლის სარეცხ მანქანაშია ან იჟღინთება, დარწმუნდით, რომ ფილტრის სივრცეები თავისუფალია. დროთა განმავლობაში ფილტრებში შეიძლება შევიდეს ცხიმი და ჭვარტლი, ამიტომ, გამოიყენეთ ღრუბელი და არააბრაზიული საწმენდი საშუალება გამწოვის შიდა ზედაპირების გასაწმენდად.
ფილტრების გაწმენდისა და გაშრობის შემდეგ, შეგიძლიათ ისინი ადგილზე დააბრუნოთ.
გარეთა ნაწილის გაწმენდა
რაც შეეხება თვითონ გამწოვს, მისი სისუფთავის დაცვა შესაძლებელია ყოველი მოხმარების შემდეგ მისი გაწმენდით. რბილი ქსოვილი ან ღრუბელი არააბრაზიულ სარეცხ საშუალებასთან ერთად საუკეთესო გზაა გამწოვის ქვედა და ზედა ზედაპირების სისუფთავის დასაცავად.
გამწოვების უმეტესობას უჟანგავი ფოლადის დაბოლოება აქვს, ამიტომ ფრთხილად იყავით, რომ არ დააზიანოთ ისინი აბრაზიული ღრუბლით ან საწმედი საშუალებებით.
და ბოლოს, გამოიყენეთ მშრალი ქსოვილი ზედაპირების კიდევ ერთხელ გასაწმენდად წყლის ლაქების მოსაშორებლად.
ეს შეიძლება არის საუკეთესო სამუშაო მსოფლიოში, მაგრამ თქვენს გამწოვზე ზრუნვა იმის მანიშნებელია, რომ ის საუკეთესოდ იმუშავებს, როდესაც საქმე სამზარეულოში სუფთა და სასიამოვნო ჰაერის შენარჩუნებას შეეხება.