მადლობას გიხდით უკუკავშირისთვის
თქვენ ახლახან დაამატეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიას.
თქვენ ახლახან წაშალეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიიდან.
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება
თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ მხოლოდ ერთი და იგივე კატეგორიის პროდუქტები.
თქვენ ახლახან დაამატეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენ ახლახან წაშალეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენი შესადარებელი სია სავსეა!
თქვენ დაამატეთ მხოლოდ 1 პროდუქტი. გთხოვთ დაამატოთ მეტი პროდუქტი შესადარებლად

2 მინ წაკითხვა

როგორ უნდა ჩატვირთოთ თქვენი დოლურიანი საშრობი სათანადოდ?

როგორ უნდა ჩატვირთოთ თქვენი დოლურიანი საშრობი სათანადოდ?
როგორ უნდა ჩატვირთოთ თქვენი დოლურიანი საშრობი სათანადოდ?

 

 

თქვენი სარეცხის გადახარისხება და დოლურიანი საშრობის სწორად ჩატვირთვა ნამდვილად მნიშვნელოვანია არა მარტო მოწყობილობის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების, არამედ თქვენი ტანისამოსის მოვლის თვალსაზრისითაც. სამწუხაროდ, ეს ისე მარტივი არაა, როგორც თქვენი სველი ტანისამოსის უბრალოდ დოლურაში შეყრა. ამ პატარა სახელმძღვანელოდან შეიტყობთ, თუ რა უნდა გააკეთოთ და რა არა თქვენი დოლურიანი საშრობის ჩატვირთვისას.

 

 

 

შეამოწმეთ თქვენი ტანისამოსის მოვლის ეტიკეტი და გადაახარისხეთ თქვენი სარეცხი

 

როცა საქმე ეხება თქვენი ტანისამოსის მოვლას და რეცხვას, ყველაფერი მისი მოვლის ეტიკეტით უნდა დაიწყოს. მიაქციეთ ყურადღება, როგორ უნდა გარეცხოთ და გააშროთ თქვენი ტანისამოსი. გაშრობასთან დაკავშირებით ეტიკეტს ექნება შემდეგი სიმბოლოები: 

 

აი, რას ნიშნავს თითოეული სიმბოლო:

  1. შრობა
  2. დოლურაში შრობა
  3. ნორმალური შრობა, დაბალი ტემპერატურა
  4. ნორმალური შრობა, საშუალო ტემპერატურა
  5. ნორმალური შრობა, მაღალი ტემპერატურა
  6. არ გააშროთ დოლურიან საშრობში
  7. არ გააშროთ
  8. გაწურვის გარეშე შრობა
  9. გააშრეთ ჩრდილში
  10. გასაშრობად ჩამოკიდება
  11. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შრობა
  12. ნორმალური შრობა, გაცხელების გარეშე
  13. ქიმწმენდა
  14. ქიმწმენდა საჭირო არ არის

 

კარგი იდეაა ტანისამოსის გასაშრობად გადახარისხება იმ ტემპერატურის მიხედვით, რომელზეც უნდა მოხდეს მათი შრობა და ქსოვილის ტიპის მიხედვითაც, თუ აპირებთ მასალაზე დამოკიდებული პროგრამის გამოყენებას. თუ არ ხართ დარწმუნებული, შეიძლება თუ არა თქვენი ტანისამოსის დოლურიან საშრობში გაშრობა, გადახედეთ იმ ტანისამოსის ჩამონათვალს, რომლის გაშრობაც დოლურიან საშრობში არ შეიძლება.

 

 

 

გამოიყენეთ თქვენი სარეცხი მანქანის წურვის ციკლი

 

საშრობ დოლურაში ძალიან სველი ნივთების ჩადების შემთხვევაში, შრობის დრო გაიზრდება, ასევე გაიზრდება ენერგო მოხმარება და მოწყობილობაც არასასურველ დატვირთვას მიიღებს. გამოიყენეთ თქვენი სარეცხი მანქანის გაწურვის ფუნქცია, რათა საშრობში შეყრამდე შეძლოთ თქვენი ტანისამოსისთვის ზედმეტი წყლის მოშორება.

 

 

 

შეარხიეთ და ამოატრიალეთ ტანისამოსი

 

საშრობში მოთავსებამდე შეარხიეთ ტანისამოსი, რათა მოაშოროთ მასზე არსებული ნაწილაკები. შეკარით ნებისმიერი ელვა შესაკრავი, რათა ის არ მოედოს სხვა ტანსამოსს დოლურაში. და ბოლოს, ამოატრიალეთ დიდი ტანისამოსები, როგორიცაა ჰუდები და ჯინსები, რათა დაიცვათ ღილები და შეინარჩუნოთ მათი ფერი.

 

 

 

შეამოწმეთ და დააცარიელეთ ჯიბეები

 

შეამოწმეთ, ხომ არაფერი დევს თქვენი ტანისამოსის ჯიბეებში. ისეთი საგნები, როგორიცაა მონეტები, შეიძლება ამოვარდეს ჯიბეებიდან და დააზიანოს დოლურა, ხოლო ისეთი საგანი, როგორიცაა ავტოკალამი, შეიძლება გასკდეს და დააზიანოს როგორც ტანისამოსი, ასევე მოწყობილობა!

 

 

 

შეურიეთ პატარა და მცირე ზომის ტანისამოსი ერთმანეთს და თანაბრად გადაანაწილეთ დოლურაში

 

რამდენადაც შესაძლებელია, შეურიეთ დიდი და მცირე ზომის ტანისამოსი ერთმანეთს და გადაანაწილეთ თანაბრად. მძიმე ტანისამოსი არ უნდა მოხვდეს დოლურას ერთ მხარეს და დაარღვიოს მოწყობილობის ბალანსი.

 

 

 

ზედმეტად ნუ დატვირთავთ დოლურას

 

როგორც განვმარტეთ ამ სტატიაში, დოლურას გადატვირთვა დიდი შეცდომაა, როცა საქმე დოლურიან საშრობს ეხება. ყველაზე კარგი წესია დოლურას ნახევრად ავსება.

 

 

 

შეამოწმეთ ბუსუსების ფილტრი

 

ბუსუსების ფილტრის სისუფთავე მნიშვნელოვანია კარგი შრობისთვის და ჩვევად უნდა აქციოთ მისი გაწმენდა თითოეული ჩატვირთვის შემდეგ. სწრაფად შეამოწმეთ ფილტრი ახალი ჩატვირთვის შემდეგ.

 

 

 

შეარჩიეთ შესაბამისი პროგრამა

 

იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გადაახარისხეთ თქვენი სარეცხი, საჭიროა სწორი პროგრამის შერჩევა. ეს პროგრამები განსხვავდება მოწყობილობების მიხედვით, ამ სახელმძღვანელოში კი ახსნილია Beko-ს დოლურიან საშრობებთან მიმართებით ხელმისაწვდომი პროგრამები და ფუნქციები.

 

სულ ესაა. გაითვალისწინეთ ეს რჩევა და თქვენი საშრობი არა მარტო საუკეთესო სახით იმუშავებს, არამედ თქვენი ტანისამოსიც დიდი ხნით შეინარჩუნებს თავის სახეს.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko