დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება
რით შეიძლება დაგეხმაროთ?

აირჩიეთ პროდუქტი აირჩიეთ საკითხი .
რით შეიძლება დაგეხმაროთ?

თავიდან დაწყება

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მოვხსნა და გამოვცვალო ნათურა ჩემს ღუმელში?

ღუმელის განათებაში გამოიყენება სპეციალური ნათურა, რომელიც მაღალ ტემპერატურას უძლებს. მის გამოცვლამდე დარწმუნდით, რომ ღუმელი გამორთულია და ცივია. ნათურის დაყენებასთან დაკავშირებით გამოიყენეთ თქვენი მომხმარებლის სახელმძღვანელო. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.  

 

მოხსენით სანათურის საფარი და ნათურა საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით გადატრიალების მეშვეობით. გამოცვალეთ ნათურა იმგვარად, როგორც მითითებულია მომხმარებლის სახელმძღვანელოში. დაამაგრეთ ნათურა პოზიციაზე საათის ისრის მიმართულებით გადატრიალების მეშვეობით. გამოცვალეთ თავსახური და გადაატრიალეთ ისიც საათის ისრის მიმართულებით.

ჩვეულებრივი მოვლენაა თუ არა გაზქურის ფანჯრის მინის დაორთქვლა? რატომ ჩნდება ტენი ან კონდენსაცია ღუმელის ფანჯრის მინაზე?

დიახ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

 

გაზის წვისას წვის პირველადი პროდუქტებია ნახშირორჟანგი და წყალი ორთქლის სახით. ღუმელის გაცხელების შემთხვევაში ეს იწვევს დაორთქვლას. როცა ღუმელი მიაღწევს დაყენებულ ტემპერატურას, ტენი გაიფანტება და დანისვლაც გაქრება. ისეთ საკვებს, რომელიც გამოირჩევა მაღალი ტენიანობის დონით, როგორიცაა ინდაური და თევზი, შეუძლია გამოიწვიოს ჩვეულებრივზე მაღალი კონდენსაცია.

ჩემი გაზის ღუმელი წკაპუნის ხმას გამოსცემს. არის ეს ჩვეულებრივი მოვლენა?

ქურების ასამუშავებლად გაზქურებში გამოიყენება სანთურები. ეს სანთურები გამოსცემენ ტკაცუნის ან დაწკაპუნების ხმას, რომელიც შეწყდება ქურას აალებისთანავე. თუ სანთურა დანესტიანებულია, ეს ხმა შეიძლება უფრო ხანგრძლივი გახდეს. 

 

თუ წკაპუნი არ წყდება, შესაძლოა გაჭედილი იყოს სანთურას ღილაკი. ასეთ შემთხვევაში, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.

ჩემი ღუმელი ვენტილატორის ზუზუნის ხმას გამოსცემს. არის თუ არა ეს ჩვეულებრივი მოვლენა?

ნორმალურია, რომ თქვენი ღუმელი ზუზუნის ხმას გამოსცემდეს, როდესაც ის მუშაობს ან როგორც კი მას გათიშავთ. ეს არის ავტომატური გაგრილების ვენტილატორის ხმა, რომელიც ხელს უწყობს ღუმელის გაგრილებას და მის ელექტრო კონტროლს. ვენტილატორი იმუშავებს რამდენიმე ხანს ღუმელის გამორთვის შემდეგ. ის ავტომატურად ითიშება, როგორც კი ღუმელი გაგრილდება.

 

თუ მსგავსი ხმის გამოცემისას თქვენი მოწყობილობა სათანადოდ არ მუშაობს, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.

ჩემი ღუმელის ნათურა არ ინთება. როგორ გამოვცვალო ღუმელის ნათურა?

ღუმელის განათებაში გამოიყენება სპეციალური ნათურა, რომელიც მაღალ ტემპერატურას უძლებს. თუ თქვენი ღუმელი შეერთებულია მუშა როზეტთან, მაგრამ შიგნით განათება არ ინთება, შესაძლოა ნათურა იყოს დეფექტის მქონე ან გადამწვარი. თუ ნათურის მინა მუქია, ის სავარაუდოდ გადამწვარია და საჭიროა მისი გამოცვლა.

 

ღუმელის განათების ნათურის გამოცვლამდე დარწმუნდით, რომ ღუმელი გამორთულია და ცივია. ნათურის დაყენებასთან დაკავშირებით იხილეთ თქვენი მომხმარებლის სახელმძღვანელო. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.  

 

მოხსენით სანათურის საფარი და ნათურა საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით გადატრიალების მეშვეობით. გამოცვალეთ ნათურა იმგვარად, როგორც მითითებულია სახელმძღვანელოში. დაამაგრეთ ნათურა პოზიციაზე საათის ისრის მიმართულებით გადატრიალების მეშვეობით. გამოცვალეთ თავსახური და გადაატრიალეთ ისიც საათის ისრის მიმართულებით.

ჩემი ღუმელის ტაიმერი ეკრანზე აჩვენებს „AUTO“-ს, „A“-ს ან ისარს ორ ვერტიკალურ ხაზს შორის. არის თუ არა ეს ჩვეულებრივი მოვლენა?

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ღუმელი დაყენებულია კონკრეტულ დროს ავტომატურად გამორთვაზე. თქვენ უნდა გამორთოთ ტაიმერის ფუნქცია, თუ გსურთ მექანიკური სახით ღუმელის გამოყენება.

 

საათის დასაყენებლად, იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.  

საათის სიმბოლო ჩართულია ან ციმციმებს ჩემი Beko-ს ღუმელის დისფლეიზე. არის თუ არა ეს ჩვეულებრივი მოვლენა?

ეს იმას ნიშნავს, რომ ღუმელის დროის პარამეტრი შეიცვალა. ეს მაშინ ხდება, როდესაც დენი ითიშება. სიმბოლო გაქრება ღუმელის საათის დაყენების შემდეგ. 

 

საათის დასაყენებლად, იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.  

სტატიები

Beko