მადლობას გიხდით უკუკავშირისთვის
თქვენ ახლახან დაამატეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიას.
თქვენ ახლახან წაშალეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიიდან.
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება
თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ მხოლოდ ერთი და იგივე კატეგორიის პროდუქტები.
თქვენ ახლახან დაამატეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენ ახლახან წაშალეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენი შესადარებელი სია სავსეა!
თქვენ დაამატეთ მხოლოდ 1 პროდუქტი. გთხოვთ დაამატოთ მეტი პროდუქტი შესადარებლად
რთულად მისადგომი ადგილების გასუფთავების მარტივი გზები
რთულად მისადგომი ადგილების გასუფთავების მარტივი გზები

5m წაკითხული

რთულად მისადგომი ადგილების გასუფთავების მარტივი გზები
There is an easy way to clean hard-to-reach places
There is an easy way to clean hard-to-reach places

გაიცანით Beko PowerClean Pro მტვერსასრუტი. თავისი 210 ვატიანი, მაღალი შეწოვის სიმძლავრით, ის ძნელად მისადგომ ადგილებსაც მარტივად წმენდს. 

 

 

ალბათ თქვენც, როგორც ყველა, ზოგჯერ გაურბიხართ სახლის დალაგებას. დალაგებას შეიძლება გაექცე, მაგრამ მტვერი და ჭუჭყი არსად წავა. სახლმა კი, რომლის დალაგებაც გადადეს და გადადეს, შეიძლება მთელი უქმეები იმსხვერპლოს. ჩვენი რჩევაა, ასეთი პრობლემა ყოველდღიურად, ნელ-ნელა მოაგვაროთ. დაუთმეთ სახლის დალაგებას რამდენიმე წუთი ყოველ დღე და გადაარჩინეთ თქვენი უქმეები. 

 

გადაავლეთ თვალი თქვენს ოთახს. დაიწყეთ იატაკით და გაასუფთავეთ მტვერსასრუტით ისეთი ადგილები, სადაც ხალიჩა არ არის დაგებული. ახლა კი ორგანიზების დროა: გაიტანეთ ოთახიდან ის წიგნები და ჟურნალ-გაზეთები, რომლებსაც არ იყენებთ. ასევე, მოაშორეთ ოთახიდან ნივთები, რომლებსაც აღარ აქვთ დანიშნულება. დაიმახსოვრეთ - ასეთი საგნები მტვერს ყველაზე მეტად უყვარს და იქ დაგროვილი ჭუჭყი დროთა განმავლობაში მთელს სახლს ეფინება. 

 

იატაკის წმენდა ბევრისთვის დამღლელია, თუმცა ამ საქმეს  სათანადო საშუალებების გამოყენება ამარტივებს. შიდა სივრცის დასუფთავება მაღალი შესრუტვის ძალის მტვერსასრუტის, საწმენდი ნაკრებებისა და ტილოების დახმარებით შეგიძლიათ. სწორი მტვერსასრუტის შერჩევა საქმეს დაწყებამდე გაგიმარტივებთ. მტვერსასრუტის შეძენისას გასათვალისწინებელია რამდენიმე პუნქტი…

 

ყურადღება მიაქციეთ "მაღალ შესრუტვის სიმძლავრის" და არა ვატის ძალას

 

მტვერსასრუტის მუშაობის ხარისხი ხშირად განისაზღვრება შესრუტვის  ძალით. თუ მტვერსასრუტს ამ ინდიკატორით შეარჩევთ, სახლის საქმეს უფრო სწრაფად და მარტივად გააკეთებთ. 

 

მტვერსასრუტებში შესრუტვისა და ძრავის სიმძლავრეები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. არ ერთი რამ განსაკუთრებით საყურადღებოა: შესრუტვის ძალიან მაღალი ნიშნული ყოველთვის არ არის მომგებიანი. 

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია მტვრის მოშორების ფუნქცია.

 

შესრუტვის სიმძლავრის გარდა, ყურადღება უნდა მიაქციოთ მტვრის მოშორების ფუნქციასაც. ეს ფუნქცია განპირობებულია მტვერსასრუტის პირისა და ჯაგრისის დიზაინით და მასზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მარტივად შეძლებთ რთულად მისადგომი ადგილების გასუფთავებას. 

 

როდესაც სახლს მტვრისაგან წმენდთ, სწორედ ეს ორი ადგილი ეხება პირველად ზედაპირს და შესაბამისად, ეს დეტალი უმნიშვნელოვანესია. დიდწილად, სწორედ მასზეა დამოკიდებული თუ როგორ შეასრულებს თავის საქმეს თქვენი მტვერსასრუტი. 

 

ასე რომ, ჯობია შეარჩიოთ მტვერსასრუტი, რომელსაც რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებული პირი მოჰყვება. პირები განსხვავდებიან ფუნქციებით - ზოგი მათგანი ხალიჩის საწმენდადაა, ზოგი ავეჯის, ზოგი კი სწორი, მყარი ზედაპირების. ასე საქმეს კიდევ უფრო გაიმარტივებთ. 

 

მაღალი შესრუტვის სიმძლავრით, ბეკო თქვენთანაა, რომ დალაგება კიდევ უფრო გაგიმარტივოთ. PowerClean Pro ჭკვიანი მტვერსასრუტი ავტომატურად არეგულირებს მუშაობის სიმძლავრეს იატაკის ზედაპირის ტიპიდან გამომდინარე. 

 

დარწმუნდით, რომ თქვენი ნივთი ეფექტური და ერგონომიულია 

 

 როგორი ტიპის მტვერსასრუტსაც არ უნდა ეძებდეთ,  სასურველია, რომ ის მარტივი გამოსაყენებელი იყოს. დაფიქრდით და გააანალიზეთ, რა არ მოგწონთ იმ მტვერსასრუტში, რომელიც ახლა გაქვთ და მიხვდებით, თუ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება ტექნიკის შეძენისას. ახალი მტვერსასრუტის შეძენისას განსაზღვრეთ პრიორიტეტები. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მანევრულობა, რომელიც დაგეხმარებათ სხვადასხვა ავეჯსა და კედლის კუთხეებს მარტივად მიუდგეთ. ასეთი რამის განსაზღვრა მტვერსასრუტის პირველი გამოყენებისას შეიძლება. 

What are the tricks of fast and effective cleaning?
What are the tricks of fast and effective cleaning?

რა ხერხები არსებობს სწრაფი და ეფექტური წმენდისთვის? 

 

ხშირად გაანიავეთ სახლი, რათა სისუფთავე უფრო დიდხანს შეიგრძნოთ. ჩამოაყალიბეთ სახლის ყოველდღიური, 15 წუთიანი დალაგების რუტინა. ერთ დღეს მტვერსასრუტი გამოიყენეთ, მეორე დღეს კი ნივთები მტვრისგან გაწმინდეთ. 

What should be the house cleaning routine of those who have pets?
What should be the house cleaning routine of those who have pets?

როგორ უნდა გაასუფთაოთ სახლი, თუ შინაური ცხოველის პატრონი ხართ? 

 

სახლში, სადაც ძაღლი ან კატა ცხოვრობს, პირველ რიგში კარგი მტვერსასრუტია საჭირო. ასევე, ხშირად დავარცხნეთ თქვენი ცხოველი, თუ მას ბეწვი სცვივა. 

How do you clean hard to reach areas?
How do you clean hard to reach areas?

როგორ უნდა გაასუფთაოთ რთულად მისადგომი ადგილები?

 

დარწმუნდით, რომ მტვერსასრუტი ერგონომიულია და გასუფთავების დროს არ გადაიღლებით. სწორი დიზაინის მტვერსასრუტი უფრო მარტივად გაწმენდს რთულად მისადგომ ადგილებს.  

გაზიარება