დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება

2 მინ წაკითხვა

როგორ უნდა გარეცხოთ შალეული თქვენს სარეცხ მანქანაში?

როგორ უნდა გარეცხოთ შალეული თქვენს სარეცხ მანქანაში?
როგორ უნდა გარეცხოთ შალეული თქვენს სარეცხ მანქანაში?

 

 

შალეული ძალიან მოსახერხებელია ზამთრის თვეებში, მაგრამ საკმაოდ ცუდი რეპუტაციით გამოირჩევა, როცა საქმე მის რეცხვას ეხება. ერთი შეცდომა და ყველაფერი თქვენი ტანისამოსის შეთელვით დასრულდება და ის თავდაპირველ ზომასთან შედარებით ძალიან დაპატარავდება. მაგრამ, თუ ფრთხილად იქნებით, ბევრი შალის და შალნარევი ტანისამოსის გარეცხვა შესაძლებელია სარეცხ მანქანაში. შეასრულეთ ამ მოკლე სახელმძღვანელოში მოცემული რჩევები და თქვენ გექნებათ სუფთა შალეული შეთელვით გამოწვეული იმედგაცრუების გარეშე.

 

 

 

ნაკლებად ხშირად გარეცხეთ შალეული

 

შალი საკმაოდ კარგად ინარჩუნებს სისუფთავეს, ასე რომ შალეულის რეცხვა ისე ხშირად, როგორც სხვა ტანისამოსის, საჭიროდ არ არის. საჭიროების შემთხვევაში ხელით ამოიყვანეთ ლაქები და გაანიავეთ თქვენი შალეული მათი ტარების შემდგომ, რათა უფრო დიდი ხნით შეინარჩუნოთ მისი სისუფთავე. 

 

 

 

წაიკითხეთ ეტიკეტი!

 

ტანსაცმლის რეცხვისას ოქროს წესია მისი მოვლის ეტიკეტის წაკითხვა. ბევრ შალის ტანისამოსზე არსებულ მოვლის ეტიკეტზე მითითებულია, რომ ისინი ხელით უნდა გაირეცხოს. როგორც ქვემოთ იხილავთ, შესაძლოა ამას სკეპტიკურად ვუყურებთ – მაგრამ, თუ ტანისამოსის მოვლის ეტიკეტზე მითითებულია, რომ დასაშვებია მხოლოდ ქიმწმენდა, ის არ უნდა გავრეცხოთ სარეცხ მანქანაში.

 

 

 

გადაახარისხეთ ის

 

რეცხვის შემთხვევაში, საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს მუქი და ღია ფერის ტანისამოსის გადახარისხება. გარეცხვამდე ამოატრიალეთ თქვენი შალის ტანისამოსი, ეს მათ საუკეთესო ფორმას შეუნარჩუნებს.

 

 

 

დაასველეთ ის

 

თუ გარეცხვამდე შალის ტანისამოსს დაასველებთ ცივ წყალში, ეს შეამცირებს სარეცხ მანქანაში შენჯღრევით გამოწვეულ შეთელვას.

 

 

 

შეარჩიეთ სწორი სარეცხი საშუალება და პროგრამა

 

მიუხედავად იმისა, რომ შალის ტანისამოსის უმრავლესობის მოვლის ეტიკეტზე მითითებულია, რომ დასაშვებია მხოლოდ ხელით რეცხვა, ბევრ თანამედროვე სარეცხ მანქანას აქვს შალეულის რეცხვის პროგრამა  რომელიც იყენებს ცივ წყალს და წურვის დაბალ სიჩქარეს ხელით რეცხვის იმიტირებისთვის. თუ თქვენს სარეცხ მანქანას არ აქვს სპეციალური პროგრამა შალის ტანისამოსისთვის, იგივე შედეგის მიღწევას შეძლებთ, თუ გამოიყენებთ დელიკატური რეცხვის ციკლს დაბალ ტემპერატურაზე და გაწურვის სიჩქარეზე.

 

თუ შალის ტანისამოსის რეცხვა რეგულარულად გიწევთ, კარგი იდეაა, თუ შეიძენთ სპეციალურად შალისთვის გამიზნულ სარეცხ საშუალებას. ეს სარეცხი საშუალება უფრო ნაზია ქსოვილებთან მიმართებაში და უფრო კარგად მოუვლის თქვენს შალის ტანისამოსს. თუმცა, თუ შალის ტანისამოსს იშვიათად რეცხავთ, შეგიძლიათ გააზავოთ თქვენი ჩვეულებრივი თხევადი სარეცხი საშუალება ან გახსნათ სარეცხი ფხვნილი ცოტაოდენ წყალში, სანამ მოათავსებთ მას სარეცხი საშუალების უჯრაში.

 

თუ გსურთ დამატებითი უსაფრთხოება თქვენი ტანისამოსისთვის, შეგიძლიათ ის მოათავსოთ ბადის ჩანთაში და ასე თავიდან აიცილებთ მის დაზიანებას სარეცხ მანქანაში. თუ თქვენს ტანისამოსს აქვს დეკორატიული ელემენტები, როგორიცაა ბზინები, ან თუ ეს ნივთი თქვენთვის განსაკუთრებულია, ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია მისი ხელით გარეცხვა. 

 

 

 

გააშრეთ სწორად

 

ყველა შალის ტანისამოსს ვერ გააშრობთ დოლურიან საშრობში, რადგან სითბო გამოიწვევს ბოჭკოების შეთელვას და დეფორმაციას და რეცხვისას მიღებული სიფრთხილის ზომები ამაო იქნება. აგრეთვე თავი აარიდეთ წურვის მაღალ სიჩქარეს სარეცხ მანქანაში, განსაკუთრებით ციკლის ბოლოს. ბევრად უკეთესია, თუ შალის ტანისამოსს გაწურავთ ხელით და არ გამოიყენებთ გაწურვის ფუნქციას ზედმეტი წყლის მოსაშორებლად.

 

იხილეთ ტანისამოსის მოვლის ეტიკეტი, რადგან იქ მითითებულია, თუ როგორ უნდა გააშროთ ტანისამოსი – ზოგიერთს უნდა შეუცვალოთ ფორმა და ბრტყლად გააშროთ, ზოგი უნდა დაკიდოთ. თუ არ იცით რეცხვის შესახებ ეტიკეტების კითხვა, ეს სტატია  მოგაწვდით განმარტებებს.

 

 

 

სულ ეს არის. თუ ფრთხილად იქნებით, თქვენ შეძლებთ თქვენი შალის ტანისამოსის უმრავლესობის გარეცხვას სარეცხ მანქანაში, მაგრამ თუ გსურთ უსაფრთხოდ ყოფნა, გამონახეთ დრო და განსაკუთრებული ტანისამოსი გარეცხეთ ხელით.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko