მადლობას გიხდით უკუკავშირისთვის
თქვენ ახლახან დაამატეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიას.
თქვენ ახლახან წაშალეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიიდან.
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება
თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ მხოლოდ ერთი და იგივე კატეგორიის პროდუქტები.
თქვენ ახლახან დაამატეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენ ახლახან წაშალეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენი შესადარებელი სია სავსეა!
თქვენ დაამატეთ მხოლოდ 1 პროდუქტი. გთხოვთ დაამატოთ მეტი პროდუქტი შესადარებლად

3 მინ წაკითხვა

11 გზა თქვენი მაცივრის ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად

11 გზა თქვენი მაცივრის ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად
11 გზა თქვენი მაცივრის ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად

 

 

თქვენი მაცივარი არის მოწყობილობა, რომელიც ყველზე მეტს მუშაობს თქვენს სახლში. ასე რომ, თუ მის ენერგოეფექტურობას შეინარჩუნებთ, ეს მომგებიანი იქნება თქვენი საფულისთვის და გარემოსთვისაც. შეასრულეთ ეს რჩევები და თქვენი მაცივარი იმუშავებს უფრო გონივრულად და არა უფრო მეტს.

 

 

 

01.

აირჩიეთ ან გააუმჯობესეთ ენერგოეფექტური მოდელი

 

ეს შესაძლოა ფაქტის კონსტატაციას ჰგავს, მაგრამ მაცივრებმა ევოლუციის დიდი გზა გამოიარეს ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით. 5 ან 10 წლის წინანდელი მაღალეფექტური მოდელის ქონა ახალ მოდელებთან შედარებით ორჯერ ძვირი დაგიჯდებოდათ. თუ თქვენი მაცივრის ასაკი დიდია, დროა იფიქროთ მის განახლებაზე. 

 

თუ ახალ მაცივარს ეძებთ, ყურადღება მიაქციეთ მისი ფიზიკურ და ტექნოლოგიურ ფუნქციებს. მშრალი ყინვის, ზედა და ქვედა საყინულიანი მოდელები უფრო ენერგოეფექტურია ვიდრე ბევრკარიანი მოდელები. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არ აპირებთ დიდი მაცივრის ავსებას. 

 

 

 

02.

მოათავსეთ თქვენი მაცივარი გრილ ადგილას ისე, რომ მის გარშემო იყოს გარკვეული სივრცე 

 

თქვენი მაცივრის მდებარეობას გავლენა აქვს იმაზე, თუ რამდენად ბევრს მუშაობს იგი. მოათავსეთ ის სითბოს წყაროდან რაც შეიძლება შორის, როგორიცაა ღუმელები და რადიატორები. აგრეთვე მოათავსეთ ის პირდაპირი მზის სხივებისგან მოშორებით. 

 

მაცივრის გვერდების გარშემო, ზემოთ და უკან უნდა იყოს დაახლოებით 5 სმ თავისუფალი სივრცე ვენტილაციისთვის. ჰაერისთვის საჭირო ამ ღიობის გარეშე თქვენი მაცივარი ვერ გამოუშვებს სითბოს კომპრესორიდან. შედეგად ეს იწვევს მაცივრის გაცხელებას, ის მუშაობს უფრო ბევრს და მეტ ხანს იმისთვის, რომ უსაფრთხოდ შეინახოს თქვენი საკვები. 

 

 

 

03.

დახურეთ კარები

 

ძალიან მარტივად შეიძლება ყურადღება გაგვეფანტოს და მაცივრის კარი დაგვრჩეს ღია. შედეგად მთელი ცივი ჰაერი გამოვა გარეთ და თბილი შევა შიგნით და მოწყობილობას მოუწევს მუშაობის გაზრდა პროდუქტების გასაცივებლად. თუ მაცივრის კარების გაღებას მინიმუმამდე დავიყვანთ, ეს შეამცირებს მოწყობილობის დატვირთვას.

 

 

 

04.

შეინარჩუნეთ ორგანიზებულობა თქვენს მაცივარში

 

შეიძლება შემოგვეკამათოთ იმაზე, რომ მაცივრის ორგანიზებულობა უბრალოდ კარგი მეოჯახეობის ნიშანია—რა სახით შეუძლია მას გავლენა იქონიოს თქვენი მოწყობილობის ეფექტურობაზე? რაც უფრო ნაკლებ დროს გაატარებთ საკვების ძებნაში მაცივრის გამოღებული კარებით, მით ნაკლებს იმუშავებს კონდენსატორი დაყენებულ დონეზე ტემპერატურის დასაბრუნებლად. და დამატებით, თუ გააკეთებთ მაცივრის ორგანიზებას სათანადოდ, საკვებიც უფრო მეტ ხანს გაძლებს. 

 

 

 

05.

გაავსეთ მაცივარი

 

ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც ეს შესაძლებელია. სავსე მაცივარს ნაკლები ჰაერის გაგრილება უწევს, ამიტომ აღარ მუშაობს ისეთი დატვირთვით, როგორც ნახევრად ცარიელ მაცივარს. 

 

თუ მაცივარი საკმარისად სავსეა, მასში მოთავსებული პროდუქტები აგრილებენ ერთმანეთს. თქვენი მაცივრის მინიმუმ 2/3 უნდა იყოს სავსე. თუ თქვენი მაცივარი ძალიან დიდია, ორივე განყოფილებაში მოათავსეთ წყლის ბოთლები. ნუ გადაავსებთ მაცივარს—ჰაერის კარგი ცირკულაცია მნიშვნელოვანია მაცივრის ეფექტურად მუშაობისთვის. აგრეთვე დააკვირდით სავენტილაციო ხვრელებს და შეამოწმეთ, ხომ არ ბლოკავს მათ მაცივარში მოთავსებული საგნები.

 

 

 

06.

სწორად შეინახეთ საკვები

 

გამოიყენეთ მაცივრისთვის უსაფრთხო კონტეინერები საკვების შესანახად. შუშის კონტეინერი პლასტმასაზე უკეთესია, რადგან შუშა უკეთესად შთანთქავს და ინარჩუნებს სიცივეს. თქვენი მაცივრის შიგნით არსებული ტენი ართულებს შიდა ტემპერატურის სტაბილიზაციას. დააფარეთ თავსახური საკვებს და სითხეებს, რათა თავიდან აიცილოთ კომპრესორის ზედმეტი მუშაობა.

 

 

 

07.

არ მოათავსოთ ცხელი საკვები მაცივარში

 

მაცივარში ცხელი საკვების მოთავსება გამოიწვევს ჰაერის ტემპერატურის გაზრდას მაცივრის შიგნით და მოწყობილობას მოუწევს ბევრი მუშაობა ტემპერატურის დასაწევად. ზოგიერთი ადამიანი იმაზე წუხს, რომ საკვების გარეთ დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი გაფუჭება, მაგრამ უსაფრთხოა, თუ მას მაცივარში მოთავსებამდე დავტოვებთ გარეთ, სანამ არ გაცივდება ოთახის ტემპერატურამდე.

 

 

 

08.

ყურადღება მიაქციეთ კარის მამჭიდროვებლებს

 

თქვენი მაცივრის კარების გარშემო არსებული ჰერმეტიზატორი წარმოადგენს ბარიერს შიგნით არსებულ ცივ და გარეთ არსებულ თბილ ჰაერს შორის. ჰერმეტიზატორის ნებისმიერი სახის დაზიანება ნიშნავს იმას, რომ მაცივარში მოხვდება თბილი ჰაერი და მას უფრო მეტი მუშაობა მოუწევს დაყენებული ტემპერატურის შესანარჩუნებლად. შეინარჩუნეთ კარის ჰერმეტიზატორების სისუფთავე და გამოცვალეთ ის, თუ შეამჩნევთ ბზარებს ან ნახეთქებს.

 

 

 

09.

გაწმინდეთ ხვეულები

 

თქვენი მაცივრის კონდენსატორის ხვეულები მნიშვნელოვანია მაცივრის შიგნით დაბალი ტემპერატურის შესანარჩუნებლად. თუმცა, დროთა განმავლობაში მათზე შესაძლოა დაგროვდეს დიდი რაოდენობით მტვერი. მათი სისუფთავე ნაკლებად დატვირთავს კონდენსატორს და საბოლოოდ გაახანგრძლივებს მაცივრის ექსპლუატაციის ვადას. დაიმახსოვრეთ, უკეთესია თუ გამორთავთ მოწყობილობას ხვეულების გაწმენდის დროს და მტვერსასრუტი და ჯაგრისი საუკეთესო ხელსაწყოა ამ საქმის შესასრულებლად.

 

 

 

10.

ყურადღება მიაქციეთ თქვენი მაცივრის შიგნით არსებულ ტემპერატურას

 

მაცივარში ვერ მიიღებთ ზუსტად იმ ტემპერატურას, რომელსაც დააყენებთ. ეს შესაძლოა იყოს ორივე სახის—თქვენი მაცივარი შეიძლება იყოს ციფერბლატზე დაყენებულ ტემპერატურაზე ოდნავ თბილი ან ცივი. იდეალური ტემპერატურაა 2,2 °C-ს და 3,3 °C-ს შორის. თუ თერმომეტრი გიჩვენებთ, რომ ტემპერატურა ამ დიაპაზონის ქვედა ზღვარზეა, მცირედით უნდა ასწიოთ ის. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ენერგიის ეკონომიას. 

 

 

11.

გამოიყენეთ ენერგიის ეკონომიის პარამეტრები

 

ყველა მაცივარს არ აქვს ეს ფუნქცია, მაგრამ თუ თქვენს მაცივარს გააჩნია ენერგიის დაზოგვის ან შესვენების რეჟიმი, გამოიყენეთ ის! თუ მაცივარში ბევრი რამ არ გიდევთ, ენერგიის დაზოგვის რეჟიმი შეამცირებს ენერგიის ხარჯს.

 

 

 

ამ მარტივი რჩევების შესრულების შემთხვევაში თქვენ არა მარტო გააუმჯობესებთ თქვენი ელექტრო მოწყობილობის ენერგოეფექტურობას, არამედ გაზრდით მის საექსპლუატაციო ვადას. ეს ორმაგი სარგებელია!

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko