მადლობას გიხდით უკუკავშირისთვის
თქვენ ახლახან დაამატეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიას.
თქვენ ახლახან წაშალეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიიდან.
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება
თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ მხოლოდ ერთი და იგივე კატეგორიის პროდუქტები.
თქვენ ახლახან დაამატეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენ ახლახან წაშალეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენი შესადარებელი სია სავსეა!
თქვენ დაამატეთ მხოლოდ 1 პროდუქტი. გთხოვთ დაამატოთ მეტი პროდუქტი შესადარებლად

5 მინ წაკითხვა

როგორ უნდა დაამონტაჟოთ თქვენი Beko-ს ახალი სარეცხი მანქანა?

როგორ უნდა დაამონტაჟოთ თქვენი Beko-ს ახალი სარეცხი მანქანა?
როგორ უნდა დაამონტაჟოთ თქვენი Beko-ს ახალი სარეცხი მანქანა?

 

 

რა დაგჭირდებათ

 

ხელსაწყოები: 

მაკრატელი ან საკანცელარიო დანა, ქანჩი ან ბრტყელტუჩა, სახრახნისი, დრელი (კონსოლებში ან სამზარეულოს ნაკვეთურებში ხვრელების გასაკეთებლად), სპირტის თარაზო

 

შეერთებები:

დამიწებულ ელექტროქსელზე ჩართვა (მულტი შტეკერიანი ან დამაგრძელებელი კაბელების გარეშე), წყალმომარაგება, სადრენაჟე მილი

 

ნაწილები და აქსესუარები:

თხევადი სარეცხი საშუალების კონტეინერი, ფხვნილი სარეცხი საშუალების საზომი ჭიქა, შემავალი წყლის შლანგი, გამომავალი შლანგის საბჯენი, პლასტმასის ხუფები ტრანსპორტირებისას სამაგრი ჭანჭიკების ხვრელებისთვის

 

სირთულის დონე:

3/5

 

დაახლ. დრო:

30 წუთი ძველი მოწყობილობის მოსახსნელად

60-დან 90 წუთამდე თქვენი ახალი მოწყობილობის დასამონტაჟებლად

 

 

 

სანამ დაიწყებთ

 

მოწყობილობის დამონტაჟება შეიძლება სახიფათო და საშიშიც კი იყოს, ასე რომ, სანამ დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ წაიკითხეთ ეს გაფრთხილებები და მითითებები.

 

  • ძველი მოწყობილობის დემონტაჟის დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ ელკვებისა და წყლის წყარო გამორთულია.
  • დემონტაჟის/მონტაჟის პროცედურის დაწყებისას, დარწმუნდით, რომ ძველი/ახალი მოწყობილობა გამორთულია ქსელიდან.
  • მოწყობილობა დადგით იატაკზე, მყარ ზედაპირზე, რომელიც გაუძლებს მის სიმძიმეს. არასოდეს დადოთ ის ხალიჩიან იატაკზე, ვინაიდან ეს შეაფერხებს ჰაერის ნაკადის მოძრაობას მოწყობილობის ძირზე განთავსებულ ელექტრო კომპონენტებთან, რაც გამოიწვევს მათ გადახურებას.
  • მოწყობილობის მიღების შემდეგ შეამოწმეთ, რომ ის არ დაზიანებულა ტრანსპორტირებისას და რომ ყველა ნაწილი და აქსესუარი წარმოდგენილი და ზუსტია.
  • დარწმუნდით, რომ გაქვთ დამიწებული შტეფსელი, რომელიც დაცულია დნობადი მცველით და რომელიც შეესაბამება მომხმარებლის სახელმძღვანელოს ტექნიკური მახასიათებლების ცხრილს. არ შეაერთოთ მოწყობილობა დამაგრძელებელ კაბელზე და დარწმუნდით, რომ ელკვების კაბელი არ არის ჩაჭედილი ან გაჩხერილი.
  • თუ უნდა შეცვალოთ როზეტი ისეთით, რომელიც თქვენს შტეპსელს შეესაბამება, დარწმუნდით, რომ გამოიყენეთ როზეტი 13A დნობადი მცველით.
  • არასოდეს შეეხოთ როზეტს სველი ხელებით. არასდროს გამოაძროთ შტეფსელიდან კაბელის გამოქაჩვით, ყოველთვის დაიჭირეთ და მოქაჩეთ როზეტის თავი.

 

 

 

თქვენი ძველი მოწყობილობის დემონტაჟი

 

დარწმუნდით, რომ წყალმომარაგება და ელექტრო მომარაგება გამორთულია ქსელიდან. თუ მოწყობილობა მიმაგრებულია კარადაზე, მოუშვით დამჭერი ხრახნები. გამოიღეთ მოწყობილობა დაკავებული ადგილიდან. 

 

გახსოვდეთ, სარეცხი მანქანები შეიძლება მძიმე იყოს, ამიტომ ყურადღებით იყავით თქვენი მანქანის აღებისას. მოწყობილობის ადვილად გამოსაღებად, შეგიძლიათ ოდნავ უკან გადახაროთ ის და ძველი ხალიჩის ნაჭერი ამოსდოთ წინა ფეხების ქვეშ. შემდეგ, შეგიძლიათ გამოქაჩოთ ხალიჩა და მოწყობილობაც მასთან ერთად.

 

ახლა შეგიძლიათ მიუდგეთ მოწყობილობის უკანა მხარეს და შეძლებთ დენის, წყლისა და ჩამდინარე წყლის შეერთებების გათიშვას. შეიძლება დაგჭირდეთ ქანჩი ან ბრტყელტუჩა წყლისა და ჩამდინარე წყლის შეერთებების მოსახსნელად. 

 

წყლის მიწოდების ონკანის ქვეშ მოათავსეთ თასი გაჟონილი წყლისთვის, ასევე თასში მოათავსეთ წყლისა და ჩამდინარე წყლის შლანგების ბოლოები. შემდეგ სრულად შეგიძლიათ აიღოთ მოწყობილობა დაკავებული ადგილიდან. 

 

ძველი საყოფაცხოვრებო ტექნიკის განკარგვასთან დაკავშირებით, იხილეთ ადგილობრივი რეგულაციები. თქვენს ადგილობრივ საბჭოს ან რაიონს შეუძლია შემოგთავაზოთ შეგროვების სერვისი. თუ თქვენ თვითონ აპირებთ მოწყობილობის მოხსნას, გახსოვდეთ, რომ დაგჭირდებათ კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ ძველი მოწყობილობის აწევასა და გადაადგილებაში.

 

 

 

თქვენი ახალი მოწყობილობის მომზადება დასამონტაჟებლად

 

მას შემდეგ, რაც ახალ მოწყობილობას შეიტანთ იმ ოთახში, სადაც აპირებთ მის დამონტაჟებას, დარწმუნდით, რომ საკმარისი ადგილი გაქვთ მის გასახსნელად. თუ სივრცე პრობლემას წარმოადგენს, გახსენით ის სხვა ოთახში.  

 

გარე შეფუთვის მოსახსნელად გამოიყენეთ მაკრატელი ან საკანცელარიო დანა, ფრთხილად იყავით, რომ არ გაჭრათ ძალიან ღრმად, ვინაიდან მოწყობილობა შეიძლება დაიკაწროს. 

 

მოხსენით ნებისმიერი მუყაო ან პენოპლასტი. 

 

სარეცხი მანქანები შეფუთულია პენოპლასტის რამდენიმე დამატებითი ნაჭრით ტრანსპორტირებისას დოლურას დასაცავად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხსნათ ისინი მოწყობილობის გამოყენებამდე.

 

პირველი ელემენტია პენოპლასტის ბლოკი სარეცხი მანქანის ძირზე. გადახარეთ მოწყობილობა უკანა ფეხებზე, მოხსენით წებოვანი ლენტი და გამოაცურეთ პენოპლასტის ბლოკი. 

 

სხვა მსგავსი ნაწილებია ჭანჭიკები სარეცხი მანქანის უკან, რომლებიც იჭერს დოლურას ტრანსპორტირების დროს. გამოიყენეთ სახრახნისი მათ მოსაშვებად, შემდეგ კი მარტივად მოხსენით. 

 

შეინახეთ ისინი და საჭიროების შემთხვევაში, ხელახლა დაამაგრეთ ადგილზე, თუ მოგვიანებით დაგჭირდებათ მოწყობილობის გადატანა. ჭანჭიკის ხვრელები დაფარეთ პლასტმასის ხუფებით, რომელიც მოყვება ქვევით აღწერილ აქსესუარებს. 

 

და ბოლოს, მოხსენით ყველა სტიკერი და სადემონსტრაციო ფირფიტა რაც შეიძლება მალე - რაც უფრო დიდხანს იქნება ისინი დაკრული, მით რთული იქნება მათი აძრობა.

 

გახსნის შემდეგ, შეამოწმეთ, რომ ყველა ნაწილი და აქსესუარი წარმოდგენილი და სწორია. სარეცხი მანქანის დოლურაში მოთავსებული იქნება მომხმარებლის სახელმძღვანელო, თხევადი სარეცხი საშუალების კონტეინერი, ფხვნილი სარეცხი საშუალების საზომი ჭიქა, შემავალი წყლის შლანგი, გამომავალი შლანგის საბჯენი, პლასტმასის ხუფები ტრანსპორტირებისას სამაგრი ჭანჭიკების ხვრელებისთვის. 

 

 

 

თქვენი ახალი მოწყობილობის მონტაჟი

 

თუ ძველ მოწყობილობას ცვლით, უკვე გამოყოფილი გექნებათ ადგილი თქვენი ახალი სარეცხი მანქანისთვის და ასევე, ხვრელები გაკეთებული კარადის სექციებში შლანგებისა და დენის კაბელების გასატარებლად.

 

თუმცა, თუ მოწყობილობას პირველად ამონტაჟებთ, შეიძლება დაგჭირდეთ ხვრელების გაკეთება კარადის სექციებში შლანგებისა და დენის კაბელების გასატარებლად.

 

მოწყობილობის უკანა მხარეს, თავდაპირველად წყლის მიწოდების შლანგი უნდა შეუერთოთ სარეცხ მანქანას. შლანგის 90 გრადუსიანი ბოლო მიამაგრეთ სარეცხ მანქანას და მოუჭირეთ ხელით. არ გამოიყენოთ ხელსაწყო მეტისმეტი მოჭერის თავიდან ასაცილებლად. 

 

შემდეგ, მოხსენით ჩამდინარე წყლის შლანგი და დენის კაბელი სამაგრებიდან.

 

შტეკერის თავი შეერთებული იქნება მოწყობილობის უკან სივრცეში. მოხსენით ის, შემდეგ კი დაახურეთ პლასტმასის ხუფი.

 

შეაერთეთ ბოლო წყლის მიწოდების სისტემას. თქვენ მარტივად უნდა შეძლოთ მყარი შეერთება პლასტმასის ჭანჭიკის ხელით მოჭერით. წყლის მიწოდების სისტემასთან შეერთების შემდეგ, შეგიძლიათ ჩართოთ წყლის მიწოდება, სპეციალური წყლის მიწოდების ონკანის გახსნით ან სახლის წყლის მიწოდების სისტემის ჩართვით.

 

შემდეგ, დაგჭირდებათ სადრენაჟე მილების შეერთება. და კიდევ, თუ გაქვთ სპეციალური ჩამდინარე წყლის სადრენაჟე ხვრელი კედელში, უბრალოდ უნდა გაატაროთ შლანგი ამ ხვრელში. 

 

თუმცა, თუ არ გაქვთ სპეციალური სადრენაჟე ხვრელი, მაშინ ჩამდინარე წყლის შლანგი უნდა შეუერთოთ ნიჟარის ჩამდინარე წყლის მილს. 

 

ნიჟარის სადრენაჟე მილი განთავსებულია ნიჟარის ქვეშ. U-სებრ მუხლზე თქვენ ნახავთ ჩამდინარე წყლის მილზე შესაერთებელ დამატებით ხვრელს. თუ სარეცხი მანქანა ადრეც იყო დამონტაჟებული და ის დრენაჟის ამ მეთოდს იყენებდა, შესაძლოა U-სებრ მუხლზე უკვე მიერთებული იყოს ბოლო ნაწილი. 

 

თუ ამ ადგილას პირველად ამონტაჟებთ მოწყობილობას, შეიძლება დაგჭირდეთ მილსადენის ბოლო ნაწილის თქვენ თვითონ შეერთება (მათი შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიაში). ეს საკმაოდ ადვილია. მარტივად მოხსენით დამცავი ხუფი დამატებით შემავალ ხვრელს და მის ადგილას დაამაგრეთ მილსადენის ბოლო. დარწმუნდით, რომ მოხსნილი გაქვთ პლასტმასის საცობები მილსადენის ბოლოზე ან U-სებრ მუხლზე.

 

ახლა უკვე შეგიძლიათ შეუერთოთ სადრენაჟე შლანგი მილსადენის ბოლოს. გადაატარეთ სადრენაჟე შლანგის რეზინის ბოლო მილსადენის ბოლოს, შემდეგ ლითონის სამაგრის გამოყენებით დაამაგრეთ ის ადგილზე.

 

შენიშვნა:არ აქვს მნიშვნელობა, სადრენაჟე შლანგს სპეციალურ ხვრელში აერთებთ თუ ნიჟარის სადრენაჟე მილზე, შლანგის სიგრძე უნდა იყოს 40-100 სმ ზედაპირიდან. სადრენაჟე შლანგის ბოლო უნდა შევიდეს სადრენაჟე მილის ხვრელში დაახლოებით 12 სმ-ით. ამის მისაღწევად, სადრენაჟე შლანგის საბჯენი შეგიძლიათ მიამაგროთ კედელზე და მასში ჩასვათ სადრენაჟე შლანგი.

 

წყლის სადრენაჟე და მიწოდების სისტემებთან შეერთების შემდეგ, ელკვების წყაროსთან შეერთებაც. მოწყობილობა პირდაპირ ელექტრო როზეტში უნდა იყოს შეერთებული, რომლის ჩამრთველიც მიერთებული იქნება სახლის ავტომატურ ამომრთველზე. არ გამოიყენოთ დამაგრძელებელი კაბელი ან მულტიშტეკერიანი კაბელი.

 

თუ დენის კაბელი დაზიანებულია, ნუ შეეცდებით მის შეკეთებას ან შეცვლას დამოუკიდებლად. ეს უნდა გააკეთოს კვალიფიციურმა ინჟინერმა. დენში შეერთების შემდეგ, შეგიძლიათ ჩართოთ ელკვების წყარო.

 

ყველა სადენის შეერთების შემდეგ, შეგიძლიათ მოწყობილობა დადგათ თავის ადგილას. დარწმუნდით, რომ შლანგები და დენის კაბელი არ გაიჭედება ან მოიკეცება მოწყობილობის თავის ადგილზე შედგმისას. 

 

შემდეგ, უნდა დააბალანსოთ სარეცხი მანქანა სპირტის თარაზოს გამოყენებით. შეგიძლიათ არეგულიროთ ფეხები ხელით ან ქანჩის გასაღებით ფეხებზე ჭანჭიკების დატრიალებით. მოწყობილობის დაბალანსება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იყანყალებს ან იმოძრავებს მუშაობის დროს.

 

და შეაერთეთ!

 

 

 

საცდელი ჩართვის დროა

 

მოწყობილობის დამონტაჟებისა და დაყენების შემდეგ, მისი გამოცდის დროა! აირჩიეთ მოკლე პროგრამა და ჩართეთ მოწყობილობა ცარიელ მდგომარეობაში სარეცხი საშუალების გარეშე. შეამოწმეთ, ხომ არ ჟონავს, ხომ არ აქვს ზედმეტი ვიბრაციები ან გამოსცემს უცნაურ ხმებს. თუ ყველაფერი ინსტრუქციების მიხედვით შეასრულეთ, ყველაფერი კარგად უნდა მუშაობდეს. ნებისმიერი პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, უმჯობესია, დაუკავშირდეთ კვალიფიციურ ინჟინერს. 

 

სულ ესაა. თქვენ ახლახან დაამონტაჟეთ Beko-ს ახალი სარეცხი მანქანა! დარწმუნდით, რომ იცით, როგორ ჩატვირთოთ მანქანა სათანადოდ, იხელმძღვანელეთ სახელმძღვანელოთი, რათა გაიგოთ რამდენი სარეცხი საშუალება უნდა გამოიყენოთ. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით. 

 

ვიმედოვნებთ, რომ ისიამოვნებთ თქვენი ახალი მოწყობილობის გამოყენებით.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko