მადლობას გიხდით უკუკავშირისთვის
თქვენ ახლახან დაამატეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიას.
თქვენ ახლახან წაშალეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიიდან.
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება
თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ მხოლოდ ერთი და იგივე კატეგორიის პროდუქტები.
თქვენ ახლახან დაამატეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენ ახლახან წაშალეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენი შესადარებელი სია სავსეა!
თქვენ დაამატეთ მხოლოდ 1 პროდუქტი. გთხოვთ დაამატოთ მეტი პროდუქტი შესადარებლად

2 მინ წაკითხვა

9 გზა იმისთვის, რომ უფრო ენერგოეფექტური გავხადოთ ღუმელი 

9 გზა იმისთვის, რომ უფრო ენერგოეფექტური გავხადოთ ღუმელი
9 გზა იმისთვის, რომ უფრო ენერგოეფექტური გავხადოთ ღუმელი

 

 

არ აქვს მნიშვნელობა, ცხობის მოყვარული ხართ, ერთი კერძისგან შემდგარი სადილის მომზადება გიყვართ თუ საკვირაო სადილისა, თქვენს ღუმელს ნამდვილად შეუძლია თქვენი კულინარული შესაძლებლობების გამოვლენა. მაგრამ ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ გარემოს დაცვაში, ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ როგორ ვიყენებთ ღუმელს. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ისინი სასარგებლო იქნება როგორც გარემოსთვის, ასევე თქვენი საფულისთვისაც.

 

 

 

01.

ერთდროულად მოამზადეთ რამდენიმე კერძი

 

მართალია რამდენიმე კერძის ერთდროულად მომზადებას შესაძლოა ცოტა მეტი დამატებითი დაგეგმვა სჭირდება, მაგრამ ის საუკეთესო საშუალებაა თქვენი ღუმელის უფრო ეფექტურად გამოსაყენებლად. გაითვალისწინეთ ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პორციებად ამზადებთ კერძს. უბრალოდ არ გადატვირთოთ თქვენი ღუმელი ან არ შეაფერხოთ ნებისმიერი ვენტილატორი, რადგან ეს შეამცირებს ეფექტურობას.

 

 

 

02.

არ დაელოდოთ ღუმელის „გაცხელებას“

 

კერძის მომზადებს ბევრ ინსტრუქციაში გთხოვენ ღუმელის გაცხელებას კონკრეტულ ტემპერატურამდე სანამ იქ თქვენს კერძს მოათავსებთ. შესაძლოა ზუსტი ტემპერატურის დაყენება მნიშვნელოვანი იყოს გარკვეული ტიპის ცხობისათვის, კერძების უმრავლესობის ღუმელში მოთავსება კი შესაძლებელია მისი ჩართვისთანავე. ამ სახით ღუმელის მიერ გენერირებული სითბოს გამოყენებას დაუყოვნებლივ შეძლებთ.

 

 

 

03.

გამორთეთ ღუმელი ადრე

 

თუ გამორთავთ ღუმელს თქვენი კერძის მომზადებამდე ხუთი წუთით ადრე, ღუმელში არსებული სითბო გააგრძელებს თქვენი კულინარიული ქმნილების მომზადებას ყოველგვარი ენერგიის გამოყენების გარეშე. ამაზე უფრო მეტი ენერგოეფექტურობა წარმოუდგენელია!

 

 

 

04.

სავების მომზადებისას არ გამოაღოთ ღუმელის კარები

 

ზოგჯერ ღუმელის კარის გამოღება საჭიროა კერძის შემოსატრიალებლად ან შესანჯღრევად, მაგრამ ეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ ის. ღუმელის კარის ყოველი გაღებისას იქიდან გამოდის სითბო. თქვენს ღუმელს კი დიდი სამუშაოს გაწევა უწევს ღუმლის შიგნით სასურველი ტემპერატურის დასაბრუნებლად. ასე რომ, თუ უბრალოდ გინდა ნახოთ, თუ რა ხდება შიგნით, შეიხედეთ ღუმელში მინის პანელიდან!

 

 

 

05.

კერძის მომზადების დაწყებამდე კარგად გაალღვეთ საკვები

 

თუ კერძის მომზადების დაწყებამდე თქვენს ღუმელს უწევს მისი გალღობა, მას ნამდვილად უფრო მეტი ენერგიის გამოყენება მოუწევს. ეცადეთ კერძის მომზადების დაწყებამდე კარგად გაალღოთ ყველაფერი, რათა დაზოგოთ ენერგია.

 

 

06.

გამოიყენეთ კერამიკის ან მინის ჭურჭელი

 

მინის და კერამიკის ჭურჭელი ბევრად უკეთესად ინარჩუნებს სითბოს ლითონის ჭურჭელთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ოდნავ დაუწიოთ ტემპერატურას. დაბალი ტემპერატურა ენერგიის ნაკლებ ხარჯს ნიშნავს.

 

 

 

07.

გონივრულად შეარჩიეთ თვით-წმენდის პროგრამის დრო

 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ღუმელის გასუფთავების დროა და გსურთ პიროლითიური თვით-წმენდის ფუნქციის გამოყენება, გააკეთეთ ეს კერძის მოსამზადებლად ღუმელის გამოყენების დასრულებისთანავე. ამ შემთხვევაში, ღუმელი უკვე ცხელი იქნება და ის ნაკლებ ენერგიას დახარჯავს პიროლითიური გასუფთავებისთვის საჭირო სუპერ-მაღალი ტემპერატურის მისაღწევად.

 

 

 

08.

გაასუფთავეთ ღუმელი

 

სუფთა ღუმელი მალე ცხელდება და სითბოს უფრო ეფექტურად ანაწილებს, რის გამოც ის უფრო ენერგოეფექტური ხდება.

 

 

 

09.

არ ჩადოთ თხელი ფოლგა ღუმელში

 

ზოგიერთი ადამიანი თხელ ფოლგას დებს ღუმელის ძირზე ჩამოწვეთებული ცხიმის ან ჭურჭლის კიდეებიდან გადმოღვრილი სოუსის დასაჭერად.

 

შესაძლოა ეს კარგ იდეად გეჩვენებოდეთ, მაგრამ ფოლგის ამრეკლავი ზედაპირი ხელს უშლის სითბოს გადანაწილებას ღუმელის შიგნით. და არა მარტო ეს, მან შეიძლება შეაფერხოს ღუმელის ვენტილატორი და შეამციროს მისი ეფექტურობა.

 

სულ ესაა. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და შეძლებთ თქვენი ღუმელის ყველაზე ენერგოეფექტურად გამოყენებას.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko