ჩვენ, ბეკოში ვამაყობთ Arçelik-ით, როგორც ჩვენი მშობელი კომპანიით. ჩვენ, Arçelik-ის ოჯახი, შევედით "Global 100"-ის ყველაზე მდგრადი კორპორაციების სიაში, რომელსაც Corporate Knights წელს უკვე მეორედ ასახელებს.
კომპანიები „გლობალური 100“-ის რეიტინგში ექვემდებარებიან დეტალურ შეფასებას 24 სხვადასხვა გარემოსდაცვითი, სოციალური, მენეჯერული და ეკონომიკური კრიტერიუმების შესახებ, როგორიცაა ენერგოეფექტურობა და წყლის ეფექტურობა, ინკლუზიურობა და მრავალფეროვნება მენეჯმენტის გუნდებში, მათი მომწოდებლების მდგრადობის ქულები და გადახდილი გადასახადები.
"Global 100"-ის რეიტინგში მყოფი კომპანიები ფასდებიან 24 სხვადასხვა გარემოსდაცვითი, სოციალური, მენეჯმენტური და ეკონომიკური კრიტერიუმით, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, წყლის დაზოგვა, ჩართულობა და მრავალფეროვნება მენეჯმეტის გუნდებში, მომწოდებლების მდგრადობის ხარისხითა და გადახდილი გადასახადებით.
ჯანსაღი ცხოვრება მხოლოდ ჯანმრთელ პლანეტაზეა შესაძლებელი
ჩვენ ამ სიაში უმიზეზოდ ნამდვილად არ შევსულვართ. 2050 წლისთვის მთელს წარმოების ჯაჭვში ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევის მიზნით, Arçelik-ს მიენიჭა éterra Carta Seal, რომელიც უელსის პრინცმა იმ კომპანიებს გადასცა, რომლებიც მზად არიან ებრძოლონ კლიმატის ცვლილებას კონკრეტული მიზნებითა და ნაბიჯებით. ეს გაეროს კლიმატის 26-ე კონფერენციაზე (COP26) მოხდა.
Arçelik-მა ნახშირბადის გამოყოფის შემცირება დაისახა მიზნად, რისი მიღწევის გზებიც მანამდე "მეცნიერებაზე დაფუძნებული მიზნების ინიციატივა"-მ დაამტკიცა და განახლდა პარიზის შეთანხმების მიზნის შესაბამისად, რომლის მიზანიც გლობალური ტემპერატურის არაუმეტეს 1.5 გრადუსით ზრდაა.
"მეცნიერებაზე დაფუძნებული მიზნების ინიციატივისთვის" დასამტკიცებლად წარდგენილი ახალი მიზნების შესაბამისად, Arçelik-ის გეგმაა, 2018 წელთან შედარებით, 2030 წლისთვის ნახშირბადის გამოყოფა 50.4%-ით შეამციროს. გარდა ამისა, Arçelik-მა კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა ნახშირბადის გამოყოფის შემცირებისთვის ენერგოეფექტური მაცივრის პროექტის შექმნით 2019 და 2020 წლებში.
რას ნიშნავს Corporate Knights 2022 წლის ჯილდო?
Global 100 ინდექსი არის მსოფლიოს ყველაზე მდგრადი კომპანიების რეიტინგი. სია შედგენილია ტორონტოში დაფუძნებული მედია და საინვესტიციო საკონსულტაციო ფირმა Corporate Knights-ის მიერ. ყოველწლიურად, შვეიცარიაში, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სია ახლდება.
რატომ დაჯილდოვდა ბეკოს ოჯახი?
ბეკოში, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია მივიღოთ პლანეტასა და კლიმატთან ჰარმონიაში მყოფი გადაწყვეტილებები. ჩვენ ვაგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, ვაკვირდებით გლობალურ მოვლენებსა და ვიღებთ გამოწვევებს, რათა შევინარჩუნოთ პლანეტის ბიომრავალფეროვნება კვლევა-განვითარებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების წყალობით.
რას ნიშნავს მდგრადობა ჩვენთვის?
მიდგომით - "ჯანსაღი ცხოვრება მხოლოდ ჯანსაღ პლანეტაზეა შესაძლებელი", ბეკო ყურადღებას უთმობს მომავალი თაობის ჯანსაღად აღზრდას.