რა დაგჭირდებათ
ხელსაწყოები:
ქანჩი, სახრახნისი
შეერთებები:
ინტეგრირებული წყლის ავზი, წყლის ქსელი ან ბალონი
ნაწილები და აქსესუარები:
წყალმომარაგების შლანგი, წყლის ფილტრი, ფიქსაცია (მილსადენის შეერთების მქონე მოდელებისათვის)
სირთულის დონე:
მილსადენის შეერთების არმქონე მოდელები: 1/5
მილსადენის შეერთების მქონე მოდელები: 4/5
დაახლ. დრო:
15 წთ მილსადენის შეერთების არმქონე მოდელებისთვის
45 წთ მილსადენის შეერთების მქონე მოდელებისთვის
სანამ დაიწყებთ
თქვენი მაცივრის წყლის დისპენსერის გამოყენებამდე უნდა გაარკვიოთ, ავზიანი მოდელია თუ მილსადენის შეერთების მქონე. ავზიან მოდელებს აქვთ წყლის პლასტმასის ან მინის ავზი კარის შიგნით, წყლის დასაგროვებლად. მილსადენის შეერთების მქონე მოდელების მუშაობისთვის საჭიროა წყალგაყვანილობაზე მიერთება.
თუ ჩვენი მაცივრის დამონტაჟების სახელმძღვანელოს მითითებებს გაითვალისწინებთ, მზად ხართ გადახვიდეთ წყალსადენის შემაერთებელ ნაწილებზე.
მილსადენის შეერთების არმქონე მაცივრები წყლის დისპენსერით
თუ თქვენი მაცივარი არ არის მილსადენის შეერთების მქონე მოდელი, მას უნდა ჰქონდეს წყლის ავზი, საიდანაც წყალს გამოიტანს. წყლის ავზები ჩვეულებრივ მაცივრის კარების შიგნით არის და მოსახსნელია. გაეცანით თქვენს მომხმარებლის სახელმძღვანელოს და მოძებნეთ მაცივრის წყლის ავზი.
ამოიღეთ ავზი და გარეცხეთ ონკანის ქვეშ, გამოყენებამდე. შემდეგ ავზი სასმელი წყლით შეავსეთ. მას შემდეგ, რაც თქვენი მაცივარი მზად იქნება წყლის გასანაწილებლად, შეავსეთ ჭიქა სულ მცირე 4-ჯერ ან 5-ჯერ და გადაღვარეთ წყალი, სანამ დისპენსერიდან დალევთ.
შეერთებული მაცივრები წყლის დისპენსერით
თუ ახლახან შეიძინეთ მილსადენის შეერთების მქონე მაცივარი, მას უნდა მოყვებოდეს წყლის შლანგი და შესაერთებელი ხელსაწყოები.
მილსადენის შეერთების მქონე მაცივრებისთვის საჭიროა უშუალოდ წყალგაყვანილობაზე მიერთება. ეს შეიძლება იყოს თქვენი სახლის მთავარი წყალმომარაგება ან ბალონი. ზოგიერთი მოდელი ასევე აღჭურვილია წყლის გარე ფილტრით. აი, როგორ ხდება ეს დაკავშირება.
წყლის ქსელთან დაკავშირება
პირველ რიგში, მოწყობილობას უნდა მიუერთოთ წყლის შლანგი. ამისათვის, ამოიღეთ შემაერთებელი წყლის შესასვლელიდან მოწყობილობის უკანა ნაწილში.
გაატარეთ შლანგი შემაერთებელში. შლანგი მჭიდროდ ჩაამაგრეთ შესასვლელში.
მიაწექით და დააბრუნეთ შემაერთებელი წინანდელ პოზიციაში, შემდეგ მოატრიალეთ მოსაჭერად. ამის გაკეთება ხელით უნდა შეგეძლოთ, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ ქანჩი ან ბრტყელტუჩები, რათა დარწმუნდეთ, რომ კავშირი უსაფრთხოა.
შემდეგ, შლანგი უნდა დააკავშიროთ წყლის ქსელთან. პირველ რიგში, დააკავშირეთ ადაპტერი ონკანთან და დარწმუნდით, რომ მჭიდროდ დაამაგრეთ შეერთება.
ახლა ამოიღეთ შლანგის შემაერთებელი ადაპტერიდან.
წყლის შლანგის ბოლო გაატარეთ შლანგის შემაერთებელში, რომელიც მანამდე ამოიღეთ, შემდეგ შემაერთებელი უკანვე მიახრახნეთ ადაპტერზე, რომელშიც ჯერ შლანგს მყარად მიაწვებით (როგორც გააკეთეთ მოწყობილობასთან დასაკავშირებლად).
დაბოლოს, შლანგის სამაგრები კედელზე მიამაგრეთ, შემდეგ გამოიყენეთ ისინი წყლის შლანგის გასამაგრებლად, რომ არ მოხდეს მისი გადაადგილება, გათიშვა ან დაზიანება მოწყობილობის მოძრაობის დროს.
წყლის ფილტრის დაყენება
შეიძლება ასევე მოისურვოთ წყლის ფილტრის დაყენება, რომელიც ზოგიერთ მოდელს მოყვება. ამისათვის უნდა გაითვალისწინოთ ზემოთ მოცემული პროცედურა, ფილტრის კედელზე დაყენების დამატებით.
პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ პოზიცია, სადაც ფილტრის კედელზე დაყენება შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ ფილტრი არ უნდა იყოს დაყენებული მოწყობილობაზე. პოზიციის განსაზღვრის შემდეგ, შეგიძლიათ კედელზე მიამაგროთ დასაყენებელი ბრეკეტები, რომელიც მოწყობილობას მოყვება. გაითვალისწინეთ, რომ ფილტრი დამონტაჟებული უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში. ბრეკეტების დამონტაჟების შემდეგ ფილტრი პოზიციაში მიამაგრეთ.
წყლის ორი შლანგი გამოვა ფილტრის ორივე ბოლოდან. დააკავშირეთ ისინი წყალმომარაგების ონკანთან და მოწყობილობასთან, როგორც ზემოთ არის აღწერილი.
კავშირის შემოწმება
ჩართეთ წყალმომარაგება და შეამოწმეთ, გაჟონვა ხომ არ არის. თუ გაჟონვა შენიშნეთ, გამორთეთ წყალმომარაგება და უფრო მჭიდროდ მოუჭირეთ ყველა დაკავშირების ადგილზე, მოიწმინდეთ გაჟონვა, შემდეგ კვლავ ჩართეთ წყალმომარაგება, რათა შეამოწმოთ.
ბალონთან დაკავშირება
თუ ონკანის წყალი მოხმარებისთვის ვარგისი არ არის, ასევე შეგიძლიათ, მოწყობილობა დააკავშიროთ ბალონთან ან ბოცასთან. ამასთან, თქვენ ასევე დაგჭირდებათ ტუმბოს შეძენა. დაუკავშირდით თქვენს გადამყიდველს რჩევისთვის შესაფერისი ტუმბოების შესახებ.
პირველ რიგში, მოწყობილობას უნდა მიუერთოთ წყლის შლანგი. ამისათვის, ამოიღეთ შემაერთებელი წყლის შესასვლელიდან მოწყობილობის უკანა ნაწილში. გაატარეთ შლანგი შემაერთებელში, შემდეგ შლანგი მჭიდროდ ჩაამაგრეთ შესასვლელში. მიაწექით და დააბრუნეთ შემაერთებელი წინანდელ პოზიციაში, შემდეგ მოატრიალეთ მოსაჭერად. ამის გაკეთება ხელით უნდა შეგეძლოთ, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ ქანჩი ან ბრტყელტუჩა, რათა დარწმუნდეთ, რომ კავშირი უსაფრთხოა.
შემდეგ, დააკავშირეთ წყლის შლანგი მოწყობილობიდან ტუმბოსთან, შემდეგ ერთმანეთთან დააკავშირეთ ტუმბო და ბალონი ან ბოცა. გაეცანით თქვენი ტუმბოს მომხმარებლის სახელმძღვანელოს, ინფორმაციისთვის, თუ როგორ გააკეთოთ ეს.
კავშირის შემოწმება
ჩართეთ წყალმომარაგება და შეამოწმეთ, გაჟონვა ხომ არ არის. თუ გაჟონვა შენიშნეთ, გამორთეთ წყალმომარაგება და უფრო მჭიდროდ მოუჭირეთ ყველა დაკავშირების ადგილზე, მოიწმინდეთ გაჟონვა, შემდეგ კვლავ ჩართეთ წყალმომარაგება, რათა შეამოწმოთ.
დარწმუნდით, რომ მინიმუმ 4 ან 5 დიდი ჭიქა წყალი გაივლის მოწყობილობაში, სანამ წყლის დისპენსერიდან დალევას დაიწყებთ.
გამოყენებამდე
სანამ მოწყობილობას ჩართავთ და ქსელში შეაერთებთ, დაელოდეთ მინიმუმ 4 საათს, რათა კომპრესორის გაზი და სითხე დარეგულირდეს. ამ პერიოდის შემდეგ, თქვენ მზად ხართ, ჩართოთ მოწყობილობა, შეაერთოთ ის ქსელში და გადაიტანოთ პოზიციაში. მაცივარი უკანა მხარეს გადახარეთ და გამოიყენეთ ბორბლები უკანა ფუძეში, მოწყობილობის დასაყენებლად. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ გაწყდეს წყლის კავშირები და არ დაიხლართოს ქსელის შნურები.
ადგილზე დაყენებისთანავე, დაარეგულირეთ მოწყობილობის წინა ფეხები, რათა დარწმუნდეთ, რომ ის სწორად დგას. ხელით მოატრიალეთ რგოლები ფეხზე, სანამ ორივე ფეხი მყარად არ დადგება იატაკზე. გამოიყენეთ თარაზო, რათა დარწმუნდეთ, რომ მოწყობილობა სწორად დგას.
ბოლოს, შეგიძლიათ აავსოთ წყლის ნებისმიერი რეზერვუარი. თქვენ მოგიწევთ დალოდება დაახლოებით 6 საათის განმავლობაში, სანამ შეძლებთ ახალი სურსათის შენახვას თქვენს ახალ მაცივარში, რადგან მას ეს დრო დადგენილი ტემპერატურის მისაღწევად სჭირდება.
სულ ესაა. თქვენ ესესაა დაამონტაჟეთ Beko-ს ახალი მაცივარი წყლის დისპენსერით! ვიმედოვნებთ, რომ ისიამოვნებთ თქვენი ახალი მოწყობილობის გამოყენებით.