შესაძლოა არსებობენ ადამიანები, რომელთაც დაუთავება მოსწონთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ალბათ ასეთები ძალიან ცოტანი არიან!
თუ ის ხართ, ვისაც სურს თავი აარიდოს დაუთავებას რამდენადაც ეს შესაძლებელია, არსებობს რამდენიმე ჩვევა, რომლებიც უნდა გამოიყენოთ რეცხვისას, რათა მნიშვნელოვნად შეამციროთ დაუთავების საჭიროება. ამ სახელმძღვანელოში ახსნილია, თუ როგორ წარმოიქმნება ტანისამოსის ნაკეცები და ნაოჭები და როგორ ავიცილოთ თავიდან მათი წარმოშობა.
დაახარისხეთ!
ჩვენს რეცხვის სახელმძღვანელოში ძალიან ბევრს ვსაუბრობთ თქვენი ტანისამოსის დახარისხებაზე არა მარტო ფერის მიხედვით, არამედ რეცხვისა და შრობის ტემპერატურის გათვალისწინებითაც. თუ გსურთ თავიდან აიცილოთ ნაკეცების და ნაოჭების წარმოქმნა, უნდა გადაახარისხოთ ტანისამოსი ქსოვილის ტიპის და წონის მიხედვითაც. მძიმე ტანისამოსის გარეცხვა, მაგალითად როგორიცაა ჯინსი, უფრო მსუბუქ ტანისამოსთან ერთად, მაგალითად მაისურებთან, გამოიწვევს მძიმე ტანისამოსის მიერ მსუბუქების დაჭმუჭვნას. ეს იწვევს ნაკეცების წარმოქმნას და ერთმანეთის მსგავსი ტანისამოსის ერთად გარეცხვა შეამცირებს მას.
გააშრეთ სწორად
თუ გადაახარისხებთ თქვენს ტანისამოსს ფერის, რეცხვის ტემპერატურის და ქსოვილის ტიპის მიხედვით, შეძლებთ თქვენი სარეცხი მანქანიდან პირდაპირ საშრობში მოათავსოთ ისინი (შეამოწმეთ თქვენი ტანისამოსის ეტიკეტი, რათა იხილოთ, დასაშვებია თუ არა მათი საშრობში გაშრობა!). თუ მძიმე და მსუბუქი ტანისამოსი ერთად არ იყო დოლურაში, მძიმე ტანისამოსი არ დაჭმუჭნის მსუბუქს.
მაგრამ მაინც საჭიროა სწორი შრობის პროგრამის არჩევა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, შრობის სწორი დროის არჩევა. ზედმეტად შრობის შემთხვევაში ტანისამოსზე ღრმა ნაკეცები და ნაოჭები ჩნდება და სჭირდება კარგად დაუთოვება ორთქლის გამოყენებით.
თუ იყენებთ პროგრამას, რომლის დროც განსაზღვრულია, შეამოწმეთ დოლურა ციკლის ბოლოსკენ და თუ სიმშრალის დონე მოგეწონებათ, შეგიძლიათ დროის ამოწურვამდე შეაჩეროთ პროგრამა. თუ თქვენს დოლურიან საშრობს აქვს სენსორები, Beko-ს დოლურიან საშრობის შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ კარადაში შრობის პროგრამა, რომელიც გამოავლენს შრობის სწორ დონეს და შეაჩერებს მოწყობილობას, რითაც ხელს შეუშლის ნაკეცების წარმოშობას.
თუ თქვენს დოლურიან საშრობს აქვს ქსოვილის ტიპის მიხედვით შრობის პროგრამა, ესეც ხელს შეუშლის ნაკეცების წარმოშობას, რადგან ის შრობის სწორ ტემპერატურას და დროს ავტომატურად აყენებს.
დროულად დაკეცვა…
თითქოს უფრო მოსახერხებელია, როცა სარეცხს გამოვიტანთ საშრობიდან, ჩავყრით სარეცხის კალათაში და მოგვიანებით ვზრუნავთ მის შენახვაზე. სამწუხაროდ, სწორედ ეს იწვევს ტანისამოსში ნაკეცებისა და ნაოჭების ღრმად გაჯდომას. თუ გამონახავთ დროს და დაკეცავთ ტანისამოსს საშრობიდან გამოტანისთანავე, შეძლებთ დაზოგოთ ის დრო, რომელიც მის დასაუთავებლად დაგჭირდებოდათ.
როცა ტანისამოსს გამოიღებთ დოლურიანი საშრობიდან, კარგად გაფერთხეთ, რომ მოშორდეს ბუსუსები და გასწორდეს ნაოჭები და ნაკეცები. დაკიდეთ პერანგები და ბლუზები დაუყოვნებლივ ტანისამოსის საკიდებზე და შეამოწმეთ საყელოების, მანჟეტების და ღილებიანი შესაკრავების სისწორე. ეს დაგეხმარებათ ნაკეცების და ნაოჭების ბუნებრივად გაქრობაში.
შენახვა
ტანისამოსის შენახვა კარადაში, სანამ ის ჯერ კიდევ თბილია ან ოდნავ დატენიანებულია, გამოიწვევს დაჭმუჭვნას და ნაკეცების წარმოშობას. ასე რომ, თუ ისინი ტანისამოსის საკიდზე დაკიდებულია, კარადაში დაკიდებამდე, ან კოხტად დაკეცვამდე, და უჯრებსა და თაროებზე მოთავსებამდე, დატოვეთ ცოტა ხნით საკიდრებზე, რომ გაშრეს ბოლომდე.
თუ ტანისამოსის ჩაცმას მისი გარეცხვიდან მოკლე დროში აპირებთ, დაკიდეთ ისე, რომ ჰაერმა შეძლოს ცირკულაცია ტანისამოსის გარშემო, რათა გასწორდეს ნაკეცები და გაშრეს ნებისმიერი სახის სისველე.
ნაკეცების სწრაფი მოშორება
მაგრამ როცა გამოუვალი მდგომარეობაა და გჭირდებათ ტანისამოსიდან ნაოჭების და ნაკეცების სწრაფად მოშორება, დაკიდეთ ის ტანისამოსის საკიდზე აბაზანაში და მოუშვით ცხელი შხაპი. წარმოქმნილი ორთქლი გაასწორებს ნაკეცებს და ნაოჭებს. თუ გაქვთ წვდომა დოლურიან საშრობზე, შეგიძლიათ თქვენს ტანისამოსთან ერთად ჩადოთ დატენიანებული პირსახოცი და ჩართოთ პროგრამა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუყოვნებლივ დაკიდეთ ტანისამოსი და საერთოდ არ დაგჭირდებათ დაუთავება.
შესაძლოა ეს რჩევები არ გულისხმობდეს იმას, რომ დაუთავება საერთოდ არ დაგჭირდებათ, მაგრამ ისინი დაგეხმარებიან მნიშვნელოვნად შეამციროთ დასაუთავებულ მაგიდასთან გატარებული დრო.