დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება

2 მინ წაკითხვა

როგორ შევაკეთოთ საყინულე, რომელიც საკმარისად ცივი არ არის?

როგორ შევაკეთოთ საყინულე, რომელიც საკმარისად ცივი არ არის?
როგორ შევაკეთოთ საყინულე, რომელიც საკმარისად ცივი არ არის?

 

 

რამდენიმე მიზეზი არსებობს რის გამოც თქვენი საყინულე შეიძლება საკმარისად არ ყინავდეს. გთხოვთ, იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში. 

 

 

 

დააცადეთ თქვენს ახლად დამონტაჟებულ მოწყობილობას გაგრილება

 

მაღალი ტემპერატურის სიგნალიზაცია ან წითელი ნათურა ჩაირთვება მაშინ, როცა მაცივარს პირველად შეუერთებთ ელექტრო ქსელს. ეს იმას ნიშნავს, რომ ტემპერატურა მოწყობილობის შიგნით ჯერ კიდევ მეტისმეტად თბილია. დახურეთ საყინულის კარი და სინათლე რამდენიმე საათში ჩაქვრება.

 

 

 

მოერიდეთ ცხელი პროდუქტის შენახვას მოწყობილობაში

 

საყინულეს ბევრად მეტი დრო სჭირდება შიდა ტემპერატურის დასასტაბილურებლად, როდესაც შიგნით ცხელი კერძი დევს. აცადეთ კერძს გაგრილება, სანამ მაცივარში მოათავსებთ.

 

 

 

შეამოწმეთ კარის მამჭიდროვებლები, ხომ არ აქვს ღრეჩოები, ბზარები ან ნასკდომები

 

მოწყობილობის შიგნით ცივი ჰაერი სათანადოდ უნდა იყოს იზოლირებული გარე ტემპერატურისგან. შეამოწმეთ კარის მამჭიდროვებლები, რათა დარწმუნდეთ, რომ არ არის ღრეჩოები მამჭიდროვებლებსა და კორპუსს შორის. თუ ღრეჩოს აღმოაჩენთ, დაარეგულირეთ კარის მამჭიდროვებელი კარზე თითებით ოდნავ მიწოლით. 

 

თუ კარები სათანადოდ მჭიდროდ არ იხურება, სცადეთ მამჭიდროვებლის რბილი ქსოვილით ან ღრუბელით და თბილი წყლით გაწმენდა. არ გამოიყენოთ აბრაზიული საწმენდი საშუალებები, ვინაიდან შეიძლება დააზიანონ მამჭიდროვებლები. თუ მამჭიდროვებელი მეტისმეტად მოშვებული ან დაბზარულია, საჭიროა მისი შეკეთება ან მთლიანად შეცვლა. ასეთ შემთხვევაში, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.

 

 

 

მოერიდეთ მაცივრის კარის გაღებას მეტისმეტად ხშირად ან კარის დიდხანს ღიად დატოვებას

 

პირველ რიგში, ყინული წარმოიქმნება მაცივრის საყინულეში თბილი ჰაერის მოხვედრის და ურთიერთმოქმედების შედეგად. ამის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ ძალიან ხშირად არ გააღოთ კარი და ასევე არ დატოვოთ კარი ღია დიდი ხნის განმავლობაში.

 

 

 

შეამოწმეთ, ხომ არ დაგროვდა ყინული

 

შეამოწმეთ საყინულე ყინულით ხომ არ რის დაფარული. თუ შიდა კედლები დაფარულია ყინულით, მექანიკურად უნდა შეეცადოთ საყინულის გალღობას. თქვენი საყინულის გალღობის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით. თუ თქვენს Beko-ს საყინულეს მშრალი ყინვის ფუნქცია აქვს, თქვენ აღარ დაგჭირდებათ მისი მექანიკურად გალღობა. ჩვენი მშრალი ყინვის საყინულეები უზრუნველყოფენ ყინულის დაგროვების პრევენციას ავტომატურად გამოდევნიან რა კორპუსში მოხვედრილ თბილ ჰაერს.

 

თქვენი საყინულის გალღობის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით. 

 

 

 

ისარგებლეთ MinFrost® ფუნქციით

 

Beko-ს საყინულეები MinFrost® ტექნოლოგიით ამცირებენ ყინულის წარმოქმნას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლები გალღობის ციკლებია საჭირო.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko