მადლობას გიხდით უკუკავშირისთვის
თქვენ ახლახან დაამატეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიას.
თქვენ ახლახან წაშალეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიიდან.
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება
თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ მხოლოდ ერთი და იგივე კატეგორიის პროდუქტები.
თქვენ ახლახან დაამატეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენ ახლახან წაშალეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენი შესადარებელი სია სავსეა!
თქვენ დაამატეთ მხოლოდ 1 პროდუქტი. გთხოვთ დაამატოთ მეტი პროდუქტი შესადარებლად

4 მინ წაკითხვა

Beko-ს სარეცხი მანქანის პროგრამების განმარტება

Beko-ს სარეცხი მანქანის პროგრამების განმარტება
Beko-ს სარეცხი მანქანის პროგრამების განმარტება

 

 

თუ ამაყობთ იმით, რომ Beko-ს ახალი სარეცხი მანქანის მფლობელი ხართ, ან თუ თვალი დაადგით Beko-ს ახალ მოწყობილობას და ზუსტად იცით, რომ თქვენი სარეცხი მანქანა მარტივად გაუმკლავდება თქვენი ყოველკვირეული სარეცხის პრობლემას. 

 

ეს სახელმძღვანელო გაგაცნობთ Beko-ს სარეცხი მანქანების* პროგრამებსა და ფუნქციებს იმისათვის, რომ ზუსტად იცოდეთ, რა შეუძლია თქვენს ახალთახალ მოწყობილობას.

 

*პროგრამები და ფუნქციები მოდელზეა დამოკიდებული. დეტალებისთვის, იხილეთ პროდუქტის მახასიათებლები.

 

 

 

ძირითადი პროგრამები

 

Beko-ს სარეცხი მანქანები გთავაზობთ სამ ძირითად პროგრამას, ბამბეული, სინთეტიკა და შალეული, ყველა მათგანზე შესაძლებელია ცვლადი ტემპერატურის არჩევა (თუმცა ქსოვილის თითოეულ ტიპს აქვს ფიქსირებული ტემპერატურის ზედა ზღვარი და ბრუნვის მაქსიმალური სიჩქარე). ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია აღნიშნული პროგრამების მიმოხილვა.

 

 

ბამბეული

ეს პროგრამა ძირითადად ბამბის ნივთებისთვისაა (85% და ზევით) როგორიცაა, თეთრეული, პირსახოცები, საცვლები, მაისურები და ა.შ.

 

90 oC: ეს ტემპერატურა საუკეთესოა ძალიან ჭუჭყიანი თეთრი ბამბის ნივთებისა და ქსოვილებისთვის (მაგიდის გადასაფარებლები, პირსახოცები, თეთრეული).

 

60 oC: ეს ტემპერატურა საუკეთესოა ჩვეულებრივად დასვრილი, ფერადი, ფერგამძლე ბამბეულისა და ქსოვილებისთვის, როგორიცაა მაისურები, პერანგები და ღამის საცვლები, ან ოდნავ დასვრილი თეთრი ბამბეული და ქსოვილები.

 

30-40 oC: ეს ტემპერატურა საუკეთესოა დელიკატური ან შერეული ქსოვილის ნივთებისთვის.

 

ცივი: ეს ტემპერატურა საუკეთესოა დელიკატური ქსოვილისთვის.

 

 

 

 

სინთეტიკა

 

ეს პროგრამა ძირითადად განკუთვნილია ისეთი ქსოვილებისგან შექმნილი სამოსისთვის, როგორიცაა პოლიესტერი ან ნეილონი.

 

60 oC: ეს ტემპერატურა საუკეთესოა ჩვეულებრივად დასვრილი, ფერადი, ფერგამძლე ბამბეულისა და ქსოვილებისთვის, როგორიცაა მაისურები, პერანგები და ღამის საცვლები, ან ოდნავ დასვრილი თეთრი ბამბეული და ქსოვილები.

 

30-40 oC: ეს ტემპერატურა საუკეთესოა დელიკატური ან შერეული ქსოვილის ნივთებისთვის.

 

ცივი: ეს ტემპერატურა საუკეთესოა დელიკატური ქსოვილისთვის.

 

 

 

შალეული

 

ეს პროგრამა ძირითადად შექმნილია შალის სამოსისთვის.

 

30-40 oC: ეს ტემპერატურა საუკეთესოა დელიკატური, შალის ან შერეული ქსოვილის ნივთებისთვის.

 

ცივი: ეს ტემპერატურა საუკეთესოა დელიკატური ქსოვილისთვის.

 

 

 

 

სპეციალური პროგრამები

 

ზემოთ ხსენებული სტანდარტული პროგრამების გარდა, Beko-ს სარეცხი მანქანები გთავაზობთ დამატებითი პროგრამების ფართო არჩევანს. თქვენ ასევე შეძლებთ დაარეგულიროთ ამ პროგრამების ბრუნვის სიჩქარე და ტემპერატურა.

 

 

 

ანტიალერგიული

 

ეს პროგრამა ტანსაცმელს მაღალ ტემპერატურაზე ხანგრძლივად რეცხავს და მოიცავს გავლების დამატებით ციკლს, რითაც უზრუნველყოფს ყველა ბაქტერიისა და ალერგენის მოშორებას.

 

 

 

ავტომატური

 

ეს პროგრამა აფიქსირებს რამდენად ჭუჭყიანია თეთრეული და შესაბამისად აყენებს დროსა და ტემპერატურას.

 

 

 

ჩვილის ტანსაცმელი

 

ეს პროგრამა ხანგრძლივად იყენებს ცხელ წყალს და გავლების დამატებით ეტაპებს ბაქტერიებისა და ალერგენების მოსაშორებლად.

 

 

 

Cottons Eco (ბამბეული ეკო)

 

ეს პროგრამა რეცხავს ჩვეულებრივად დასვრილ ბამბის ნივთებს და იყენებს ნაკლებ წყალსა და ენერგიას.

 

 

 

მუქ ტანსაცმელზე ზრუნვა

 

ეს პროგრამა იყენებს დაბალ ტემპერატურას და ნაკლებ სიმძლავრეს თქვენი მუქი ფერის ტანსაცმლის გახუნების პრევენციის მიზნით.

 

 

 

Duvet & Down Wear (ბუმბულის საბნები და ქურთუკები)

 

ეს პროგრამა განკუთვნილია კონკრეტულად მძიმე ბუმბულის ნივთებისთვის.

 

 

 

Eco Clean (ეკო დასუფთავება)

 

ეს პროგრამა საშუალებას გაძლევთ, გარეცხოთ 3,5 კგ-მდე ოდნავ დასვრილი ბამბის ნივთები მინიმალური რაოდენობის წყლისა და ენერგიის მოხმარებით.

 

 

 

აღდგენა

 

ვინაიდან ეს არ არის რეცხვის სტანდარტული ციკლი, ეს პროგრამა აცოცხლებს გაცვეთილ, სუფთა ტანსაცმელს. ეს არის 30 წუთიანი პროგრამა, რომელიც ორთქლისა და იონების მეშვეობით აშორებს არასასურველ სუნს უმნიშვნელოდ გაცვეთილ ტანსაცმელს.

 

 

 

GentleCare™

 

პროგრამა, რომელიც იცავს დელიკატური ქსოვილის სტრუქტურასა და ფერს, როგორიცაა ნაქსოვი ან დავარცხნილი ბამბა მისი ფაქიზი რეცხვისა და ბრუნვის ალგორითმის წყალობით.

 

 

 

ხელით რეცხვა / დელიკატური ქსოვილები

 

ეს პროგრამა იდეალურია შალისა და დელიკატური ქსოვილებისთვის, ან ტანსაცმლისთვის იარლიყზე მინიშნებით „არა მანქანით რეცხვისთვის“. დაბალი სითბო და დოლურას ნაზი მოძრაობა იცავს ნივთებს დაზიანებისგან.

 

 

 

ჰიგიენა+

 

პროგრამა, რომელიც მგრძნობიარე ტემპერატურის კონტროლითა და დამატებითი გავლებისა და ბრუნვის ციკლების საშუალებით უზრუნველყოფს თეთრეულიდან ნებისმიერი მიკროორგანიზმის მოცილებას. 20-90 °C, 60 °C ციკლით მუშაობა დამტკიცებულია Allergy UK-ის მიერ, რომელიც 99,9%-ით ანადგურებს ალერგენებს.

 

 

 

ინტენსიური

 

ეს პროგრამა იყენებს რეცხვის გახანგრძლივებულ ციკლებს და გავლების დამატებით საფეხურებს ძალიან ჭუჭყიანი თეთრეულისთვის.

 

 

 

შერეული ქსოვილები

 

ეს პროგრამა ერთად რეცხავს ბამბეულსა და სინთეტიკას.

 

 

 

Outdoor / Sports (საგარეო / სპორტული) პროგრამა

 

ეს პროგრამა იცავს წყალგამძლე საფარს ღია სივრცეში ჩასაცმელ სამოსზე.

 

 

 

სწრაფი რეცხვა

 

ამ პროგრამას ჩატვირთვიდან სულ რაღაც 28 წუთი სჭირდება თეთრეულის გასარეცხად.

 

 

 

პერანგები

 

ეს პროგრამა კონკრეტულად პერანგების გასარეცხადაა განკუთვნილი.

 

 

 

სპორტი

 

ეს პროგრამა გამოიყენება სპორტული სამოსის გასარეცხად, რომელიც ხშირად ბამბისა და სინთეტიკური ქსოვილის ნაზავის წარმოადგენს.

 

 

 

StainExpert™

 

ეს პროგრამა გამოიცადა 24 სხვადასხვა ტიპის ლაქაზე და საუკეთესოდ აცილებს რთულად მოსაშორებელ ლაქებს, ვიდრე ბამბეულის რეცხვის სტანდარტული პროგრამა.

 

 

 

SteamTherapy™

 

ეს 15 წუთიანი პროგრამა ფაქიზად ატრიალებს 1 კგ-მდე მშრალ ტანისამოსს ინტენსიური ორთქლის ქვეშ და 58%-მდე ამცირებს ნაკეცებს (შემოწმებულია შიდა ლაბორატორიების მიერ).

 

 

 

დღიური ექსპრესი

 

სარეცხის 28 წუთში რეცხვის პროგრამა.

 

 

 

Xpress სუპერ მოკლე 14 წუთ

 

მსუბუქად დასვრილი ბამბის ტანისამოსისთვის სწრაფი რეცხვის პროგრამა. 2 კგ-მდე სარეცხის 14 წუთიანი რეცხვის ციკლი.

 

 

 

Clean & Wear®

 

პროგრამა, რომელიც რეცხავს და აშრობს 1 კგ სარეცხს 2 საათში. იდეალურია ერთი ხელი ტანისამოსის გასარეცხად, რომელიც თვალის დახამხამებაში მზად იქნება იმისათვის, რომ ჩაიცვათ.

 

 

 

CoolClean™

 

პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს 40 °C-ზე რეცხვის შედეგს სულ რაღაც 20 °C-ზე რეცხვით და ზოგავს 75% ენერგიას.

 

 

 

Woolmark® Apparel ზრუნვის პროგრამა

 

სპეციალური პროგრამა, რომელიც არეგულირებს დოლურის მოძრაობას მანქანაში რეცხვადი შალეულის დაზიანების ან შეთელვის პრევენციისათვის.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko