თქვენი საშრობი დოლურა საკმაოდ მძიმე სამუშაოს ასრულებს, რიგრიგობით აშრობს სარეცხს, ბუნებრივია, დროდადრო, მასაც სჭირდება ცოტა TLC. დოლურის სისუფთავე მნიშვნელოვანია მისი ეფექტური მუშაობისთვის, ამიტომ დაიცავით ამ სახელმძღვანელოში მოცემული მითითებები იმისათვის, რომ თქვენი საშრობი დოლურა დიდხანს გემსახუროთ.
რეგულარულად გარეცხეთ ფილტრები
საშრობი დოლურას ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები, რომლებიც მუდმივად სუფთა უნდა იყოს, ფილტრებია - დიახ, მას ერთზე მეტი ფილტრი აქვს!
ბუსუსების ფილტრი იკავებს ყველა პაწაწინა ბოჭკოს, რომელიც თქვენს სარეცხს აქვს და ჩვეულებრივ, კარის შიგნით არის მოთავსებული. მის მოსაცილებლად, უბრალოთ ასწიეთ ის.
დაგროვილ ბუსუსებს ყოველი რეცხვის შემდეგ ნახავთ ფილტრზე, ამიტომ ჩვევად უნდა აქციოთ ფილტრის გაწმენდა ყოველი ციკლის შემდეგ.
ფილტრის ბუსუსებისგან გაწმენდა ხელითაც შეგიძლიათ ან მტვერსასრუტის დახმარებით. გაწმენდის შემდეგ, ჩასვით ფილტრი თავის ადგილას.
ბუსუსების დამჭერი ფილტრის სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჭუჭყიანი ფილტრი მანქანის მუშაობას აფერხებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ტანისამოსის გაშრობას მეტი დრო სჭირდება, მანქანა იყენებს მეტ ენერგიას, ხოლო ზედმეტი დატვირთვა შეამცირებს მოწყობილობის ექსპლუატაციის დროს.
შემდეგ მოდის მაორთქლებლის ფილტრი, ან ფილტრის უჯრა, რომელიც საშრობი დოლურას ქვედა კუთხეში, სახურავის უკან არის განთავსებული. თუ თქვენი საშრობი კონდენსატორიანი მოდელია, კონდენსატორი ამ სახურავის უკან იქნება.
მოხსენით სახურავი, შემდეგ ამოიღეთ ფილტრი კორპუსიდან. ყველა მოწყობილობა განსხვავებულია, ამიტომ, თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ უნდა გააკეთოთ ეს, იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო.
შესაძლოა ფილტრი ღია იყოს, რომელსაც შიგნით პაროლონის ქვესაგები ექნება. გაასუფთავეთ ფილტრის ზედაპირები ხელით ან მტვერსასრუტის გამოყენებით და თუ პაროლონის ქვესაგები ჭუჭყიანია, შეგიძლიათ გარეცხოთ ნიჟარაში.
საგები უნდა გაშრეს, სანამ დააბრუნებთ ბუდეში, და შემდგომ საშრობში. ეს უნდა გაიმეოროთ ყოველი რეცხვის რამდენიმე ციკლის შემდეგ.
დაცალეთ წყლის ავზი, როდესაც სავსეა
კიდევ ერთი კარგი ჩვევა, რომელიც რეგულარულად უნდა შეასრულოთ, არის წყლის ავზის დაცლა (თუ თქვენი მოწყობილობა თვითონ არ ასრულებს ამ ფუნქციას). ეს არის ის ადგილი, სადაც გროვდება აორთქლებული წყალი, რომელსაც საშრობი წურავს სარეცხისგან.
თქვენს საშრობ დოლურად ექნება გამაფრთხილებელი ნათურა, რომელიც გაცნობებთ, როდესაც ავზი გაივსება, მაგრამ ხომ შეიძლება დაცალოთ ავზი, როდესაც ფილტრებს წმენდთ?
გარე ზედაპირების გაწმენდა
მოწყობილობის გარე ზედაპირების სისუფთავის დაცვა მარტივია. უბრალოდ რბილი ქსოვილის ან ღრუბელისა და არააბრაზიული საწმენდი საშუალების გამოყენებით ნაზად გაწმინდეთ ის.
თუ შემთხვევით რაიმე სარეცხი საშუალება ან დამარბილებელი დაგეღვრებათ მოწყობილობაზე, რაც შეიძლება სწრაფად გაწმინდეთ ის, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ზედაპირის კოროზია.
ასე რომ, დაიცავით ეს მითითებები და თქვენი საშრობი დოლურა იდეალურ მდგომარეობაში იქნება მრავალი წლის განმავლობაში.