სარეცხი მანქანის დოლურა შედარებით ნელა ტრიალებს რეცხვის ციკლის დროს, ხოლო გაცილებით სწრაფად გაწურვისას. ეს ნორმალურია, ვინაიდან ნელი ბრუნვის სიჩქარე უზრუნველყოფს ჩატვირთული სარეცხის არევას და სათანადოდ რეცხვას. თქვენ შეამჩნევთ, რომ დოლურა გაცილებით სწრაფად ბრუნავს, როდესაც მანქანა გამოდევნის წყალს სარეცხიდან.
თუ ფიქრობთ, რომ დოლურა ჩვეულებრივზე ნელა ტრიალებს, გთხოვთ, იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.
შეამოწმეთ არჩეული პროგრამის ბრუნვის სიჩქარე
თქვენი მანქანა შეიძლება სხვადასხვა პროგრამაზე ბრუნვის სხვადასხვა სიჩქარეს იყენებდეს. მაგალითად, დელიკატური ქსოვილის (როგორიცაა, შალეული) რეცხვის პროგრამები დაბალი ბრუნვის სიჩქარეს იყენებს.
სარეცხი მანქანის პროგრამებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.
დარწმუნდით, რომ დატვირთვა თანაბრადაა გადანაწილებული
თქვენმა სარეცხის მანქანამ შეიძლება ავტომატურად შეცვალოს ბრუნვის სიჩქარე, თუ დოლურას დატვირთვა არათანაბარია. ასეთ შემთხვევაში, მიზეზი ხდება ისეთი შემწოვი ნივთები, როგორიცაა ნოხეი და საბნები. დაუბალანსებელი დატვირთვის თავიდან ასაცილებლად, საბნის მსგავსი მოცულობითი ნივთები გარეცხეთ მხოლოდ ერთ მძიმე ნივთთან, მაგალითად, დიდ პირსახოცთან ან სხვა საბანთან ერთად.