დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება

3 მინ წაკითხვა

როგორ წავიკითხოთ საშრობი დოლურის ელექტროენერგიის ეტიკეტი?

როგორ წავიკითხოთ საშრობი დოლურის ელექტროენერგიის ეტიკეტი?
როგორ წავიკითხოთ საშრობი დოლურის ელექტროენერგიის ეტიკეტი?

 

 

ენერგოეფექტურობის აღმნიშვნელი მარკირებები ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან პროდუქტის შესახებ. მოდით, უფრო ახლოს გავეცნოთ აქ მოცემულ ინფორმაციას და გავიგოთ, რას ნიშნავს ის.

 

 

 

რას ნიშნავს ევროკავშირის ენერგოეფექტურობის მარკირება?

 

ევროკავშირის ენერგოეფექტურობის მარკირებები ენერგოეფექტურობის კლასიფიკაციის სტანდარტული სისტემაა, რომელსაც ევროკავშირი ანიჭებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის უმეტესობას. ტექნიკაზე ევროკავშირის პირველი ენერგოეფექტურობის მარკირება გამოჩნდა 1994 წელს. მას შემდეგ, ტექნიკის უფრო და უფრო მეტი კატეგორია ჩაერთო ევროკავშირის ენერგო რეგულაციებში და ეტიკეტებიც ბევრჯერ განახლდა. 

 

ევროკავშირის ენერგოეფექტურობის მარკირებები ამცირებს ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიერ ენერგო მოხმარებას ორი გზით: 

 

1. მომხმარებლებისთვის შედარების მკაფიო კრიტერიუმების მიცემა და მათი დახმარება ენერგოეფექტური პროდუქტების არჩევაში, და 

2. კომპანიების წახალისება, ჩადონ ინვესტიციები უფრო ენერგოეფექტური პროდუქტების განვითარებაში. 

 

ენერგოეფექტურობის მარკირებები შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას მოწყობილობის შესახებ, როგორიცაა წლიური ენერგომოხმარება, ხმის დონე და მისი სიმძლავრე. ეს პატარა ეტიკეტების ბარათები იმ ყველაფრის შეჯამებაა, რაც უნდა გაითვალისწინოთ, როცა ახალ საშრობ დოლურას ეძებთ.

 

 

 

რა წერია საშრობი დოლურის ელექტროენერგიის ეტიკეტზე?

 

აი, როგორ გამოიყურება ევროკავშირის ელექტროენერგიის ეტიკეტი საშრობი დოლურებისთვის და აი, რას ნიშნავს სიმბოლოები და ციფრები: 

 

წაიკითხეთ, რომ უფრო დეტალურად გაეცნოთ, რას ნიშნავს თითოეული შეფასება და ციფრი. 

 

 

 

01.

ენერგოეფექტურობის კლასი (A+++ D-მდე)

 

საშრობი დოლურები ცოტა ცუდი რეპუტაციით სარგებლობს, როცა საქმე ენერგოეფექტურობას ეხება. 

 

კონდენსატორის საშრობი დოლურების უმეტესობას აქვს B ან C ენერგეტიკული ნიშანი, ხოლო სითბური ტუმბოს საშრობი დოლურები ხშირად შეფასებულია, როგორც A+ ან A++. ვენტილირებადი საშრობები არ არის ისეთი ეფექტური, როგორც კონდენსატორისა და სითბური ტუმბოს მოდელები.

 

A+++ დაინერგა 2013 წლის მაისში და ელექტროენერგიის მოხმარების D კლასის საშრობები ბაზარზე აიკრძალა იმავე წლის ნოემბერში.  

 

 

 

02.

წლიური ენერგო მოხმარება (კვტსთ/წელიწადში)

 

ელექტროენერგიის წლიური სავარაუდო მოხმარება ასევე მოცემულია საშრობი დოლურის ენერგოეფექტურობის ეტიკეტებზე. ეს ეფუძნება სრული და ნაწილობრივი დატვირთვების კომბინაციის 160 ციკლს სტანდარტულ ბამბის საშრობ პროგრამაზე. ეს იყოფა კვირაში 3 გაშრობად.

 

თქვენი რეცხვის ინდივიდუალური ჩვევები დიდ გავლენას მოახდენს ელექტროენერგიის რეალურ რაოდენობაზე, რომელსაც თქვენი საშრობი დოლურა მოიხმარს. მიუხედავად ამისა, ტანსაცმლის საშრობის ელექტროენერგიის წლიური მოხმარების გამრავლება ერთ კვტ/სთ ელექტროენერგიის ხარჯზე თქვენს რეგიონში კარგ შეფასებას მოგცემთ, თუ რა ჯდება ამ მოწყობილობის მუშაობა მთელი წლის განმავლობაში. 

 

 

 

03.

საშრობის ტიპი (გაზის ვენტილაციით, ელექტრო ვენტილაციით ან ელექტრო კონდენსატორით)

 

საშრობი დოლურები, ძირითადად, 3 ტიპისაა: ელექტრო ვენტილაციით და კონდენსატორით.

 

ვენტილირებული მოდელები გარეთ ატარებს გამოშრობისგან წარმოქმნილ ნოტიო ჰაერს, ჰაერის სარქვლის მეშვეობით. მეორეს მხრივ, კონდენსატორიანი საშრობი აგროვებს ტენს წყლის ავზში მყოფი ტენიანი ჰაერიდან, რომელსაც დაცლა სჭირდება. ზოგიერთ მოდელს აქვს სადრენაჟე შლანგებიც.

 

ამ ძირითადი განსხვავების გარდა, საშრობის ტიპი მნიშვნელოვან განსხვავებას იძლევა ენერგოეფექტურობისა და ელექტროენერგიის წლიური მოხმარების თვალსაზრისით. 

 

 

 

04.

ციკლის დრო ბამბის სარეცხით სრული დატვირთვისთვის (წთ)

 

ეს გვიჩვენებს, თუ რამდენი ხანი სჭირდება ბამბის გაშრობის სტანდარტულ ციკლს დასასრულებლად. ეს რიცხვი ნაკლები იქნება ვენტილირებული საშრობების შემთხვევაში, რადგან ისინი უფრო მაღალ გრადუსზე ადიან, ვიდრე კონდენსატორიანი მოდელები. თუმცა, ციკლის ოდნავ მეტი ხანგრძლივობისთვის, კონდენსატორიანი საშრობები უფრო ფაქიზია სარეცხთან მიმართებით. 

 

 

 

05.

ტევადობა (კგ)

 

ეს არის ის, თუ რამდენი დატვირთვის გაძლება შეუძლია თქვენს საშრობ დოლურას ბამბის გაშრობის სტანდარტულ ციკლზე. ტევადობა იცვლება შერჩეული პროგრამის მიხედვით.

 

შეამოწმეთ თქვენი სახელმძღვანელო თითოეული პროგრამის ზუსტი ტევადობის გასაგებად. თუ Beko-ს მფლობელი ხართ, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მომხმარებლის სახელმძღვანელო  თქვენი პროდუქტის ნომრით. 

 

 

 

06.

ხმაურის დონე (დბ)

 

საშრობი დოლურების ენერგოეფექტურობის ეტიკეტებზე ასევე მითითებულია ხმაურის დონე და ეს შეიძლება მერყეობდეს 40 დბ-დან (წყნარი ბიბლიოთეკა) 80 დბ-მდე (სახლის ტელეფონის ზარი). უფრო მძლავრი მოწყობილობები უფრო უხმაუროა, რადგან ისინი აერთიანებს ხმაურის შემცირების ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა იზოლაცია და კოლექტორის გარეშე ძრავები.

 

 

 

07.

კონდენსაციის ეფექტურობის კლასი (A- დან G-მდე)

 

ეს მაჩვენებელი მიანიშნებს, თუ რამდენი ტენიანობის კონდენსირება და შეგროვება შეუძლია საშრობს. დაბალი შეფასება ნიშნავს, რომ ტენიანი ჰაერის გარკვეული ნაწილი გამოიყოფა ოთახის ჰაერში.

 

ზედმეტი ტენიანობა ჯანმრთელობისთვის საზიანოა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ის ქმნის ნოყიერ ნიადაგს ბაქტერიებისა და ობისთვის. ეს ზრდის გათბობის ხარჯებს ზამთარში და მავნეა შენობებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

საშრობი დოლურებისთვის საჭიროა კარგად ვენტილირებადი გარემო. რაც უფრო დაბალია კონდენსაციის ეფექტურობის კლასი, მით მეტად დაგჭირდებათ თქვენი სამრეცხაოების ვენტილაცია. 

 

 

 

რატომ უნდა იზრუნოთ ენერგოეფექტურობაზე?

 

ორი მთავარი მიზეზის გამო: 

 

1. თქვენი ოჯახის ბიუჯეტისა და 

 

2. გარემოს გამო 

 

მართალია, საშრობი დოლურები, რომლებსაც ენერგოეფექტურობის უფრო მაღალი შეფასება აქვს, ცოტა უფრო ძვირი ღირს, მაგრამ ისინი ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. ევროპის კომისია  აცხადებს, რომ ენერგოეფექტურ სარეცხ მანქანაზე გადასვლამ შეიძლება 50%-მდე შეამციროს თქვენი ელექტროენერგიის ხარჯები და ის საწყისი ინვესტიცია რამდენიმე წელიწადში დაფაროს. 

 

ალბათ ფიქრობთ: „რა განსხვავებას იძლევა მხოლოდ ერთი სარეცხი მანქანა?“. ეს კუმულაციური ეფექტია. ენერგოეფექტურობა არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი, როგორც ახლა, როდესაც რესურსები მცირდება და ადამიანური ცხოვრების გავლენა ბუნებაზე მატულობს.

 

თუ მთელი ევროპა მოიშორებს ძველ საშრობ დოლურებს, დაიზოგება 3,3 მილიარდი კვტ/სთ (ეს არის 3 300 000 000 კვტ/სთ!) ელექტროენერგია 2020 წლისთვის. 

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko