მადლობას გიხდით უკუკავშირისთვის
თქვენ ახლახან დაამატეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიას.
თქვენ ახლახან წაშალეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიიდან.
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება
თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ მხოლოდ ერთი და იგივე კატეგორიის პროდუქტები.
თქვენ ახლახან დაამატეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენ ახლახან წაშალეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენი შესადარებელი სია სავსეა!
თქვენ დაამატეთ მხოლოდ 1 პროდუქტი. გთხოვთ დაამატოთ მეტი პროდუქტი შესადარებლად

2 მინ წაკითხვა

როგორ ავიცილოთ თავიდან ტანსაცმლის შეთელვა რეცხვისა და გაშრობის დროს?

როგორ ავიცილოთ თავიდან ტანსაცმლის შეთელვა რეცხვისა და გაშრობის დროს?
როგორ ავიცილოთ თავიდან ტანსაცმლის შეთელვა რეცხვისა და გაშრობის დროს?

 

 

ეს ყველას დაგვმართნია. ჩვენ დაუდევრად შევყარეთ შალის სვიტერი ან ელასტიკური ჯინსი სარეცხ მანქანაში ან საშრობი დოლურაში და უკან გამოვიღეთ იმის მესამედი ზომის, რაც თავდაპირველად იყო. 

 

რა თქმა უნდა, შეიძლება ტანსაცმელს გაჭიმვით უშველოთ, მაგრამ იმავე ფორმას ვეღარასდროს დაუბრუნებთ. გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები რეცხვის ჩვეულებრივ რეჟიმში და აღარასდროს გააფუჭებთ სხვა სვიტერს, სპორტულ სამოსს თუ მაისურს!

 

 

 

რატომ ითელება ტანისამოსი

 

ნაქსოვი ბოჭკოებით იქმნება ქსოვილები, რომლითაც საბოლოოდ იკერება ჩვენი ტანსაცმელი. მანამდე კი ბოჭკოები, როგორიცაა ბამბა, შალი ან ნეილონი, იჭიმება, რათა ძაფები გაკეთდეს. 

 

სითბო, წყალი და ზემოქმედება იწვევს ამ დაჭიმულობის მოშვებას, რის გამოც ქსოვილები იკუმშება. ასე რომ, თუ თქვენი სამოსი მოხვდება ზედმეტად მაღალ ტემპერატურაზე, რეცხვის ან გაშრობის ეტაპზე, მოულოდნელად, 8 ზომა კაბა გადაიქცევა 2 ზომად და ეს თქვენთვის ძვირადღირებული გაკვეთილი იქნება.

 

 

 

ტანსაცმლის შეთელვის პრევენციის ზომები

 

შეთელვა შეიძლება გამოწვეული იყოს სითბოს და სითხის ზემოქმედების, ასევე ნჯღრევისგან, რაც ნიშნავს, რომ ეს შეიძლება მოხდეს თქვენი სარეცხის რუტინული რეცხვის ან გაშრობის ეტაპზე. ამიტომ, საყვარელი სამოსის განადგურებისგან გულისწყვეტის თავიდან ასაცილებლად, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები.

 

 

 

საფეხური 1: ყურადღებით წაიკითხეთ ტანსაცმელზე დატანილი მოვლის ეტიკეტები

 

 

მოვლის ეტიკეტებზე მითითებულია ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, როდესაც საქმე თქვენი ტანსაცმლის სათანადოდ მოვლას ეხება. ეტიკეტზე განმარტებულია, როგორ გარეცხოთ, გააშროთ ის, რისი გაკეთება შეიძლება და არ შეიძლება. 

 

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომელსაც იხილავთ მოვლის ეტიკეტზე, არის ტემპერატურა, რომელზეც შეგიძლიათ გარეცხოთ და გააშროთ თქვენი სამოსი. თუ განსაკუთრებით ღელავთ ზოგიერთ სამოსზე, ყოველთვის შეგიძლიათ გარეცხოთ და გააშროთ ისინი შედარებით დაბალ ტემპერატურაზე, მაგალითად, 30 °C-ზე. მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ტემპერატურა ხელს ვერ შეუშლის ყველანაირ შეთელვას, მას მაინც მნიშვნელოვნად შეამცირებს.

 

კიდევ ერთი მინიშნება, რომელსაც ნახავთ ტანსაცმლის ეტიკეტზე არის ფრაზა „preshrunk“ (წინასწარ შეთელილი). როგორც ეტიკეტზეა მითითებული, ეს ნივთები უკვე შეითელა, მათ გაყიდვამდე, ამიტომ რეცხვისა და შრობის ციკლის შემდეგ, ისინი ზომას არ შეიცვლიან.

 

 

 

საფეხური 2: სარეცხის დახარისხება

 

 

თუ ჩვევად აქცევთ თქვენი სარეცხის დახარისხებას ფერის, ასევე რეცხვის ტემპერატურის მიხედვით, ეს შეთელვის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ ისიც, რომ თქვენი სარეცხი მანქანა და საშრობი დოლურა შეიძლება გთავაზობდეთ პროგრამებს კონკრეტული ქსოვილებისთვისაც, მაგალითად ჯინსის ციკლი. შესაბამისად დაახარისხეთ სარეცხი, თუ ქსოვილისთვის სპეციფიკური ციკლის გამოყენებას აპირებთ. სარეცხის შესახებ მეტი მინიშნებებისთვის, იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო იმისათვის, რომ გაიგოთ როგორ უნდა ჩატვირთოთ სარეცხი მანქანა და საშრობი დოლურა შესაბამისად. 

 

 

საფეხური 3: სწორი ციკლის არჩევა

 

 

ეს მჭიდრო კავშირშია სწორი ტემპერატურის არჩევასთან, რადგან გარკვეული ციკლი ავტომატურად აყენებს რეცხვის ტემპერატურას. 

 

მაგალითად, თუ რეცხავთ შალეულს, აუცილებლად უნდა აირჩიოთ შალეულის ციკლი, თუ თქვენს სარეცხ მანქანას აქვს ეს პროგრამა. ეს ციკლი არა მარტო შეამცირებს რეცხვის ტემპერატურას, არამედ შემცირდება ბრუნვის სიჩქარეც, შედეგად თქვენი ტანისამოსი გაირეცხება ნაზი რეცხვის ციკლით და ნაკლებად შეითელება.

ხელით რეცხვა კიდევ ერთი ფუნქციაა და ისიც შეიძლება იყოს მითითებული ტანისამოსის მოვლის ეტიკეტზე ინსტრუქციის სახით. ის თქვენი სამოსის რეცხვის მართლაც ყველაზე ნაკლებ დამაზიანებელი მეთოდია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაზე შრომატევადიც. 

 

 

 

საფეხური 4: ჭკვიანურად მოიქეცით, როდესაც საქმე შრობას ეხება

 

ისევ და ისევ, აქ მნიშვნელოვანია მოვლის ეტიკეტებზე ყურადღების გამახვილება. თუ ეტიკეტზე მითითებულია, რომ საშრობი დოლურით გაშრობა სამოსისთვის შესაფერისი არ არის, გარისკვა არ ღირს. ამასთან, თუ ეტიკეტზე მითითებულია, რომ სამოსის დოლურაში გაშრობა შესაძლებელია, დარწმუნდით, რომ სწორად აირჩიეთ ტემპერატურის პარამეტრი. თუ ისეთ ტანსაცმელს, რომელიც მოითხოვს დაბალ ტემპერატურას, გააშრობთ მაღალი ტემპერატურის მოწყობილობაში, ამან შეიძლება მისი შეთელვა გამოიწვიოს. თუ თქვენს საშრობ დოლურას კონკრეტული ქსოვილის პროგრამები აქვს, აუცილებლად გამოიყენეთ ისინი.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko