მტევრსასრუტის ჩანთებს დროდადრო გამოცვლა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ გამოცვლის საჭიროების სიხშირე განსხვავდება მტვერსასრუტის ჩანთის მოცულობის და მისი გამოყენების ჩვევების მიხედვით, არსებობს გარკვეული ინდიკატორები, რომლებიც უნდა იცოდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გამოცვალოთ მტვრის ჩანთა.
შეამოწმეთ მტვრის ჩანთის შევსების ინდიკატორი
Beko-ს ბევრ მტვერსასრუტს მოყვება მტვრის ჩანთის ავსების ინდიკატორის ნათურა. ეს არის ყველაზე საიმედო გზა იმის გასარკვევად, საჭიროა თუ არა მტვრის ტომარის შეცვლა.
დააკვირდით შესრუტვის შეწყვეტას
ყველაზე აშკარა ნიშანი იმისა, რომ საჭიროა მტვერსასრუტის მტვრის ჩანთის გამოცვლა, არის მტვრის შესრუტვის შეწყვეტა. თუ თქვენი მტვერსასრუტი ისე ვერ ისრუტავს ჭუჭყსა და მტვერს, როგორც ადრე, მტვრის ჩანთის გამოცვლის დროა.
შეამოწმეთ, ხომ არაა ცუდი სუნი
სავსე მტვრის ჩანთიდან შესაძლოა დაიწყოს მისი შიგთავსის ჰაერში მოხვედრა, რომელიც მტვერსასრუტის მუშაობისას გამოიწვევს მტვრის სუნის წარმოქმნას. ეს კი იმის ნიშანია, რომ საჭიროა მტვრის ჩანთის გამოცვლა.
რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი მტვრის ჩანთა
დაიმახსოვრეთ, თუ დროულად არ გამოცვლით მტვრის ჩანთას, ეს შეამცირებს თქვენი მოწყობილობის მიერ მტვრის შესრუტვის შესაძლებლობას. ის აგრეთვე შეზღუდავს ჰაერის ნაკადს შიგნით და გამოიწვევს მტვერსასრუტის გადახურებას. შედეგად, შეიძლება დაზიანდეს თქვენი მტვერსასრუტის ნაწილები და ძრავი.