დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება

3 მინ წაკითხვა

როგორ უნდა ჩატვირთოთ თქვენი სარეცხი მანქანა სათანადოდ?

როგორ უნდა ჩატვირთოთ თქვენი სარეცხი მანქანა სათანადოდ?
როგორ უნდა ჩატვირთოთ თქვენი სარეცხი მანქანა სათანადოდ?

 

 

ნამდვილად ძალზე მოსახერხებელია სარეცხის კალათის შიგთავსის ჩაცლა სარეცხ მანქანაში, იგივე პროგრამის არჩევა, რომელსაც ირჩევთ ხოლმე, შემდეგ კარების მიხურვა და საუკეთესო შედეგის ლოდინი. სინამდვილეში ეს მიდგომა ვერ მოგცემთ თქვენი მანქანისგან მაქსიმუმის მიღების შესაძლებლობას და არ წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს თქვენი ტანისამოსისთვის. საბედნიეროდ, ეს სახელმძღვანელო აქ არის და შეიტყობთ, თუ რომელია საუკეთესო გზა თქვენი სარეცხი მანქანის ჩასატვირთავად იმისთვის, რომ მიიღოთ საუკეთესო შედეგები როგორც სისუფთავის, ასევე ტანისამოსზე ზრუნვის თვალსაზრისითაც.

 

 

 

გადაახარისხეთ ის

 

წითელი წინდების შეყრა თეთრ წინდებთან ერთად არის რეცხვის კლასიკური შეცდომა, მაგრამ ის მიუთითებს თქვენი ტანისამოსის გადახარისხების აუცილებლობაზე, სანამ მათ სარეცხ მანქანაში შეყრით. პირველ რიგში, გადაახარისხეთ თქვენი სარეცხი თეთრი (ძირითადად თეთრი ან ღია ნაცრისფერი), ფერადი (ღია ფერის პასტელის ფერები) და მუქი (მუქი ნაცრისფერი, ლურჯი, მუქი წითელი, ყავისფერი, შავი) ფერის ტანისამოსად. ამ ტანისამოსის ერთად გარეცხვა ხელს შეუწყობს მათი ფერების შენარჩუნებას და ხელს შეუშლის მუქი ფერების გადასვლას ღია ფერის ტანისამოსზე.

 

მაგრამ თუ გსურთ, რომ ნამდვილად საუკეთესო მდგომარეობაში შეინარჩუნოთ თქვენი ტანისამოსი, იხილეთ მათი ეტიკეტები, სადაც მოცემულია სიმბოლოები, რომლებიც მიუთითებენ თუ როგორ გარეცხოთ და გააშროთ იგი. ქვემოთ მოცემულ ცხრილში ისინი მოკლედაა მიმოხილული და შემოთავაზებულია შესაბამისი რეცხვის სტილი.

 

აი, რას ნიშნავს თითოეული სიმბოლო:

 

  1. მანქანით რეცხვა
  2. მანქანით რეცხვა, დაჭმუჭვნის გარეშე
  3. მანქანით რეცხვა, დელიკატური
  4. არ გარეცხოთ
  5. ხელით რეცხვა
  6. არ გაწუროთ
  7. & 13. წყლის ტემპერატურა 30 °C ან 80 °F 
  8. & 14. წყლის ტემპერატურა 40 °C ან 105 °F
  9. & 15. წყლის ტემპერატურა 50 °C ან 120 °F
  10. & 16. წყლის ტემპერატურა 60 °C ან 140 °F
  11.  & 17. წყლის ტემპერატურა 70 °C ან 160 °F
  12.  & 18. წყლის ტემპერატურა 95 °C ან 200 °F

 

ნუ შეყრით ყველაფერს ერთად სარეცხ მანქანაში – ზედმეტად ჩატვირთვა ამცირებს რეცხვის ხარისხს და შეუძლია გამოიწვიოს ტანისამოსის დაზიანება, რადგან მას არ ექნება საკმარისი ადგილი თავისუფლად სამოძრაოდ. და არა მარტო ეს, მას შეუძლია თქვენი მოწყობილობის დაზიანება და ხელოსნის გამოძახება უფრო რთული საქმეა, ვიდრე დამატებითი რეცხვა.

 

არც საჭიროზე ნაკლები ჩატვირთვაა კარგი, რადგან ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ციკლის ეფექტურობას. მოწყობილობა გამოიყენებს იმავე ოდენობის წყალს და ენერგიას იმ დოლურას გასარეცხად, რომლის 1/3-ია სავსე, რამდენსაც გამოიყენებდა ოპტიმალურად დატვირთული დოლურას შემთხვევაში.

 

გადახედეთ ამ სახელმძღვანელოს, თუ გსურთ გაიგოთ, თუ ზუსტად რამდენი სარეცხი უნდა მოათავსოთ თქვენს სარეცხ მანქანაში, მაგრამ ყველაზე კარგი იქნება, თუ დოლურას აავსებთ 80%-ით, ტანისამოსის შემჭიდროვების გარეშე (ეს გამოიყენება მხოლოდ ბამბის ნორმალური ციკლის შემთხვევაში - სარეცხის რაოდენობა, რომლის მოთავსებაც შეგიძლიათ მანქანაში, განსხვავდება სპეციალური პროგრამების მიხედვით, ასე რომ, შეამოწმეთ თქვენი მომხმარებლის სახელმძღვანელო).

 

როცა საქმე ეხება სარეცხის შეყრას სარეცხ მანქანაში, მოათავსეთ ისინი სათითაოდ, ყოველ შემთხვევაში, დარწმუნდით, ხომ არ არის ერთმანეთში გადახლართული. შეკარით ყველა ელვა შესაკრავი, შეამოწმეთ ჯიბეები, ხომ არ არის შიგნით კალმები ან მონეტები – არა მარტო ტანისამოსის არამედ სარეცხი მანქანის დაცვის მიზნითაც! თვალი გადაავლეთ ტანისამოსის მოვლის ეტიკეტს, რადგან იქ მოცემული იქნება სპეციალური ინსტრუქცია, როგორიცაა ტანისამოსის ამოტრიალება. თუ თქვენ აკეთებთ ლაქების წინასწარ დამუშავებას, დაიცავით იმ კონკრეტულ პროდუქტზე მოცემული ინსტრუქცია, რომელსაც იყენებთ. 

 

 

 

სწორად შეარჩიეთ დოზა

 

კარგია, თუ სარეცხს გადაახარისხებთ და სწორად ჩატვირთავთ სარეცხ მანქანას, მაგრამ თუ გამოიყენებთ ზედმეტ ან საჭიროზე ნაკლებ სარეცხ საშუალებას, ყოველივე ზემოთ ხსენებული ამაო იქნება. 

 

დოზა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე – სარეცხი საშუალების ტიპზე, რომელსაც იყენებთ, წყლის სიხისტეზე, რამდენად გაჭუჭყიანებულია თქვენი ტანისამოსი და რამდენად დიდია დატვირთვა. თხევადი და ფხვნილის სახის სარეცხი საშუალებების უმრავლესობას გააჩნია ზომები მსუბუქი, საშუალო და მძიმე დატვირთვისთვის და სარეცხი კაფსულების შემთხვევაში კი მითითებულია, თუ როდის შეიძლება დაგჭირდეთ ერთ კაფსულაზე მეტი.

 

ყველაზე კარგი რჩევა დოზირების შესახებ არის ჩვენი AutoDose სარეცხი მანქანების გამოყენება. ისინი ავტომატურად განსაზღვრავენ სარეცხი საშუალების დოზას, შერჩეული პროგრამის დატვირთვის მიხედვით. ის წარმოადგენს სარეცხი მანქანის გამოყენების ყველაზე ეფექტურ გზას და ერთი შევსების შემთხვევაში შეუძლია იმუშაოს მთელი თვე.   

 

შესაძლოა ერთი შეხედვით არც თუ ისე სასიამოვნოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ გამოიყენეთ ეს ჩვევები რეცხვის რუტინაში და თქვენი ტანისამოსი და სარეცხი მანქანაც მადლიერი დაგრჩებათ. 

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko