ეს სიმართლეა! თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ (ზოგიერთი) ბოტასების შეყრა სარეცხ მანქანაში. რადგან ბოტასები ხშირ შემთხვევაში სინთეტიკური მასალისგანაა დამზადებული, შეგიძლიათ მოათავსოთ სარეცხ მანქანაში და თუ ამას სწორად გააკეთებთ, ისინი სრულად ახალივით გახდება. ეს პატარა სახელმძღვანელო დაგეხმარებათ თქვენი ფეხსაცმლისთვის საუკეთესო სახის დაბრუნებაში.
შეამოწმეთ მოვლის ეტიკეტი
როგორც დროდადრო ვახსენებთ, ნებისმიერი სახის რეცხვის დროს გამოსაყენებელი ოქროს წესია პირველ რიგში მოვლის ეტიკეტის შემოწმება. ბოტასებზე მოცემულ მოვლის ეტიკეტზე არ იქნება მითითებული დეტალები ტემპერატურისა და რეცხვის ციკლების შესახებ, მაგრამ იქ მითითებული იქნება შესაძლებელია თუ არა სარეცხი მანქანით მათი გარეცხვა. თუ მოცემული წყვილის მანქანაში გარეცხვა დაუშვებელია, გარეცხეთ ის ხელით.
მოამზადეთ ისინი მანქანაში გასარეცხად
პირველ რიგში მოხსენით თასმები, შემდეგ მოაშორეთ ტალახი და ჭუჭყი. იდეალური იქნება, თუ ბადის ჩანთაში მოათავსებთ თასმებს და ბოტასებს. ეს ხელს შეუშლის ბოტასების გაჭედვას, განსაკუთრებით კარის რეზინის მამჭიდროვებელთან. დოლურაში მოთავსების შემდეგ კარგი იქნება თუ იქ პირსახოცებსაც მოათავსებთ, რადგან ეს ხელს შეუშლის დოლურაში ბოტასების ბრაგუნს. და ბოლოდ, საუკეთესოა, თუ ბოტასებს გარეცხავთ 30 °C-ზე, რომ თავიდან აიცილოთ მათი შეთელვა და ფორმის დაკარგვა და გამოიყენეთ კარგი ხარისხის სარეცხი საშუალება.
არ გააშროთ საშრობიანი დოლურით
შეიძლება ძალიან გსურთ გარეცხვის შემდეგ თქვენი ბოტასების შეყრა საშრობში, მაგრამ ეს ნამდვილად დააზიანებს მათ. საშრობში არსებული სითბო დააზიანებს ბოტასის ფორმას და გამოიწვევს ძირის დაბზარვას და დეფორმაციას. ან გააშრეთ ისინი გარეთ, მზეზე ან რადიატორის ქვეშ, თუ ცუდი ამინდია.
თუ ფრთხილად იქნებით და გაითვალისწინებთ მოვლის ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ ახალივით კარგი ფეხსაცმელების ქონას.