შეიძლება ძალიან გსურთ მთელი თქვენი ყოველკვირეული ნავაჭრის შეყრა მაცივარში და ჩათვალოთ, რომ ყველაფერი „საკმაოდ ცივი“ იქნება. თუმცა, თქვენი მაცივრის ზოგიერთი ნაწილი უფრო ცივია ვიდრე მისი სხვა ნაწილები და ისინი გამიზნულია სხვადასხვა ტიპის საკვებისთვის. თუ გსურთ შეიტყოთ, თქვენი მოწყობილობის რომელ ნაწილში რომელი საკვები უნდა მოათავსოთ, გაეცანით ამ სახელმძღვანელოს.
ზედა თაროები
თქვენი მაცივრის ზედა ნაწილში ცოტათი უფრო ცივა, ასე რომ ეს საუკეთესო ადგილია იმ საკვებისთვის, რომლის მომზადებაც საჭირო არ არის. ესენია თერმულად დამუშავებული და დაკონსერვებული ხორცი, მორჩენილი ან წინასწარ მომზადებული კერძები.
შუა თაროები
ეს იდეალური ადგილია რძის პროდუქტებისთვის, როგორიცაა რძე, იოგურტი და ყველი. კვერცხისთვისაც ხელსაყრელია ეს ადგილი, რადგან აქ მისაღები და მუდმივი ტემპერატურაა.
ქვედა თაროები
მაცივრის ქვედა თაროები ყველაზე ცივია და საუკეთესო ადგილია უმი ხორცისა და თევზის შესანახად. ყველა უმი ხორცის ერთ თაროზე შენახვა ხელს შეუშლის ჯვარედინ დაბინძურებას.
უჯრები
აქ უნდა შეინახოთ ხილი, ბოსტნეული, სალათები და მწვანილები.
კარის ცხაურები
ეს არის თქვენი მაცივრის ყველაზე თბილი ნაწილი, ასე რომ აქ უნდა შეინახოთ ბუნებრივი კონსერვანტების მქონე პროდუქტები, როგორიცაა ჯემები და სანელებლები.
ტოპ რჩევები საკვების შენახვის შესახებ
- მომზადებული და მზა საკვები შეინახეთ ცალ-ცალკე, შეინახეთ უმი თევზი და ხორცი შეხვეული სახით.
- გამოიყენეთ მინის კონტეინერები, როცა ეს შესაძლებელია, რადგან მინა უკეთ ინარჩუნებს სიცივეს.
- დააყენეთ თქვენი მაცივრის ტემპერატურა 1 °C-სა და 4 °C-ს შორის.
- თუ გინდათ, რომ კარაქმა და რბილმა ყველმა შეინარჩუნოს სირბილე, ისინი უნდა შეინახოთ კარის თაროებზე.
- მოაშორეთ სალათი და მწვანილები მაცივრის უკანა კედელს. სიცივეს შეუძლია მათი გაყინვა.
- ავოკადო, ბანანი, ვაშლატამა, ატამი, მსხალი, ქლიავი და პომიდორი არ შეინახოთ მაცივარში, რადგან ისინი გამოყოფს ისეთ გაზებს, რომელიც იწვევს სხვა საკვების გაფუჭებას.