დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება

2 მინ წაკითხვა

მაცივართან დაკავშირებული 6 მითი გამოაშკარავებულია

მაცივართან დაკავშირებული 5 მითი გამოაშკარავებულია
მაცივართან დაკავშირებული 5 მითი გამოაშკარავებულია

 

 

როდესაც საქმე მაცივრებსა და პროდუქტის შენახვას ეხება, თქვენ შეიძლება საწინააღმდეგო რჩევას ან სრულ დეზინფორმაციას წააწყდეთ. ამ პატარა სტატიაში განხილულია 5 ყველაზე დიდი მაცივართან დაკავშირებული მითი და მათი განმარტება.

 

 

 

მითი №1: „ტემპერატურის ციფერბლატი გიჩვენებთ თქვენი მაცივრის ზუსტ ტემპერატურას“

 

რამდენადაც მნიშვნელოვანია მაცივრის ტემპერატურის დაყენება შიდა ციფერბლატის გამოყენებით, არ არის აუცილებელი, შიგნით ზუსტად ის ტემპერატურა იყოს. მოწყობილობის შიდა ტემპერატურაზე ბევრმა ფაქტორმა შეიძლება იქონიოს გავლენა, ამიტომ ერთადერთი გონივრული მეთოდი იმის გასაგებად, რამდენად გრილია (ან თბილი) თქვენი მაცივარი, თერმომეტრის გამოყენებაა. იდეალური გაგრილების ტემპერატურა 3 და 4 °C-ია.

 

 

 

მითი №2: „ნორმალურია გაყინული პროდუქტის სამზარეულოს მაგიდაზე გალღობა“

 

შეიძლება გაყინული პროდუქტი სამუშაო ზედაპირზე უფრო სწრაფად გალღვეს, მაგრამ ამავდროულად, უამრავი ბაქტერიის გავრცელებასაც შეუწყობთ ხელს! ყოველთვის ჯობს, გაყინული პროდუქტი ან მაცივარში ან მიკროტალღურ ღუმელში გაადნოთ და გალღობისთანავე გამოიყენოთ ის. თუ პროდუქტს ამარინადებთ, ამისთვის საუკეთესო გზა ისევ მაცივარია.

 

 

 

მითი №3: „საცხობი სოდა საუკეთესო საშუალებაა მაცივარში არსებული ცუდი სუნის შესაწოვად“

 

გარდა იმისა, რომ საცხობი სოდა გარკვეულწილად შეიწოვს მაცივარში არსებულ ცუდ სუნს, აქტივირებული ნახშირი რეალურად ამას უკეთ ახერხებს. ბაზარზე არსებული დეოდორანტებიდან, შეარჩიეთ ისეთი, რომელიც იყენებს აქტივირებულ ნახშირს.

 

 

 

მითი №4: „საჭმლის ნარჩენების სუნი რამდენიმე კვირა რჩება“

 

არავის უყვარს მორჩენილი საჭმელი, და ზოგი იმასაც კი ამბობს, რომ ცივი, გასატანი კერძი მეორე დღეს უფრო გემრიელია! მაგრამ თუ არ გახსოვთ, როდის მოათავსეთ ეს საჭმელი მაცივარში, ან როდის მოგიტანათ კურიერმა, დროა გადაყაროთ ისინი. დარჩენილი კერძის შენახვა მაქსიმუმ ოთხი დღითაა დასაშვები.

 

 

 

მითი №5: „არ აქვს მნიშვნელობა, სად რას დებთ მაცივარში“

 

კარგად დალაგებული მაცივარი კარგ დიასახლისობაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი არაა. მაცივარში ზოგიერთი ზონა, მაგალითად კარები, შედარებით თბილია, ვიდრე სხვა ზონები. გარდა ამისა, თბილი ჰაერი მაღლა ადის, ამიტომ ტემპერატურა ოდნავ მაღალია ზედა თაროებზე. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი პროდუქტის შენახვა უმჯობესია ქვედა თაროებზე, ზოგი პროდუქტი კი კარის თაროზეც მშვენივრად ინახება. 

 

 

 

მითი №6: „თქვენი მაცივარი ენერგო-მომხმარებელია და ვერაფერს იზამთ“

 

დიახ, მაცივრები მუშაობს 24 საათი, 7 დღე კვირაში. მაგრამ მოდით ვაღიაროთ, რომ ისინი ფრიად განვითარდნენ ენერგოეფექტურობის კუთხით. თანამედროვე მაცივრები მინიმუმ ორჯერ მეტად ენერგოეფექტურია, ვიდრე 10 წლის წინანდელი მაცივრები. ასევე, არსებობს უამრავი სხვა ფაქტორი, რამაც შეიძლება შეამციროს თქვენი მაცივრის მიერ ენერგო მოხმარება.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko