დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება

2 მინ წაკითხვა

როგორ გაიგოთ, რომ თქვენი საშრობი დოლურას საჰაერო ხვრელი გაჭედილია?

როგორ გავიგო, რომ ჩემი საშრობი დოლურას საჰაერო ხვრელი გაჭედილია?
როგორ გავიგო, რომ ჩემი საშრობი დოლურას საჰაერო ხვრელი გაჭედილია?

 

 

თუ თქვენ ვენტილირებადი საშრობი გაქვთ, მაშინ ის გარე სავენტილაციო ხვრელთან ახლოს უნდა დამონტაჟდეს. საშრობში წარმოქმნილი ცხელი, ნოტიო ჰაერი სწორედ ამ ხვრელის საშუალებით გამოდის გარეთ.

 

ხვრელი უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი წინაღობისგან მოწყობილობის უსაფრთხოებისა და კარგი შრობის უზრუნველყოფისთვის. ქვემოთ მოყვანილია ნიშნები, რამაც შეიძლება მიგანიშნოთ, რომ საშრობის საჰაერო ხვრელი დაცობილია.

 

 

 

დააკვირდით, ხომ არ გაიზარდა შრობის დრო

 

შრობის დროის გაზრდა საშრობის საჰაერო ხვრელის დაცობის ყველაზე ხშირი ნიშანია. შეამოწმეთ სახელმძღვანელო და ნახეთ, საჭიროზე მეტი ხანს ხომ არ გრძელდება შრობის პროცესი. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით. თუ საშრობის საჰაერო ხვრელი დახშულია ან ჰაერის მოძრაობა შეზღუდულია, მოწყობილობას ბევრად მეტი დრო დასჭირდება სარეცხის გასაშრობად. 

 

 

 

შეამოწმეთ, მოწყობილობა ან ტანისამოსი ჩვეულებრივზე ცხელი ხომ არ არის

 

თუ თქვენი საშრობი დოლურა და/ან სარეცხი ჩვეულებრივზე ცხელია, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ვენტილატორი ვერ ახერხებს ცხელი ჰაერის სათანადოდ გაწოვას. ასეთ შემთხვევაში, სიცხე რჩება საშრობში და ჩვეულებრივზე მეტაც ათბობს სარეცხაც და მოწყობილობასაც.


 

 

შეამოწმეთ, ხომ არ არის ორთქლი საშრობის შიგნით

 

ცხელი და ნოტიო ჰაერი საშრობი დოლურას შიგნით, წარმოქმნის ორთქლს. საშრობის სუფთა ვენტილატორი გამოდევნის ამ ორთქლს. შეამოწმეთ კარი, დისპლეი და მოწყობილობის შიდა მხარე, ხომ არ არის ორთქლი ან კონდენსატი შრობის ციკლის შემდეგ. რაიმე ნიშნის აღმოჩენის შემთხვევაში, შეამოწმეთ, ხომ არ არის საშრობის საჰაერო ხვრელი დაცობილი ან დახშული. 

 

 

 

შეამოწმეთ, ხომ არ ჟონავს წყალი

 

თუ ნოტიო ჰაერი არ გამოიდევნება მოწყობილობიდან, საშრობი დოლურას გარშემო და უკან და/ან საჰაერო ხვრელის შიგნით წარმოიქმნას გუბეები. თუ მოწყობილობის ან საჰაერო ხვრელის გარშემო შენიშნავთ გუბეებს, შეამოწმეთ, ხომ არ არის საჰაერო ხვრელი დაცობილი ან დახშული

 

 

 

შეამოწმეთ, ხომ არ არის ბუსუსების დამჭერ ფილტრზე ბუსუსები და ბოჭკოები

 

სარეცხის ბუსუსები და ბოჭკოები თავს იყრის ბუსუსების დამჭერ ფილტრზე. თუ საშრობის სავენტილაციო ხვრელი დახშულია, ჰაერი ოდნავ ან საერთოდ ვერ იმოძრავებს. თუ ბუსუსების დამჭერ ფილტრზე არ არის ბუსუსები ან ჩვეულებრივზე ცოტა ბუსუსია, თქვენი საშრობის საჰაერო ხვრელი შეიძლება დაცობილი იყოს.

 

 

 

შეამოწმეთ, ხომ არ ჟონავს წყალი

 

თუ ნოტიო ჰაერი არ გამოიდევნება მოწყობილობიდან, საშრობი დოლურას გარშემო და უკან და/ან საჰაერო ხვრელის შიგნით წარმოიქმნას გუბეები. თუ მოწყობილობის ან საჰაერო ხვრელის გარშემო შენიშნავთ გუბეებს, შეამოწმეთ, ხომ არ არის საჰაერო ხვრელი დაცობილი ან დახშული

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko