დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება

1 მინ წაკითხვა

როგორ შევაკეთოთ საშრობი დოლურა, რომელიც არ ირთვება?

როგორ შევაკეთოთ საშრობი დოლურა, რომელიც არ ირთვება?
როგორ შევაკეთოთ საშრობი დოლურა, რომელიც არ ირთვება?

 

 

რამდენიმე მიზეზი არსებობს, რის გამოც შეიძლება არ ირთვებოდეს თქვენი საშრობი დოლურა. გთხოვთ, იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.

 

 

 

შეამოწმეთ, ხომ არ არის გამორთული დენის წყარო

 

თუ დისპლეი არ ინთება მაშინაც კი, როცა საშრობი შეერთებულია დენზე, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ელექტრომომარაგების შეწყვეტით. შეამოწმეთ სახლში განათება და სხვა ელექტრო მოწყობილობები, რათა დარწმუნდეთ, რომ დენი არის.

 

თუ სხვა ელექტრო მოწყობილობები მუშაობს, შესაძლოა საშრობის მცველი იყოს დაზიანებული, რაზეც ის არის შეერთებული. ასეთ შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართეთ კვალიფიციურ ელექტრიკოსს.

 

 

 

შეამოწმეთ, ხომ არის კარები სათანადოდ დახურული

 

თუ მოწყობილობა დააფიქსირებს, რომ კარი ღიაა, ის არ ჩაირთვება. დარწმუნდით, რომ კარი მჭიდროდ არის დაკეტილი. გამოიღეთ ნივთები, რომლებიც შეიძლება გაიჭედოს კარში და მიაწექით მას, სანამ ჩაკეტვის ხმას არ გაიგონებთ.

 

 

 

დარწმუნდით, რომ ბავშვის ჩამკეტი არ არის ჩართული

 

თქვენ ვერ შეცვლით პროგრამებს, ტემპერატურას, სიჩქარეს ან დამატებით ფუნქციებს, სანამ ბავშვის ჩამკეტი გააქტიურებულია. ჩამკეტი გააქტიურებულია, როდესაც ბავშვის ჩამკეტის გამაფრთხილებელი ინდიკატორი საშრობის ეკრანზე ან პანელზე ჩართულია. 

 

ბავშვის ჩამკეტის გამოსართავად დააჭირეთ ხმოვანი შეტყობინების/ზარის ღილაკსა და დაწყება/დაპაუზება/გაუქმება/დასრულების ღილაკს ერთდროულად სამი წამის განმავლობაში, სანამ რომელიმე პროგრამა ჩართულია. ამ დროს ღილაკებზე სინათლე დაიწყებს ციმციმს. 

 

ჩამკეტის დეაქტივაციისათვის, ასევე შეგიძლიათ გადართოთ პროგრამის არჩევის ღილაკი On/Off (ჩართვა/გამორთვის) პოზიციაზე მაშინ, როცა არცერთი პროგრამა არ იქნება ჩართული. 

 

ბავშვების წვდომის დაბლოკვის აქტივაცია/დეაქტივაციის პროცედურა განსხვავდება მოდელის მიხედვით. თუ ზემოთ მოცემული პროცედურები არ გამოდგება ეფექტური, იხილეთ თქვენი მომხმარებლის სახელმძღვანელო. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.  

 

 

 

გაითვალისწინეთ ტექნიკური პრობლემები

 

თუ საშრობი მაინც არ რთავს პროგრამას, შესაძლოა ეს ტექნიკური პრობლემით იყოს გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko