ახალ სახლში გადასვლა ყველაზე გასაოცარი და ამავდროულად ყველაზე სტრესული რამაა, ამიტომ გამოძებნეთ დრო იმისთვის, რომ იგი ნაკლებად მტკივნეული გახადოთ.
ჩალაგებისა და დაგეგმვის ფონზე შესაძლოა გადაგავიწყდეთ, რომ თქვენი საყოფაცხოვრებო ტექნიკაც თან რომ უნდა წაიღოთ. თქვენ გსურთ ამ მოწყობილობების უსაფრთხოდ და სათანადოდ ტრანსპორტირება და ამას დაგეგმვა სჭირდება. ამ სახელმძღვანელოდან შეიტყობთ, თუ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ყველა მოწყობილობა მოამზადოთ ახალ სახლში გადასატანად.
მომზადება
სანამ სხვა რამეს გააკეთებთ, უნდა გათიშოთ სარეცხი მანქანა ქსელიდან და გამორთოთ მოწყობილობის წყალმომარაგება. შემდეგ მოხსენით წყლის მიწოდების შლანგი წყლის მიწოდების სისტემიდან. ამისათვის მოატრიალეთ ხრახნიანი შეერთება საათის ისრის საწინაღმდეგო მიმართულებით.
მოათავსეთ პირსახოცი წყალმომარაგების ონკანისა და შლანგის ქვეშ, რადგან გამოერთებისას შესაძლოა მოხდეს წყლის მცირეოდენი გაჟონვა. შემდეგ მოხსენით სადრენაჟე შლანგი ჩამდინარე წყლების გამშვებიდან და დატოვეთ პირსახოცი ქვემოთ მჟონავი წყლისთვის. შეგიძლიათ წყალმომარაგების ბოლოები და ჩამდინარე წყლების შლანგები პირსახოცებში გაახვიოთ, რათა შეიწოვოს წყალი, რომელიც შეიძლება გამოვიდეს სარეცხი მანქანის გადაადგილების დროს.
დარწმუნდით, რომ სარეცხი მანქანის შიდა ნაწილი სუფთა და მშრალია. შეამოწმეთ, რომ სარეცხი საშუალების უჯრაში არ არის სარეცხი საშუალების ნარჩენები, ფილტრში არ არის ნამსხვრევები და შიდა ნაწილი მთლიანად მშრალია. სარეცხი მანანის გასუფთავების შესახებ დამატებითი რჩევებისთვის წაიკითხეთ სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაასუფთავოთ მაცივარი.
შეეცადეთ მინიმუმ 24 საათის განმავლობაში ღია დატოვოთ სარეცხი მანქანის კარი, შიგნით არსებული ტენიანობის თავიდან ასაცილებლად.
ტრანსპორტირება
ახლა შეგიძლიათ გადაიტანოთ სარეცხი მანქანა თავისი პოზიციიდან და მიამაგროთ ელექტროგადამცემი კაბელი, წყალმომარაგებისა და ჩამდინარე წყლის შლანგები მოწყობილობის უკანა მხარეს. თუ სარეცხ მანქანას თავად გადააადგილებთ, გახსოვდეთ, რომ ეს ძალიან მძიმე მოწყობილობაა, ასე რომ გჭირდებათ სხვა ადამიანის დახმარება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოწყობილობას კიბეზე აგაქვთ ან ჩაგაქვთ.
კარის უსაფრთხოდ დახურვა შეგიძლიათ ლენტით ან თოკით. შესაძლოა დაგჭირდეთ მოწყობილობის შეფუთვა ბუშტის შესაფუთი მასალით, საბნით ან ნებისმიერი სხვა რამით, რომელიც უზრუნველყოფს დარტყმის შთანთქმას ტრანსპორტირებისას. დაამაგრეთ მოწყობილობა სატვირთო ავტომობილზე, რომლითაც უნდა განახორციელოთ მისი ტრანსპორტირება, გამძლე თოკების გამოყენებით.
გადაადგილება და დამონტაჟება
მას შემდეგ, რაც თქვენი მოწყობილობა უსაფრთხოდ მოთავსდება თქვენს ახალ სამზარეულოში ან საკუჭნაოში, მიჰყევით ჩვენს სახელმძღვანელოს სარეცხი მანქანის ხელახლა დასაყენებლად.
შენიშვნა ჩაშენებული და ინტეგრირებული მოწყობილობების შესახებ
ჩაშენებული მოწყობილობების გადატანა უფრო ძნელია, რადგან ამ დროს საჭიროა თქვენი მოწყობილობის კარის მოხსნა. იხილეთ მომხმარებლის და დამონტაჟების სახელმძღვანელო იმისთვის, რომ გაიგოთ თუ როგორ კეთდება ეს.
თუ თქვენ გაქვთ Beko, თქვენ შეგიძლიათ მომხმარებლის სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვა აქ, თქვენი პროდუქტის მოდელის ნომრის გამოყენებით.