დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება

1 მინ წაკითხვა

ღუმელის რომელი ცხაურა უნდა გამოვიყენო?

ღუმელის რომელი ცხაურა უნდა გამოვიყენო?
ღუმელის რომელი ცხაურა უნდა გამოვიყენო?

 

 

არ აქვს მნიშვნელობა აცხობთ, წვავთ თუ გრილს იყენებთ, ღუმელის მიმართ ნებისმიერი თქვენი კულინარიული დამოკიდებულება აისახება ნამზადზე. განსხვავება შეიძლება იყოს ოქროსფერ, შრეებიან ქერქსა და გამოუმცხვარ ძირს შორის! ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ, გაიგოთ ღუმელის ცხაურას გამოყენების რამდენიმე პრინციპი.

 

 

 

გაიგეთ, როგორ მუშაობს ღუმელი

 

კონვექციური ელექტრო ღუმელების უმრავლესობას ზედა და ქვედა წვა აქვს. ღუმელის ჩართვის შემდეგ, ორივე წვა ჩაირთვება დაყენებულ ტემპერატურაზე. სასურველი ტემპერატურის მიღწევის შემდეგ, ქვედა წვა პერიოდულად ჩაირთვება სითბოს შესანარჩუნებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ზედა წვა უფრო ცხელი იქნება, ვინაიდან სითბოს წყარო მუდმივად წარმოშობს სითბოს და ცხელი ჰაერიც მატულობს. 

 

ბევრ თანამედროვე ღუმელს აქვს ვენტილატორი, რომელიც სითბოს თანაბრად ანაწილებს მთელს ღუმელში. ამასთანავე, თქვენ მაინც შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემულ სახელმძღვანელოში მითითებული პრინციპები, თუმცა ეფექტი ნაკლებ შესამჩნევი იქნება.

 

 

 

ქვედა ცხაურა

 

ქვედა ცხაურა ძალიან კარგია ყველაფრისთვის, რასაც გინდათ რომ ხრაშუნა ძირი ქონდეს. ამის მაგალითია პიცა და ქერქიანი პური.

 

 

 

ზედა ცხაურა

 

ზედა ცხაურა იდეალურია იმ კერძებისთვის, რასაც გინდათ ხრაშუნა, ყავისფერი ზედაპირი ქონდეს. ეს ცხაურა გამოიყენება ღვეზელებისთვის, საცხობად და პატარა ქვაბებისთვის.

 

 

 

შუა ცხაურა

 

ეს არის ოქროს შუალედი, როდესაც კერძი ზედა ან ქვედა წვაზე არ უნდა მომზადდეს; შესაბამისად, ის იდეალური ადგილია ნამცხვრებისთვის, ორცხობილებისა და ბრაუნისთვის, ასევე მთავარი კერძებისა და ხორცისთვის.

 

 

 

არ არის აუცილებელი მხოლოდ ერთი ცხაურას გამოყენება!

 

ეს ხომ აშკარაა!? შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა ცხაურით მზადების პროცესში სხვადასხვა შედეგების მისაღწევად. მაგალითად, ღვეზელის ცხობა შეგიძლიათ დაიწყოთ ქვედა ცხაურაზე ნაზი და ყავისფერი ძირის მისაღებად, შემდეგ აიტანოთ შუა ცხაურაზე იმისათვის, რომ გული თანაბრად მომზადდეს. და ბოლოს, ზედა ცხაურაზე შეგიძლიათ დადოთ ბოლო 15 წუთის ან ცოტა მეტი ხნის განმავლობაში ოქროსფერ-ყავისფერი, შრეებიანი ხრაშუნა ზედაპირის მისაღებად.

 

თუ დარწმუნებული არ ხართ, შეგიძლიათ ყოველთვის უბრალოდ გამოსწიოთ შუა ცხაურა და თვალყური ადევნოთ მზადების პროცესს. თუ კერძს მაინც ჭირდება მეტი მომზადება ზევიდან ან ქვევიდან, გადააადგილეთ ის! ეს ცოდნა ცდებთან და გამოცდილებასთან ერთად მოდის, ამიტომ ნუ იდარდებთ, პირველივე ჯერზე სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko