დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება

2 მინ წაკითხვა

როგორ შევაკეთოთ საყინულე, რომელიც არ მუშაობს?

როგორ შევაკეთოთ საყინულე, რომელიც არ მუშაობს?
როგორ შევაკეთოთ საყინულე, რომელიც არ მუშაობს?

 

 

დარწმუნდით, რომ საყინულე ჩართულია და თერმოსტატის კონტროლი გამორთული არ არის. თუ ის სტანდარტულ ზუზუნის ხმას გამოსცემს, საყინულე სავარაუდოდ ჩართულია. თუ საყინულე მუშაობს, მაგრამ შიგთავსს სათანადოდ არ ყინავს, გთხოვთ შეამოწმოთ, შეიძლება თუ არა, რომ პრობლემას ქვემოთ ჩამოთვლილი ქმნიდეს.

 

 

 

ნახეთ, ხომ არ სჭირდება გასუფთავება კონდენსატორის ხვეულებს

 

კონდენსატორი პასუხისმგებელია თქვენი მოწყობილობის მიერ წარმოებული სითბოს გამოშვებაზე ჰაერში, მის გარშემო. მისი სადენები ვერ იმუშავებს ეფექტურად, თუ ისინი ჭუჭყითა და მტვრითაა დაფარული. გამორთეთ თქვენი მოწყობილობა და დაამაგრეთ კლაკნილები თქვენი მოწყობილობის უკან ან ქვედა მხარეს. ხვეულას გაწმენდა შეგიძლიათ რბილი ჯაგრისით ან მტვერსასრუტით, რომელზეც ჯაგრისიანი ნაწილია დამაგრებული, თუ მტვერსასრუტი დაყენებულია შეწოვის დაბალ სიმძლავრეზე. არ გამოიყენოთ დატენიანებული ნაჭერი ან პირსახოცი კონდენსატორის ხვეულების გასაწმენდად. 

 

 

 

მოერიდეთ მოწყობილობის გადატვირთვას

 

თქვენი საყინულის სწორად ფუნქციონირებისთვის საჭიროა ჰაერის სათანადო ცირკულაცია. მაცივრის ზედმეტად გადატვირთვამ შესაძლოა დაბლოკოს მისი განყოფილების შიგნით ჰაერის დინება. თუ საყინულის ზოგი ნაწილი არ ცივდება ისე, როგორც საჭიროა, ამოიღეთ საყინულის შიგთავსის ნაწილი და დარწმუნდით, რომ ჰაერის ნაკადი შეზღუდული არ არის, განსაკუთრებით ვენტილატორებთან ახლოს.

 

 

 

შეამოწმეთ, ხომ არ დაგროვდა ყინული

 

შეამოწმეთ საყინულე ყინულით ხომ არ რის დაფარული. თუ შიდა კედლები დაფარულია ყინულით, მექანიკურად უნდა შეეცადოთ საყინულის გალღობას.

 

თქვენი საყინულის გალღობის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.

 

თუ თქვენს საყინულეს მშრალი ყინვის ფუნქცია აქვს, აღარ დაგჭირდებათ მისი მექანიკურად გალღობა.

 

 

 

შეამოწმეთ გარემოს ტემპერატურა

 

ძალია ცივმა გარე ტემპერატურამ შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენს საყინულეს სათანადოდ მუშაობაში, განსაკუთრებით, თუ ის მოთავსებულია მინაშენში, რომელიც არ თბება. თუ ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება იყოს პრობლემა, შეუცვალეთ მოწყობილობას ადგილი.

 

იმის სანახავად, თუ რამდენად დაბალ გარე ტემპერატურაზე შეუძლია თქვენი მაცივრის საყინულეს მუშაობა, იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.

 

 

 

შეამოწმეთ, ხომ არ აქვს კარის მამჭიდროვებლებს ღრეჩოები, ბზარები ან ნახვრეტები 

 

მოწყობილობის შიგნით ცივი ჰაერი სათანადოდ უნდა იყოს იზოლირებული გარე ტემპერატურისგან. შეამოწმეთ, ხომ არ არის ღრეჩო კარის მამჭიდროვებელსა და კონსოლს შორის. თუ ღრეჩოს აღმოაჩენთ, დაარეგულირეთ კარის მამჭიდროვებელი კარზე თითებით ოდნავ მიწოლით.

 

თუ ღიობები არსებობს, საჭირო იქნება ჰერმეტიზაციის გამოცვლა. ასეთ შემთხვევაში, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko