დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება

1 მინ წაკითხვა

როგორ მოვაშოროთ ცუდი სუნი ელექტრო ჩაიდანს?

როგორ მოვაშოროთ ცუდი სუნი ელექტრო ჩაიდანს?
როგორ მოვაშოროთ ცუდი სუნი ელექტრო ჩაიდანს?

 

 

რამდენიმე მიზეზის არსებობს, რის გამოც ჩაიდანში წყალს ცუდი გემო ან სუნი აქვს. გთხოვთ, იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.

 

 

 

დარწმუნდით, რომ სასმელ ან გამოხდილ წყალს იყენებთ

 

თქვენი ჩაიდანი შექმნილია მხოლოდ სასმელი ან გამოხდილი წყლის ასადუღებლად. ჩაიდანში სხვა სითხის გამოყენება რეკომენდებული არ არის

 

 

 

შეამოწმეთ, ხომ არ დაგროვდა კირი

 

დროთა განმავლობაში, ჩაიდნის შიგნიდან ჩნდება კირის ნადები.

 

ჩაიდნიდან ნადების მოსაშორებლად, აავსეთ ის წყლით MAX ნიშნულამდე და აადუღეთ. როდესაც ჩაიდანი გამოირთვება, გამოაერთეთ დენიდან. დაამატეთ ორი ჭიქა თეთრი ძმარი ან ერთი ჩაის კოვზი ლიმონის მარილი ადუღებულ წყალში. დატოვეთ ხსნარი ჩაიდანში რამდენიმე საათის განმავლობაში. შემდეგ გადაღვარეთ და საგულდაგულოდ გამორეცხეთ შიგნიდან. ხელახლა აავსეთ ჩაიდანი სუფთა წყლით და აადუღეთ. დაცალეთ ჩაიდანი და კიდევ ერთხელ გამოავლეთ წყალი.

 

ეს ეტაპები შეგიძლიათ რამდენჯერმე გაიმეოროთ, თუ კირის ფენა კიდევ გაჩნდება. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ რეკლამაში ნაჩვენები ნადების საწინააღმდეგო საშუალება. აუცილებლად დაიცავით შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქცია. 

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko