რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება თქვენი მტვერსასრუტი უსიამოვნო სუნს უშვებდეს. გთხოვთ, იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.
შეამოწმეთ მტვრის კონტეინერი ან ტომარა, ხომ არ არის შიგნით საზიზღარი სუნის გამომწვევი შიგთავსი
შესაძლოა მტვრის კონტეინერში ან ტომარაში იყოს რამე ისეთი, რაც იწვევს ასეთ ცუდ სუნს. დაცალეთ კონტეინერი ან შეცვალეთ ტომარა, სანამ კიდევ გამოიყენებთ მტვერსასრუტს.
ნახეთ, ჯაგრისი ან გორგოლაჭი ხომ არ არის გაჭედილი ან დაცობილი
ჯაგრისის აღჭურვილობის ჰაერის შემწოვი მილი შეიძლება იყოს გაჭედილი ან გორგოლაჭის აგრეგატი დაცობილი დაგროვილი ჭუჭყის გამო. თუ გააგრძელებთ მტვერსასრუტით სარგებლობას მაშინ, როცა ეს ნაწილები გამართულად არ მუშაობს, შესაძლოა მტვერსასრუტმა გამოუშვას დამწვრის უსიამოვნო სუნი. გაწმინდეთ აღნიშნული ნაწილები და მოაშორეთ ნებისმიერი დაგროვილი ჭუჭყი.
რაც შეეხება იმ ნაწილების, რომლებიც უნდა დაიშალოს, გამოიყენეთ სახელმძღვანელო, ვინაიდან ყველა მოდელს განსხვავებული ინსტრუქცია შეიძლება ჰქონდეს. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.
შეამოწმეთ, ფილტრები ხომ არ არის გაჭედილი
ფილტრის ფირფიტები, რომლებიც იცავს ძრავას, შეიძლება გაიჭედოს მეტისმეტად ბევრი მტვრის დაგროვების შემდეგ. გაწმინდეთ ან შეცვალეთ ისინი სახელმძღვანელოს დახმარებით, ვინაიდან ყველა მოდელს განსხვავებული ინსტრუქცია შეიძლება ჰქონდეს. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.