რადგან ეს ის მოწყობილობაა, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი საყვარელი ბლუზას ან იღბლიანი მაისურის სისუფთავეზე, ალბათ ყველაზე არასასურველი რამ თქვენთვის არის არასასიამოვნო სუნი სარეცხ მანქანაში. სარეცხ მანქანაში სასიამოვნო სურნელის შენარჩუნების გზას მისი რეგულარული წმენდა წარმოადგენს, თუმცა აქ ჩამოთვლილია რამდენიმე რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, თუ თქვენს მოწყობილობაში არასასიამოვნო სუნია.
შეებრძოლეთ ობს
სარეცხ მანქანაში სუნის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის ობი. ობი შეიძლება წარმოიშვას კარის ჰერმეტიზატორში, სარეცხი საშუალების უჯრაში და ნარჩენების ფილტრში. ასე რომ, დაიცავით მოწყობილობის ამ ნაწილების სისუფთავე.
აუწიეთ ტემპერატურას
სარეცხი საშუალება და დამარბილებელი არის ის, რაც განაპირობებს თქვენი ტანისამოსის სისუფთავეს, არა? მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ცუდი სუნი, თუ არ მოხდება მათი სრულად გახსნა რეცხვის ციკლის დროს და დარჩება დოლურაში. უფრო ცივი რეცხვის ციკლებს შეუძლიათ ამის გამოწვევა, დროდადრო გამოიყენეთ ცხელი რეცხვის პროგრამა.
არ დაორთქლოთ იგი
ცუდი სუნი შეიძლება გამოიწვიოს რეცხვის ციკლის შემდეგ დოლურაში მომწყვდეულმა ტენიანმა ჰაერმა. დატოვეთ კარი ღია 15 წუთის განმავლობაში ან გაანიავეთ დოლურა რეცხვის შემდეგ.
თვით-წმენდა
თუ იღბლიანი ხართ და გაქვთ თვით-წმენდის პროგრამის მქონე სარეცხი მანქანა, როგორიცაა DrumClean+. გამოიყენეთ ეს პროგრამა ყოველ თვე იმისთვის, რომ დოლურაში სასიამოვნო სუნი იყოს. თუ თქვენ მოწყობილობას ეს ფუნქცია არ აქვს, შეგიძლიათ ჩართოთ ყველაზე ცხელი ციკლი სარეცხი საშუალების ან სარეცხის გარეშე იმისთვის, რომ მიიღოთ იგივე შედეგი.