თუ კარგი ხარისხის ბუსჰალტერები გაქვთ, ბუნებრივია, ზრუნავთ მათ მოვლაზეც. ბუსჰალტერების უმეტესობას ეტიკეტზე მითითებული აქვს, რომ უნდა გაირეცხოს ხელით. შესაძლოა გსურდეთ თქვენი ძვირადღირებული ბუსჰალტერების სარეცხ მანქანაში გარეცხვა, მაგრამ ყოველდღიური ბუსჰალტერები მარტივად შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში გარეცხოთ დაზიანების გარეშე. რა თქმა უნდა, თუ დაიცავთ ამ მარტივ წესებს.
ბუსჰალტერი გარეცხეთ მხოლოდ ბუსჰალტერთან ერთად!
თუ ბუსჰალტერს სხვა სარეცხთან ერთად ჩააგდებთ დოლურაში, ის შეიძლება აიბურდოს ტანსაცმელთან და დაზიანდეს. ამიტომ, ყველა ის ბუსჰალტერი, რომლის გარეცხვაც გსურთ, ერთად მოათავსეთ სარეცხ მანქანაში და გარეცხეთ დელიკატური რეცხვის რეჟიმით.
გამოიყენეთ ბადე ჩანთა
იმისათვის, რომ ბუსჰალტერები ერთმანეთში არ აიბურდოს, ჩადეთ ისინი ელვა-შესაკრავიან ბადე ჩანთაში. არ დაგავიწყდეთ საკინძეების შეკვრა, რომ არ დაზიანდეს და ასევე არ გადაავსოთ ჩანთა.
გამოიყენეთ დელიკატური რეცხვის რეჟიმი
ბუსჰალტერები დელიკატური ქსოვილია, ამიტომ გამოიყენეთ შესაბამისი პროგრამა. ბევრ სარეცხ მანქანას აქვს დელიკატური რეცხვის პროგრამა, რომელიც ცივ წყალში რეცხავს სარეცხს და ამცირებს ცხელი წყლით ღრუბელისა თუ რეზინების დაზიანების შესაძლებლობას.
გამოიყენეთ შესაბამისი სარეცხი საშუალება
რბილი სარეცხი საშუალება საუკეთესოა ბუსჰალტერებისთვის. თუ შენიშნავთ რაიმე ლაქას ან ნიშანს, ყოველთვის შეგიძლიათ წინასწარ დაამუშაოთ ის ხელის საპნით. სუნის პრობლემის შემთხვევაში, გარეცხვამდე შეგიძლიათ ჩაალბოთ ისინი სურნელოვან ძმარში.
მოარიდეთ საშრობ დოლურაში მოხვედრას
არასოდეს გააშროთ ბუსჰალტერები საშრობში – ცხელი ჰაერი აფუჭებს რეზინებსა და ნეილონს და აზიანებს დისკის ფორმას. სანაცვლოდ, გასაშრობად უბრალოდ დაალაგეთ ისინი სწორ ზედაპირზე ან ჩამოკიდეთ შუაზე გადაკეცილ მდგომარეობაში.
სულ ეს არის! მოუარეთ თქვენს ბუსჰალტერებს სათანადოდ და ისინი დიდხანს მოგემსახურებიან.