მადლობას გიხდით უკუკავშირისთვის
თქვენ ახლახან დაამატეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიას.
თქვენ ახლახან წაშალეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიიდან.
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება
თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ მხოლოდ ერთი და იგივე კატეგორიის პროდუქტები.
თქვენ ახლახან დაამატეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენ ახლახან წაშალეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენი შესადარებელი სია სავსეა!
თქვენ დაამატეთ მხოლოდ 1 პროდუქტი. გთხოვთ დაამატოთ მეტი პროდუქტი შესადარებლად

3 მინ წაკითხვა

9 მინიშნება ენერგო ეფექტური შრობისთვის

9 მინიშნება ენერგო ეფექტური შრობისთვის
9 მინიშნება ენერგო ეფექტური შრობისთვის

 

 

როდესაც საქმე ენერგოეფექტურობას ეხება, საშრობ დოლურები კარგი რეპუტაციით არ სარგებლობს. თუ ახალ დოლურას ყიდულობთ,  არჩევანი ისეთ მოდელზე შეაჩერეთ, რომელიც თბოტუმბოს ტექნოლოგიას იყენებს, ვინაიდან ამ მოწყობილობებს იმაზე მაღალეფექტური შეფასება აქვთ, ვიდრე კონდენსატორიან ან ვენტილირებად მოდელებს. თუ უბრალოდ გაინტერესებთ, რა შეიძლება გააკეთოთ იმისათვის, რომ თქვენი საშრობი რაც შეიძლება ენერგოეფექტური გახადოთ, მაშინ გადახედეთ აქ მოცემულ მინიშნებებს და დაიწყეთ დაზოგვა უკვე შემდეგი დატვირთვიდან!

 

 

 

01.

გამოიყენეთ თქვენი სარეცხი მანქანის ბრუნვის ციკლი ზედმეტი წყლის გამოსადევნად

 

საშრობ დოლურაში ძალიან სველი ნივთების ჩადების შემთხვევაში, შრობის დრო გაიზრდება, ასევე გაიზრდება ენერგო მოხმარება და მოწყობილობაც არასასურველ დატვირთვას მიიღებს. გამოიყენეთ თქვენი სარეცხი მანქანის გაწურვის ფუნქცია, რათა საშრობში შეყრამდე შეძლოთ თქვენი ტანისამოსისთვის ზედმეტი წყლის მოშორება.

 

 

 

02.

ბუსუსების დამჭერი და საორთქლებლის ფილტრები სუფთა უნდა იყოს

 

ბუსუსებისა და მაორთქლებლის ფილტრების სისუფთავე მნიშვნელოვანია როგორც შრობის, ისე ზოგადად თქვენს საშრობ დოლურაზე ზრუნვისთვის. გაბიდნილი ფილტრების დროს ძრავა უფრო ძლიერად მუშაობს და ენერგიის მოხმარება იზრდება.

 

თუ არ იცით, როგორ გაწმინდოთ თქვენი საშრობი დოლურად ფილტრები, იხილეთ საშრობი დოლურას სახელმძღვანელო. ჩვენ მტკიცედ გვჯერა ფილტრების წმენდის ეფექტურობის დატვირთვის შემდეგ, ამიტომ აქციეთ ეს პროცედურა ჩვევად იმისათვის, რომ თქვენმა საშრობმა რაც შეიძლება ეფექტურად იმუშაოს.

 

 

 

03.

საშრობი კარგად განიავებად ოთახში დადგით

 

სანამ თქვენ ფიქრობთ სად დადგათ საშრობი დოლურა თქვენი სახლის დიზაინი შესაფერისად, ეცადეთ ის ოთახი რაც შეიძლება კარგად განიავებადი იყოს, განსაკუთრებით, თუ ვენტილირებადი საშრობი გაქვთ. ვინაიდან საშრობ დოლურებზე ვსაუბრობთ, რეგულარულად შეამოწმეთ სავენტილაციო შლანგი, ხომ არ დაგროვდა ბუსუსები, ვინაიდან ამან შეიძლება შეამციროს საშრობის მუშაობის ეფექტურობა.

 

 

 

04.

მსგავსი ქსოვილები ერთად გააშრეთ

 

მსგავს ქსოვილებს უხეშად რომ ვთქვათ, იგივე რაოდენობის დრო სჭირდება გასაშრობად, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა თქვენი ტანისამოსი ერთდროულად გაშრება. სხვადასხვა ქსოვილის შერევის შემთხვევაში, მანქანამ შეიძლება ერთ-ორი სამოსი გააშროს სხვების მსგავსად და შეამციროს დატვირთვის ენერგოეფექტურობა. 

 

 

 

05.

არ გადატვირთოთ და არც ნახევრად არ დატვირთოთ დოლურა

 

სწორი რაოდენობის სარეცხის ჩატვირთვა მნიშვნელოვანი ფაქტორია თქვენი მოწყობილობის საუკეთესო მუშაობისთვის. გადატვირთვა ხელს უშლის შრობის ეფექტურობას და შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობის დაზიანება; ნახევრად დატვირთვის დროს კი, საშრობი იყენებს სრული პროგრამის ელექტროენერგიას რამდენიმე ნივთის გასაშრობად.

 

ამ სახელმძღვანელოში  განმარტებულია, რა რაოდენობის სარეცხი უნდა ჩატვირთოთ საშრობ დოლურაში, ხოლო ეს სტატია  გთავაზობთ თქვენი საშრობი დოლურას ჩატვირთვის საუკეთესო გზას. თუ პრაქტიკულ გამოსავალს ეძებთ, დოლურას ნახევრად გავსება მეტ-ნაკლებად გამართლებულია.

 

 

 

06.

გამოიყენეთ სენსორით შრობის პროგრამები, ვიდრე ქრონომეტრული პროგრამები

 

თუ თქვენს საშრობს Beko-ს Sensor Drying-ის მსგავსი პროგრამა აქვს, გამოიყენეთ ის ქრონომეტრული პროგრამის ნაცვლად. ქრონომეტრული პროგრამები განაგრძობს მუშაობას მაშინაც კი, თუ დოლურაში სარეცხი მშრალია და ეს უბრალოდ ენერგიის ტყუილად ხარჯვაა. სენსორით შრობის პროგრამა დასრულდება, როდესაც სარეცხი შერჩეული პროგრამის სასურველი სიმშრალის დონეს მიაღწევს.

 

თუ გსურთ გაიგოთ მეტი Beko-ს საშრობი დოლურას შრობის პროგრამებისა და ფუნქციების შესახებ, გაეცანით ან სახელმძღვანელოს.

 

 

 

07.

არ დაამატოთ სველი ტანისამოსი შუა ციკლის დროს

 

შეიძლება მაცდურად ჟღერს, რამდენიმე სველი ტანსაცმლის დოლურაში ჩაყრა საშრობი ციკლის შუალედში, მაგრამ ეს არც ისე კარგი აზრია ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით. სველი ტანსაცმლის წყალს მშრალი სამოსი შეიწოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაცილებით მეტი დრო დასჭირდება ჩატვირთული სარეცხის გაშრობას და მანქანაც მოიხმარს მეტ ენერგიას. უმჯობესია, სველი სარეცხი შემდეგი შრობის ციკლისთვის გადადოთ.

 

 

 

08.

სარეცხი გააშრეთ რამდენიმე ეტაპად

 

თუ მეტისმეტად ბევრი სარეცხი გაქვთ, ეცადეთ ისინი ეტაპობრივად გააშროთ. ასეთ შემთხვევაში, ყოველი ახლად ჩატვირთული სარეცხი უფრო მალე შრება დოლურაში არსებული სითბოს გამო. იმის მიუხედავად, რომ ამით შრობის მხოლოდ რამდენიმე წუთი შეიძლება დაიზოგოს, ყოველი წვრილმანი მნიშვნელოვანია, როდესაც ცდილობთ ეკომეგობრული იყოთ.

 

 

 

09.

არ დატოვოთ სარეცხი საშრობში

 

Beko-ს დაკუჭვის საწინააღმდეგო ფუნქცია პერიოდულად ატრიალებს დოლურად პროგრამის დასრულების შემდეგ, რაც იცავს თქვენს სარეცხს დაკუჭვისგან. ეს შესანიშნავია, თუ ვერ ახერხებთ სარეცხის მაშინვე გამოღებას საშრობი დოლურიდან, თუმცა ცხადია, ის მოიხმარს ელექტროენერგიას. თუ შესაძლებელია, გამოიღეთ სარეცხი საშრობი დოლურიდან როგორც კი გაშრება და გამორთეთ მოწყობილობა.

 

ვინაიდან ჰაერზე სარეცხის გაშრობას არაფერი შეედრება, ვიცით, რომ ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის. მაგრამ გამოიყენეთ ზემოთ მოცემული მინიშნებები და თქვენ შეამცირებთ თქვენი საშრობის მიერ მოხმარებული ენერგიის მოცულობას და მის ხარჯებს.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko