დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება

1 მინ წაკითხვა

5 მინიშნება ჩვენი მაცივრის ექსპლუატაციის ვადის გასახანგრძლივებლად

5 მინიშნება, როგორ უნდა გავახანგრძლივოთ ჩვენი მაცივრის ექსპლუატაციის ვადა
5 მინიშნება, როგორ უნდა გავახანგრძლივოთ ჩვენი მაცივრის ექსპლუატაციის ვადა

 

 

თქვენი მაცივარი ყველაზე მუშა მოწყობილობაა თქვენს სახლში და შეიძლება, ყველაზე მნიშვნელოვანიც. ის ჩართულია 24/7, ამასთან უზრუნველყოფს პროდუქტის უსაფრთხოდ შენახვას! სულ მცირე ყურადღებით და ზრუნვით, თქვენ შეგიძლიათ ამ საიმედო დამხმარეს ექსპლუატაციის ვადა რამდენიმე წლით გაუხანგრძლივოთ.

 

 

 

01.

დაიცავით მაცივრის უკან არსებული კლაკნილების სისუფთავე

 

თქვენი მაცივრის კონდენსატორის ხვეულები მნიშვნელოვანია მაცივრის შიგნით დაბალი ტემპერატურის შესანარჩუნებლად. თუმცა, დროთა განმავლობაში მათზე შესაძლოა დაგროვდეს დიდი რაოდენობით მტვერი. მათი სისუფთავე ნაკლებად დატვირთავს კონდენსატორს და საბოლოოდ გაახანგრძლივებს მაცივრის ექსპლუატაციის ვადას. დაიმახსოვრეთ, უკეთესია თუ გამორთავთ მოწყობილობას ხვეულების გაწმენდის დროს და მტვერსასრუტი და ჯაგრისი საუკეთესო ხელსაწყოა ამ საქმის შესასრულებლად.

 

 

 

02.

გაავსეთ მაცივარი

 

ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც ეს შესაძლებელია. სავსე მაცივარს ნაკლები ჰაერის გაგრილება უწევს, ამიტომ აღარ მუშაობს ისეთი დატვირთვით, როგორც ნახევრად ცარიელ მაცივარს. ნუ გადაავსებთ მაცივარს—ჰაერის კარგი ცირკულაცია მნიშვნელოვანია მაცივრის ეფექტურად მუშაობისთვის.

 

 

 

03.

არ დაახშოთ საჰაერო მილები

 

ჰაერის ნაკადი მნიშვნელოვანია თქვენი მაცივრის გამართული მუშაობისთვის. მოწყობილობის შიგნით არსებული საჰაერო ხვრელები მთავარ როლს ასრულებენ ჰაერის ნაკადის შესანარჩუნებლად, ამიტომ დარწმუნდით, რომ ისინი დახშული არაა ან პროდუქტი ან სასმელის ყუთები არ აწვია ზედ.

 

 

 

04.

დაიცავით კარის მამჭიდროვებლების სისუფთავე

 

რა საკვირველია, მაცივრის სისუფთავე ზოგადად ძალიან კარგია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარის მამჭიდროვებლები. სწორედ მათი დახმარებით ინარჩუნებს მაცივარი სიგრილეს შიგნით და იკავებს თბილ ჰაერს გარეთ. მამჭიდროვებელში მოხვედრილი საკვების ნარჩენი ან სითხე გამოიწვევს იმას, რომ თქვენს მოწყობილობას მეტი მუშაობა მოუწევს კორპუსის შიგნით ჰაერის შესაბამისი ტემპერატურის შესანარჩუნებლად. ასევე შეამოწმეთ, მამჭიდროვებლები ხომ არის გაცვეთილი ან დაბზარული - და რომელიმეს აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი უნდა შეიცვალოს.

 

 

 

04.

დადგით სითბოს წყაროსგან მოშორებით

 

სითბოს წყაროები, როგორიცაა ღუმელები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, პირდაპირი მზის სხივები მაცივრის კომპრესორის მუშაობის ტემპს აჩქარებს. კომპრესორი მაცივრის მთავარი ნაწილია და ხშირ შემთხვევაში, გაფუჭდების შემთხვევაში, მის შეკეთებას აზრი არ აქვს. დატვირთვით მუშაობა ამცირებს მისი და მაცივრის ექსპლუატაციის ვადას.

 

 

  

სულ ეს არის. დაიცავით ეს მარტივი წესები და თქვენი მაცივარი საუკეთესო მდგომარეობაში იქნება მრავალი წლის განმავლობაში.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko