თუ ხედავთ შავ და გამაგრებულ ნარჩენებს თქვენი სარეცხი მანქანის სარეცხი საშუალების უჯრაში, ეს იმას ნიშნავს, რომ სარეცხი საშუალების ნარჩენებმა დაიწყეს შავი ობის წარმოქმნა. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. გთხოვთ იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.
შეამოწმეთ, ხომ არ არის სარეცხი საშუალების უჯრა დანესტიანებული
შეიძლება სარეცხი საშუალების უჯრა იყო სველი, როცა იქ სარეცხი საშუალება ჩაყარეთ. შევსებამდე ამოაშრეთ სარეცხი საშუალების უჯრა.
შეამოწმეთ, ხომ არ არის სარეცხი საშუალება დანესტიანებული
შეიძლება თავად სარეცხი საშუალება იყოს დანესტიანებული. შეინახეთ ის თავდახურულ კონტეინერში, ნესტისა და ჭარბი ტემპერატურისგან დაცულ ადგილას.
შეამოწმეთ წყლის წნევა
თქვენს სარეცხ მანქანას სჭირდება სათანადო წყლის წნევა უჯრიდან სარეცხი საშუალების ამოსაღებად. შეამოწმეთ წყლის წნევა წყლის მილზე დამონტაჟებულ მანომეტრზე ან სარეცხი მანქანის უკან სარქველზე მანომეტრის დამონტაჟების გზით.
წყლის წნევა თქვენი Beko-ს სარეცხი მანქანის ასამუშავებლად 1-10 ბარი უნდა იყოს (0,1-1 მპა). თუ წნევა ამაზე დაბალია, შესაძლოა წყლის მილები გაბიდნულია ან ჟონავს. ასეთ შემთხვევაში გადაკეტეთ წყლის მიწოდების სარქველი და დაუკავშირდით კვალიფიციურ სანტექნიკოსს.
შეამოწმეთ, ხომ არ არის გაჭედილი სარეცხი საშუალების უჯრის ნახვრეტები
თქვენი მოწყობილობის სარეცხი საშუალების უჯრა დაყოფილია განყოფილებებად, სადაც თავსდება სხვადასხვა სახის სარეცხი პროდუქტი.
ძირითადი სარეცხი საშუალების განყოფილებას აწერია „სარეცხი საშუალება“ ან „II“. დანარჩენი განყოფილებები მიეკუთვნება წინასწარ რეცხვას (აწერია „წინაწარი რეცხვა“ ან „I“) და დამარბილებელს (აწერია „დამარბილებელი“ ან სიმბოლო).
თუ ძირითად სარეცხ განყოფილებაში შავი ნარჩენია, შესაძლოა მასში მოთავსებული სარეცხი საშუალება დასველდა წინასწარი რეცხვის წყლით. გამორთეთ სარეცხი მანქანა, ამოიღეთ სარეცხი საშუალების უჯრა და შეამოწმეთ მისი ნახვრეტები. გაწმინდეთ ისინი, თუ გაჭედილია.
შეამოწმეთ, იხურება თუ არა სათანადოდ სარეცხი საშუალების უჯრის სარქველები
შესაძლოა სარეცხი საშუალების უჯრის სარქველი არ იხურება სათანადოდ. სარეცხი მანქანის გამოყენების შემდეგ, გამორთეთ ის და მოხსენით სარეცხი საშუალების უჯრა. თუ უჯრის ღიობის შიგნით წყალი წვეთავს, მოწმინდეთ ის და შეამოწმეთ ცოტა ხნის შემდეგ.
თუ კვლავ შეამჩნევთ სისველეს ან თუ წყალი წვეთავს, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს .
დამარბილებელი და სარეცხი საშუალება ერთმანეთს არ უნდა შეერიოს
ნარჩენები შესაძლოა დაგროვდეს, თუ დამარბილებელი შეერევა სარეცხ საშუალებას. თუ ფიქრობთ, რომ ესაა მიზეზი, გარეცხეთ და გაასუფთავეთ უჯრა თბილი წყლით. დარწმუნდით, რომ სარეცხ საშუალებას და დამარბილებელს ათავსებთ თავის განყოფილებებში.
მოერიდეთ ზედმეტი სარეცხი საშუალების გამოყენებას
შესაძლოა საჭიროზე მეტ სარეცხ საშუალებას იყენებთ. შეასრულეთ სარეცხი საშუალების შეფუთვაზე არსებული ინსტრუქციები და გამოიყენეთ მხოლოდ რეკომენდებული დოზები.
მოათავსეთ სარეცხი მანქანის ტაბლეტი დოლურაში
თუ იყენებთ სარეცხი მანქანის ტაბლეტს, მოათავსეთ ის დოლურას შიგნით სარეცხთან ერთად. თუ მოათავსებთ სარეცხი საშუალების უჯრაში, ტაბლეტმა შეიძლება დატოვოს ნარჩენი.
და ბოლოს, ეს შესაძლოა იყოს ზოგადი წმენდის პრობლემა. თქვენ შეგიძლიათ ამ პრობლემის გადაჭრა, თუ თქვენი მანქანის რეგულარულად წმენდას ჩვევად აქცევთ.