საყინულისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა -15 °C. თუ ტემპერატურა სწორად გაქვთ დაყენებული, მაგრამ საკვები მაინც ლღვება, იხილეთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.
მოერიდეთ მაცივრის კარის გაღებას მეტისმეტად ხშირად ან კარის დიდხანს ღიად დატოვებას
საყინულეში ჰაერი გარკვეულ ტემპერატურაზე უნდა იყოს იმისათვის, რომ გაყინულ მდგომარეობაში შეინახოს პროდუქტი. თუ საყინულის კარს მეტისმეტად ხშირად აღებთ ან დიდხანს ტოვებთ ღიად, საყინულეში შესული თბილი ჰაერი გაზრდის შიგნით არსებულ ტემპერატურას.
შეამოწმეთ, ხომ არ დაგროვდა ყინული
შეამოწმეთ საყინულე ყინულით ხომ არ რის დაფარული. თუ შიდა კედლები დაფარულია ყინულით, თქვენმა მოწყობილობამ შეიძლება იდეალურ ტემპერატურას ვერ მიაღწიოს. ასეთ შემთხვევაში, მექანიკურად უნდა შეეცადოთ საყინულის გალღობას.
საყინულის გალღობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თქვენი მომხმარებლის სახელმძღვანელო. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.
ისარგებლეთ MinFrost® ფუნქციით
Beko-ს საყინულეები MinFrost® ტექნოლოგიით ამცირებენ ყინულის წარმოქმნას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლები გალღობის ციკლებია საჭირო.