დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება

3 მინ წაკითხვა

8 რჩევა თქვენი დოლურიანი საშრობის სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად

8 რჩევა თქვენი დოლურიანი საშრობის სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად
8 რჩევა თქვენი დოლურიანი საშრობის სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად

 

 

თქვენი დოლურიანი საშრობი ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ რეცხვა ცოტათი მარტივი გახადოს. და ასეთი მძიმე მუშაობის შემთხვევაში მოწყობილობას მოვლა სჭირდება. მოვლის შემთხვევაში თქვენი საშრობი არა მარტო საუკეთესო სახით იმუშავებს, არამედ გაიზრდება მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაც. შეასრულეთ ქვემოთ მოცემული რჩევები მოვლის შესახებ და თქვენი დოლურიანი საშრობი თქვენი მადლიერი იქნება.

 

 

 

01.

ზედმეტად ნუ დატვირთავთ

 

შესაძლოა ძალიან გსურთ ყველაფრის შეყრა თქვენს მოწყობილობაში, მაგრამ როცა საქმე დოლურიან საშრობს ეხება, ზედმეტად დატვირთვა ძალიან დიდი შეცდომაა. ეს იწვევს არამარტო არასათანადო ზეწოლას მანქანაზე, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებს მის ეფექტურობას და ზრდის მის ენერგიის ხარჯს. 

 

თუ გსურთ შეიტყოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩატვირთოთ თქვენს საშრობში სარეცხი, წაიკითხეთ ეს სტატია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ შრობისას საშრობი ნახევრად სავსე უნდა იყოს, რათა ტანისამოსმა იქ თავისუფლად იმოძრაოს.

 

 

 

02.

ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ ბუსუსების ფილტრი

 

ფიქრობთ, რომ ბუსუსების ფილტრის გაწმენდა ყოველი შრობის შემდეგ, ზედმეტია? გადახედეთ თქვენს მწარმოებლის სახელმძღვანელოს და იხილავთ, რომ მწარმოებელიც ამას გირჩევთ. გაგიკვირდებათ იმის დანახვა, თუ რამდენ ბუსუსს დაიჭერს ფილტრი სარეცხის ერთი სტანდარტული ჩატვირთვის შემდგომ.

 

ბუსუსებით გაჭედილი ფილტრი არამარტო ამცირებს შრობის ეფექტურობას, არამედ ის იწვევეს არასათანადო ზეწოლას თქვენს საშრობზე და ამან შეიძლება გამოიწვიოს ცვეთა, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია. აქციეთ ეს ჩვევად და ამით დიდ სამსახურს გაუწევთ თქვენს საშრობს.

 

 

 

03.

საგულდაგულოდ გაწმინდეთ ბუსუსების ფილტრი და მისი ბუდე რამდენიმე თვეში ერთხელ

 

ბუსუსების ფილტრის და მისი ბუდის რეგულარული საგულდაგულოდ გაწმენდა წარმოადგენს მოწყობილობის შეუფერხებლად მუშაობის გარანტიას. ბუსუსების ფილტრის გარეცხვა შესაძლებელია ონკანის წყლით და შემდეგ კი შეგიძლიათ გამოიყენოთ შეწოვის დაბალ სიმძლავრეზე დაყენებული მტვერსასრუტი, რათა ფილტრის ბუდიდან ამოიღოთ ბუსუსები. დარწმუნდით, რომ ბუსუსების ფილტრი მშრალია, სანამ მას დააბრუნებთ თავის ბუდეში.

 

 

 

04.

რეგულარულად გაწმინდეთ ფილტრის უჯრა და კონდენსატორი

 

არა მარტო ფილტრი, არამედ ფილტრის უჯრა ან კონდენსატორი უნდა შეინარჩუნოთ სუფთა მდგომარეობაში. თერმო ტუმბოიან დოლურიან საშრობებს აქვთ ფილტრის უჯრა, ხოლო კონდენსატორიან მოდელებში იგივე საქმეს კონდენსატორი ასრულებს. ორივე მათგანი დამცავი ფირფიტის საფარის უკანაა მოთავსებული, დოლურიანი საშრობის ქვედა კუთხეში. 

 

გახსენით საფარი და ამოიღეთ ფილტრი ბუდიდან. ყველა მოწყობილობა ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ თუ ზუსტად არ იცით, ეს როგორ გააკეთოთ, წაიკითხეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო. ფილტრის უჯრის გახსნა შესაძლებელია ისე, რომ გამოჩნდეს შიგნით არსებული ქაფისებრი მასალის საგები. გაწმინდეთ ფილტრის ბუდის ზედაპირი ხელით ან შეწოვის დაბალ სიმძლავრეზე დაყენებული მტვერსასრუტით. თუ ქაფისებრი მასალის საგები ჭუჭყიანია, შეგიძლიათ გადაავლოთ ონკანის წყალი. საგები უნდა გაშრეს, სანამ დააბრუნებთ ბუდეში, და შემდგომ საშრობში. გაიმეორეთ ეს ყოველი ოთხი ან ხუთი ციკლის შემდგომ.

 

 

 

05.

მოწყობილობის შიდა და გარე მხარე უნდა იყოს სუფთა

 

თუ დოლურას გაწმენდთ რბილი, არა-აბრაზიული საწმენდი პროდუქტის ან ძმრისა და წყლის ხსნარით, რბილი ნაჭრის გამოყენებით, მანქანაში არ იქნება არასასიამოვნო სუნი. გამოიყენეთ იგივე საწმენდი საშუალება ან ძმრისა და წყლის ხსნარი მანქანის წინა, გვერდითა და უკანა ნაწილების გასაწმენდად.

 

 

 

06.

მიეცით თქვენს დოლურიან საშრობს სასუნთქი სივრცე

 

თქვენს დოლურიან საშრობს სჭირდება სივრცე გარშემო, რათა უკანა და გვერდითა ნაწილებში სათანადოდ მოხდეს ვენტილაცია, ასე რომ ნუ განათავსებთ მას ვიწრო სივრცეებში. სივრცის თვალსაზრისით ყველაზე ეფექტურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს დოლურიანი საშრობის განთავსება თქვენს სარეცხ მანქანაზე. წაიკითხეთ ეს სტატია, თუ გსურთ გაიგოთ, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს.

 

 

 

07.

დაიცავით საქრევი მილების სისუფთავე

 

თუ თქვენ გაქვთ ვენტილირებადი დოლურიანი საშრობი (მოდელი, რომელსაც თბილი და ტენიანი ჰაერი თქვენი სახლიდან გააქვს შლანგის მეშვეობით), საქრევი შლანგის გაწმენდა ყოველ სამ თვეში ერთხელ მნიშვნელოვანია, რადგან იქ შეიძლება დაგროვდეს ბუსუსები და სხვა ნარჩენები. ჯერ გამორთეთ მანქანა ელექტრო კვების ქსელიდან და შემდეგ მოხსენით საქრევი შლანგი. იმისდა მიხედვით, თუ რამდენად გრძელია შლანგი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაჭერი და რბილი საწმენდი საშუალება ან ბუმბულებიანი მტვრის საწმენდი. თუ თქვენი საქრევი შლანგი პლასტმასისაა, შეცვალეთ ისინი ალუმინის მილებით, რადგან ისინი ნაკლებად საშიშია ხანძრის თვალსაზრისით.

 

 

 

08.

თქვენი საშრობი უნდა იყოს გაწონასწორებულ მდგომარეობაში

 

როცა თქვენ თქვენი დოლურიანი საშრობი დაამონტაჟეთ, ალბათ დაარეგულირეთ მოწყობილობის ფეხი, რათა მოწყობილობა სტაბილურად მდგარიყო. ყველა იმ ცენტრიდანული ძალის გამო, რომელიც საშრობის შიგნით გამოიყენება, მოწყობილობის ფეხს შეიძლება დროდადრო დასჭირდეს ხელახლა რეგულირება. რეგულარულად შეამოწმეთ, ხომ არ ირყევა მოწყობილობა წინ და უკან და დაარეგულირეთ მისი ფეხი მოწყობილობის გასაწონასწორებლად.

 

 

 

სულ ესაა. ამ 8 რჩევის შესრულების შემთხვევაში, თქვენი დოლურიანი საშრობი წლების განმავლობაში მოგემსახურებათ. კარგი აზრია, თუ მუდამ დააკვირდებით თქვენი საშრობის მუშაობას. თუ გაშრობას ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდა, გადახედეთ ამ ჩამონათვალს და ეს დაგეხმარებათ. 

 

მოწყობილობის სისუფთავის შენარჩუნება წარმოადგენს მის სათანადო მოვლაში გადადგმულ პირველ ნაბიჯს. თუ გსურთ მეტი რჩევის მიღება, იხილეთ ჩვენი სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაწმინდოთ დოლურიანი საშრობი.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko