სარეცხ მანქანაში სარეცხის გაუხეშების რამდენიმე მიზეზი არსებობს. ყველაზე შესაძლო მიზეზს წარმოადგენს ტანისამოსზე დარჩენილი სარეცხი საშუალება. გთხოვთ იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.
მოერიდეთ ზედმეტი სარეცხი საშუალების გამოყენებას
შესაძლოა თქვენ იყენებთ მეტისმეტად ბევრ ან თქვენი მანქანისთვის შეუსაბამო სარეცხ საშუალებას. წაიკითხეთ სარეცხი საშუალების შეფუთვაზე არსებული ინსტრუქცია, რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ ის ზუსტად იმ ტიპისაა, რომელიც თქვენს სარეცხ მანქანას შეესაბამება. დარწმუნდით, რომ არ იყენებთ რეკომენდებულ დოზაზე მეტს.
სარეცხი საშუალება ჩაყარეთ სარეცხი მანქანის შესაბამის განყოფილებაში
სარეცხი საშუალების უჯრაში სამი ნაკვეთურია, რომელთაგან ორი სარეცხი საშუალების, ხოლო ერთი დამარბილებლისთვისაა.
ნაკვეთური, რომელსაც აწერია „I“ წინასწარი რეცხვისთვისაა განკუთვნილი, ხოლო რომელსაც აწერია „II“ - ძირითადი რეცხვისთვის. შუაში მოთავსებული განყოფილება დამარბილებლისთვისაა განკუთვნილი. დარწმუნდით, რომ სარეცხ საშუალებას სწორ ნაკვეთურში ათავსებთ.
პირველ განყოფილებაში სარეცხი საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაყარეთ, თუ წინასწარი რეცხვის პროგრამას იყენებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი სარეცხი მანქანა მხოლოდ სარეცხი საშუალების ნახევარს გამოიყენებს. დარჩენილი რაოდენობა შეიძლება გაიხსნას დოლურაში გავლების პროცესის დროს. ასეთ დროს, სარეცხი საშუალება შეიძლება ბოლომდე არ გაიხსნას და წარმოქმნას ლაქები.
დამარბილებელი და სარეცხი საშუალება ერთმანეთს არ უნდა შეერიოს
როცა სარეცხი საშუალება დამარბილებელს შეერევა, მისი გამოშვება დარბილების ეტაპზე ხდება. ეს იწვევს სარეცხის გაუხეშებას. თუ ფიქრობთ, რომ ესაა მიზეზი, გარეცხეთ და გაასუფთავეთ უჯრა თბილი წყლით. დარწმუნდით, რომ სარეცხ საშუალებას და დამარბილებელს ათავსებთ თავის განყოფილებაში.
მოერიდეთ მოწყობილობის გადატვირთვას
სარეცხ მანქანებს განსხვავებული მოცულობები აქვთ. თუ თქვენი სარეცხი მანქანა ზედმეტად არის დატვირთული, სარეცხი საშუალება შეიძლება გაიჭედოს ტანისამოსის ნაკეცებს შორის და სრულად არ გაიხსნას. გაეცანით თქვენს მომხმარებლის სახელმძღვანელოს პროგრამებისა და მათი სარეცხის ტევადობის შესახებ. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.
რეცხვასთან დაკავშირებით დამატებითი რჩევებისთვის იხილეთ ჩვენი სახელმძღვანელო, თუ როგორ ჩატვირთოთ სარეცხი და რა დატვირთვას უძლებს თქვენი სარეცხი მანქანა.
შეამოწმეთ წყლის სიხისტე
ისეთ ადგილებში, სადაც წყლის სიხისტე მაღალია, არასათანადო რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სარეცხის გაუხეშება. დაიცავით სარეცხი საშუალების შეფუთვაზე მოცემული მწარმოებლის ინსტრუქციები და საჭიროების შემთხვევაში გაზარდეთ დოზა.