მადლობას გიხდით უკუკავშირისთვის
თქვენ ახლახან დაამატეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიას.
თქვენ ახლახან წაშალეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიიდან.
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება
თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ მხოლოდ ერთი და იგივე კატეგორიის პროდუქტები.
თქვენ ახლახან დაამატეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენ ახლახან წაშალეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენი შესადარებელი სია სავსეა!
თქვენ დაამატეთ მხოლოდ 1 პროდუქტი. გთხოვთ დაამატოთ მეტი პროდუქტი შესადარებლად

2 მინ წაკითხვა

როგორ გავაკეთოთ მაცივრის ტრანსპორტირება ახალ სახლში გადასვლისას?

როგორ გავაკეთოთ მაცივრის ტრანსპორტირება ახალ სახლში გადასვლისას?
როგორ გავაკეთოთ მაცივრის ტრანსპორტირება ახალ სახლში გადასვლისას?

 

 

ახალ სახლში გადასვლა ყველაზე გასაოცარი და ამავდროულად ყველაზე სტრესული რამაა, ამიტომ გამოძებნეთ დრო იმისთვის, რომ იგი ნაკლებად მტკივნეული გახადოთ.

 

ჩალაგებისა და დაგეგმვის ფონზე შესაძლოა გადაგავიწყდეთ, რომ თქვენი საყოფაცხოვრებო ტექნიკაც თან რომ უნდა წაიღოთ. თქვენ გსურთ ამ მოწყობილობების უსაფრთხოდ და სათანადოდ ტრანსპორტირება და ამას დაგეგმვა სჭირდება. ამ სახელმძღვანელოდან შეიტყობთ, თუ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ყველა მოწყობილობა მოამზადოთ ახალ სახლში გადასატანად.

 

 

 

მომზადება

 

დაიწყეთ მაცივრიდან საკვების გამოლაგებით. თუ საკვები პროდუქტები ახალ სახლში გსურთ გადაიტანოთ, მოათავსეთ ისინი გასაცივებელ კამერაში ან შეგიძლიათ წინასწარ დაგეგმოთ და გადასვლამდე გამოიყენოთ ყველა საკვები. 

 

გაწმინდეთ ცივი ზედაპირები თბილი წყლისა და საკვები სოდის ხსნარით და გაალღვეთ საყინულე თუ ეს საჭიროა (რადგან მან არ დაიწყოს ლღობა და გაჟონვა ტრანსპორტირებისას!). მოწყობილობის გასუფთავების შესახებ დამატებითი რჩევებისთვის წაიკითხეთ სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაასუფთავოთ მაცივარი.

 

მაცივრის დაცლის და გალღობის შემდეგ შეგიძლიათ გამოაერთოთ ის ელექტრო ქსელიდან. ეს უნდა გააკეთოთ მაცივრის ტრანსპორტირებამდე რამდენიმე საათით ადრე. შეგიძლიათ საკვები სოდის პატარა თასი მოათავსოთ ერთერთ თაროზე, რაც ხელს შეუშლის სუნის წარმოქმნას. 

 

დაგრაგნეთ დენის კაბელი და დაამაგრეთ ის მაცივრის უკან. დატოვეთ მაცივრის კარი ღია, რათა არ გაჩნდეს სუნი. 

 

 

 

ტრანსპორტირება

 

თუ თავად აკეთებთ მაცივრის ტრანსპორტირებას დაგჭირდებათ მინიმუმ ერთი დამხმარე ადამიანი და მოწყობილობის ტრანსპორტირებისთვის საჭირო შესაბამისი საშუალება. კარამდე მისასვლელი გზა უნდა იყოს თავისუფალი. დაიმახსოვრეთ, მაცივარი მძიმე მოწყობილობაა და დაგჭირდებათ პროფესიონალი მუშები მის გადასაადგილებლად, განსაკუთრებით, თუ უნდა აიტანოთ ის მაღლა კიბეებზე ან ჩაიტანოთ დაბლა.

 

დაამაგრეთ კარი დახურულ მდგომარეობაში ლენტის ან თოკის მეშვეობით. შესაძლოა დაგჭირდეთ მოწყობილობის შეფუთვა ბუშტის შესაფუთი მასალით, საბნით ან ნებისმიერი სხვა რამით, რომელიც უზრუნველყოფს დარტყმის შთანთქმას ტრანსპორტირებისას. დაამაგრეთ მოწყობილობა სატვირთო ავტომობილზე, რომლითაც უნდა განახორციელოთ მისი ტრანსპორტირება, გამძლე თოკების გამოყენებით.

 

მაცივრის ტრანსპორტირება უკეთესია ვერტიკალურ მდგომარეობაში. თუმცა, შეიძლება ეს ყოველთვის ვერ მოხერხდეს. სასურველი არ არის, მაგრამ მაცივრის ტრანსპორტირება შესაძლებელია გვერდზე დადებული სახითაც. დაიმახსოვრეთ, ტრანსპორტირების შემდეგ თქვენი მაცივარი რამდენიმე საათი უმოქმედოდ უნდა იდგეს. თუ მისი ტრანსპორტირება გვერდზე დადებული სახით მოხდა, მაშინ ეს დრო ორჯერ გაიზრდება.

 

 

 

გადაადგილება და დამონტაჟება

 

მას შემდეგ, რაც უსაფრთხოდ შეიტანთ მაცივარს თქვენს სამზარეულოში, გამოყენების დაწყებამდე მას სჭირდება რამდენიმე საათი დასარეგულირებლად. დატოვეთ შტეფსელში შეერთების გარეშე, ვერტიკალურ პოზიციაში, მინიმუმ 4 საათით, რათა მისი კომპრესორის ზეთმა შეძლოს დაჯდომა. 

 

4 საათის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ მოწყობილობის ჩართვა შტეფსელში. დარწმუნდით, რომ თერმოსტატის კონტროლი ჩართულია, მაგრამ მაშინვე ნუ ჩაალაგებთ პროდუქტს. დაელოდეთ, სანამ მაცივარი არ გაცივდება საკვების შესანახად საჭირო ტემპერატურამდე, რასაც შესაძლოა დასჭირდეს 12 საათი. 

 

დამონტაჟების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ Beko-ს მაცივრის დამონტაჟების ჩვენი სახელმძღვანელო.

 

 

 

შენიშვნა ჩაშენებული და ინტეგრირებული მოწყობილობების შესახებ

 

ჩაშენებული მოწყობილობების გადატანა უფრო ძნელია, რადგან ამ დროს საჭიროა თქვენი მოწყობილობის კარის მოხსნა. იხილეთ მომხმარებლის და დამონტაჟების სახელმძღვანელო იმისთვის, რომ გაიგოთ თუ როგორ კეთდება ეს. 

 

თუ თქვენ გაქვთ Beko, თქვენ შეგიძლიათ მომხმარებლის სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვა აქ, თქვენი პროდუქტის მოდელის ნომრის გამოყენებით. 

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko