დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება

1 მინ წაკითხვა

როგორ შევაკეთოთ მაცივრის კარი, რომელიც არ იხურება?

როგორ შევაკეთოთ მაცივრის კარი, რომელიც არ იხურება?
როგორ შევაკეთოთ მაცივრის კარი, რომელიც არ იხურება?

 

 

თქვენი მაცივრის კარების მჭიდროდ დახურვა მნიშვნელოვანია, რადგან მაცივრის შიგნით არსებული ცივი ჰაერი სათანადოდ უნდა იყოს იზოლირებული გარე ტემპერატურისგან. გთხოვთ, იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.

 

 

 

ნახეთ, რაიმე საგანი ხომ არ უშლის ხელს კარის დახურვას

 

ძალიან დიდი ზომის ან არასათანადოდ განთავსებული საგნები შესაძლოა ხელს უშლიდეს კარის დახურვას. ცადეთ მათი გადაადგილება.

 

 

 

შეამოწმეთ მოწყობილობის ბალანსი

 

თუ მოწყობილობა დაბალანსებული არ არის, კარები შეიძლება არ დაიხუროს სათანადოდ. შეანჯღრიეთ ძალიან ნელა და ნახეთ ხომ არ არის დაუბალანსებელი. თუ მისი შენჯღრევა ერთი მხარიდან მეორეზე მარტივია, ის არ არის სათანადოდ დაბალანსებული. მისი გასწორება შესაძლებელია ფეხის მაღლა ან ქვემოთ ჩახრახნით, სანამ არ დაბალანსდება. დაიმახსოვრეთ, რომ იატაკიც სწორი უნდა იყოს. საჭიროების შემთხვევაში გადაადგილეთ მოწყობილობა.

 

 

 

შეამოწმეთ კარის მამჭიდროვებლები, ხომ არ აქვს ღრეჩოები, ბზარები ან ნასკდომები

 

თქვენი მოწყობილობის შიგნით არსებული ცივი ჰაერი სათანადოდ უნდა იყოს იზოლირებული გარე ტემპერატურისგან. ნახეთ, ხომ არ არის დაშორება კარის ჰერმეტიზაციას და მაცივრის შიდა განყოფილებას შორის. თუ ღრეჩოს აღმოაჩენთ, დაარეგულირეთ კარის მამჭიდროვებელი კარზე თითებით ოდნავ მიწოლით. თუ ღიობები არსებობს, საჭირო იქნება ჰერმეტიზაციის გამოცვლა.

 

 

 

შეამოწმეთ, ხომ არ დაგროვდა ყინული

 

შეამოწმეთ საყინულე ყინულით ხომ არ რის დაფარული. შესაძლოა საყინულის ნაკვეთურში არსებული ყინული უშლის ხელს კარების დახურვას. ამ შემთხვევაში მოგიწევთ საყინულის ნაკვეთურის გალღობა მექანიკურად.

 

საყინულის გალღობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თქვენი მომხმარებლის სახელმძღვანელო. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.

 

Beko-ს მშრალი გაყინვის ფუნქციის მქონე საყინულეები, როგორიცაა 3 Zone No Frost და NeoFrost™ ორმაგი გაგრილების ტექნოლოგია ხელს უშლის ყინულის წარმოშობას და ასე რომ, თქვენ არ მოგიწევთ მისი მექანიკურად გალღობა.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko