მადლობას გიხდით უკუკავშირისთვის
თქვენ ახლახან დაამატეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიას.
თქვენ ახლახან წაშალეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიიდან.
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება
თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ მხოლოდ ერთი და იგივე კატეგორიის პროდუქტები.
თქვენ ახლახან დაამატეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენ ახლახან წაშალეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენი შესადარებელი სია სავსეა!
თქვენ დაამატეთ მხოლოდ 1 პროდუქტი. გთხოვთ დაამატოთ მეტი პროდუქტი შესადარებლად

1 მინ წაკითხვა

როგორ გამოვრთო ჩემი საყინულის მაღალი ტემპერატურის სიგნალიზაცია?

როგორ გამოვრთო ჩემი საყინულის მაღალი ტემპერატურის სიგნალიზაცია?
როგორ გამოვრთო ჩემი საყინულის მაღალი ტემპერატურის სიგნალიზაცია?

 

 

თქვენი მაცივრის წითელი ნათურა ან მაღალი ტემპერატურის სიგნალიზაცია ჩაირთვება, როცა ის საკმარისად ცივი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ საყინულე არ გამოდგება გაყინული საკვების შესანახად, სანამ ნათურა ჩართულია. გთხოვთ, იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.

 

 

 

დააცადეთ თქვენს ახლად დამონტაჟებულ მოწყობილობას გაგრილება

 

მაღალი ტემპერატურის სიგნალიზაცია ან წითელი ნათურა ჩაირთვება მაშინ, როცა მაცივარს პირველად შეუერთებთ ელექტრო ქსელს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტემპერატურა მოწყობილობის შიგნით ჯერ კიდევ მეტისმეტად თბილია. დახურეთ საყინულის კარი და სინათლე რამდენიმე საათში ჩაქვრება.

 

 

 

მოერიდეთ ცხელი პროდუქტის შენახვას მოწყობილობაში

 

საყინულეს ბევრად მეტი დრო სჭირდება შიდა ტემპერატურის დასასტაბილურებლად, როდესაც შიგნით ცხელი კერძი დევს. აცადეთ კერძს გაგრილება, სანამ მაცივარში მოათავსებთ.

 

 

 

შეამოწმეთ კარის მამჭიდროვებლები, ხომ არ აქვს ღრეჩოები, ბზარები ან ნასკდომები

 

მოწყობილობის შიგნით ცივი ჰაერი სათანადოდ უნდა იყოს იზოლირებული გარე ტემპერატურისგან. შეამოწმეთ, ხომ არ არის ღრეჩო კარის მამჭიდროვებელსა და კონსოლს შორის. თუ ღრეჩოს აღმოაჩენთ, დაარეგულირეთ კარის მამჭიდროვებელი კარზე თითებით ოდნავ მიწოლით.

 

თუ ღიობები არსებობს, საჭირო იქნება ჰერმეტიზაციის გამოცვლა. ასეთ შემთხვევაში, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს. 

 

 

 

მოერიდეთ მაცივრის კარის გაღებას მეტისმეტად ხშირად ან კარის დიდხანს ღიად დატოვებას

 

საყინულეში ჰაერი გარკვეულ ტემპერატურაზე უნდა იყოს იმისათვის, რომ გაყინულ მდგომარეობაში შეინახოს პროდუქტი. თუ საყინულის კარს მეტისმეტად ხშირად აღებთ ან დიდხანს ტოვებთ ღიად, საყინულეში შესული თბილი ჰაერი გაზრდის შიგნით არსებულ ტემპერატურას.

 

 

 

შეამოწმეთ, ხომ არ დაგროვდა ყინული

 

შეამოწმეთ საყინულე ყინულით ხომ არ რის დაფარული. თუ შიდა კედლები დაფარულია ყინულით, მექანიკურად უნდა შეეცადოთ საყინულის გალღობას.

 

თქვენი საყინულის გალღობის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.

 

Beko-ს საყინულეები MinFrost® ტექნოლოგიით ამცირებენ ყინულის წარმოქმნას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლები გალღობის ციკლებია საჭირო. 

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko