ბევრი დეზინფორმაცია არსებობს საშრობი დოლურების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება არც ისე დრამატული იყოს, როგორც „ყალბი ახალი ამბები“, კარგად უნდა გაითვალისწინოთ რა არის ფაქტი და რა - მოგონილი ამბავი, როდესაც საქმე ეხება თქვენს ნებისმიერ მოწყობილობას. ამ სტატიაში განხილულია 5 ყველაზე გავრცელებული მითი საშრობი დოლურების შესახებ.
მითი №1: „საჭირო არ არის ბუსუსების ფილტრის გაწმენდა ყოველი გამოყენების შემდეგ“
თუ არ გაწუხებთ გაშრობა შემცირებული მაჩვენებლით, ელეტროენერგიის მოხმარების გაზრდა და ბუსუსები მთელ ტანისამოსზე, მაშინ დატოვეთ ბუსუსების ფილტრი ისე, როგორც არის. თუმცა, ყველა მწარმოებელი გირჩევთ, გაწმინდოთ ბუსუსების ფილტრი ყოველი გამოყენების შემდეგ. ეს სწრაფი და ადვილია, ასე რომ ამის ჩვევად ქცევა დაზოგავს თქვენს დროსა და ფულს გრძელვადიან პერსპექტივაში.
მითი №2: „საშრობის გადატვირთვა შეუძლებელია“
რა თქმა უნდა შესაძლებელია. ფაქტობრივად, საშრობი დოლურის სწორად დატვირთვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საუკეთესო შედეგების მისაღებად. ჰაერის დინება ეფექტური გაშრობისთვის მნიშვნელოვანია, ასე რომ, თუ დოლურას ზედმეტად გადატვირთავთ, ეს გაშრობის ეფექტურობაზე სერიოზულად აისახება. გადაჭარბებულმა დატვირთვამ შეიძლება არამარტო ეს, არამედ თერმოსტატისა და ღვედის მოშლა გამოიწვიოს. თქვენი დოლურის ნახევარზე მეტის შევსება მარტივი და სასარგებლო წესია.
მითი №3: „ის ყველაფრის შეთელვას იწვევს!“
ეს ასე არ არის. თქვენს სამოსზე მოვლის ეტიკეტის წაკითხვით გაიგებთ, უსაფრთხოა თუ არა დოლურაში გაშრობა და რა პირობებში უნდა გაშრეს. გაეცანით მასალის სპეციფიკურ პროგრამებს ან მახასიათებლებს თქვენს საშრობ დოლურაზე, რომ იზრუნოთ უფრო დელიკატურ ნივთებზე.
მითი №4: „საშრობი ჭამს წინდებს“
თუ სადმე წინდების მონსტრი ცხოვრობს, თქვენს საშრობ დოლურაში ნამდვილად არ არის. თუ ფიქრობთ, რომ წინდები ქრება, ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ ისინი იატაკზე დაცვივდა დოლურასა და თქვენს სარეცხის კალათას შორის. შეამოწმეთ მოწყობილობის ქვეშ და გვერდებზე. იგივე ვრცელდება თქვენს სარეცხ მანქანაზე.
მითი №5: „ქსოვილის დამარბილებელი ფირფიტები იწვევს ხანძარს“
ქსოვილის დამარბილებელი ფირფიტები არ გამოიწვევს ხანძარს, მაგრამ ცუდმა მოვლამ ნამდვილად შეიძლება გამოიწვიოს. არ გვინდა, შეგაშფოთოთ, მაგრამ საშრობ დოლურას შეიძლება ცეცხლი გაუჩნდეს, თუ მას სწორად არ გამოიყენებთ და მოუვლით.
ბუსუსების ფილტრის გაწმენდა ყოველი გამოყენების შემდეგ, დარწმუნება, რომ სავენტილაციო არხები დაუბრკოლებლად მუშაობს და მოწყობილობის ზოგადი გაწმენდა და მოვლა ამ რისკის პრაქტიკულად ნულამდე შეამცირებს.