ამაში უჩვეულო არაფერია.
ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა თქვენი ღუმელი მუშაობისას წარმოქმნის კვამლს. ქვემოთ ჩამოთვლილია ამის ყველაზე გავრცელებული მიზეზები.
წარმოების პროცესის ნარჩენები
თქვენი ღუმელის ზოგიერთ ნაწილზე შესაძლოა იყოს წარმოების პროცესის შემდეგ დარჩენილი ზეთიანი ან დამცავი საშუალების ნარჩენები. სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა, თუ თქვენი ღუმელი გამოუშვებს კვამლს პირველი გამოყენებისას, რადგან ეს მასალები იწვება.
ცხიმის დაგროვება
ღუმელში საკვების მომზადებისას გამაცხელებელ ელემენტებზე ცხიმის დაწვეთება ჩვეულებრივი მოვლენაა. ცხიმი შეიძლება აორთქლდეს საკვებიდან და მიეკროს ღუმელის ჭერსა და კედლებს. და თუ შემდგომ ჩავრთავთ გრილს ან ღუმელს, ეს ჩამჯდარი ცხიმი დაიწყებს წვას და წარმოქმნის კვამლს და მძაფრ სუნს.
საწმენდი საშუალების ნარჩენი
თქვენს ღუმელში კვამლის წარმოქმნის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია შიდა ზედაპირზე დარჩენილი სარეცხი საშუალების ნარჩენი.
პიროლითიური თვით-წმენდა
ბევრ Beko-ს ღუმელს აქვს პიროლითიური თვით-წმენდის ფუნქცია, რომელიც თქვენი ღუმელის ტემპერატურას ზრდის 500 °C-მდე და ფერფლად აქცევს ყველა საკვების ნაწილაკს და შხეფს. შემდგომ კი შეგიძლიათ ამ ფერფლის მოწმენდა ღუმელის ძირიდან. პიროლითიური თვით-წმენდა ეფექტურია ღუმელის ყველა ზედაპირსა და ნაწილზე, თაროების და წინა კარის ჩათვლით და ამცირებს საწმენდი საშუალების საჭიროებას.
კატალიტიკური პანელები
ყველა Beko-ს ღუმელი აღჭურვილია კატალიტიკური პანელებით უკანა და გვერდითა კედლებზე, რომელიც შთანთქავს ცხიმს, ამცირებს ღუმელის შიგნით აბრაზიული საწმენდი საშუალებების გამოყენების საჭიროებას.
თუ გასუფთავება შედეგს არ გამოიღებს და წარმოქმნილი კვამლის მოცულობაც დიდია, გამორთეთ მოწყობილობა დაუყოვნებლივ და დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.