დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება

2 მინ წაკითხვა

როგორ გავწმინდო ჩემი ჭურჭლის სარეცხი მანქანა

როგორ გავწმინდო ჩემი ჭურჭლის სარეცხი მანქანა?
როგორ გავწმინდო ჩემი ჭურჭლის სარეცხი მანქანა?

 

 

მადლობა ღმერთს თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის! შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ცხოვრება მის გარეშე? ის გაცილებთ ჭურჭლის რეცხვის პრობლემას და ფეხის ფეხზე გადადების საშუალებას გაძლევთ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, დროდადრო საჭიროა ამ მოწყობილობის გაწმენდა იმისათვის, რომ მან საუკეთესოდ იმუშაოს და ხელი შეუშალოს უსიამოვნო სუნის წარმოქმნას.

 

ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ გაიგოთ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა სუფთა იყოს. 

 

 

 

01.

მოამზადეთ საჭირო ნივთები

 

თქვენ დაგჭირდებათ ღრუბელი, რამდენიმე მშრალი ქსოვილი, კბილის ჯაგრისი, გამდინარე წყალი, ჭურჭლის სარეცხი საშუალება ან ცოტაოდენი არააბრაზიული საწმენდი საშუალება. არც კი იფიქროთ ალუმინის ღრუბლების ან უხეში, ძლიერი სარეცხი საშუალებების გამოყენება, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი მოწყობილობის დაკაწვრა და კოროზიაც კი.    

 

 

 

02.

მოწყობილობის მომზადება გასაწმენდად 

 

თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა შიგნიდან და გარედან გულდასმით უნდა გაწმინდოთ. პირველ რიგში, უნდა გამოიღოთ ყველა მოსახსნელი ნაწილი. გამოსწიეთ ქვედა კალათი და გადადეთ გვერდზე. 

 

მოხსენით ზედა პროპელერი მომჭერის საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოტრიალებით. ქვედა პროპელერი უბრალოდ უნდა მოქაჩოთ. 

 

შემდეგ, მოხსენით სადრენაჟე ფილტრი და თხელი ლითონის ცხაურა, რომელიც ფარავს კორპუსს.

 

 

 

03.

ყველა ნაწილის გაწმენდა

 

აიღეთ პროპელერები, ფილტრი და ცხაური და გარეცხეთ ონკანის ქვეშ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება, თუ გსურთ. 

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც უნდა გარეცხოთ, არის სადრენაჟე ფილტრი. სწორედ იქ გროვდება საჭმლის ნაწილაკები ჭუჭყიანი თეფშების გარეცხვის შემდეგ. თუ მას რეგულარულად არ გაწმენდთ, ჭუჭყის დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს ცუდი სუნის წარმოქმნა და თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანაც ვერ გარეცხავს ჭურჭელს ეფექტურად. 

 

სიაში შემდეგი ადგილი უკავია პროპელერებს ან საფრქვევ ნაწილებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროპელერებზე არსებული ნახვრეტები თავისუფალი იყოს. გაატარეთ წყალი საფრქვევი ნაწილის ნახვრეტებში იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ ისინი თავისუფალია. 

 

გაამშრალეთ ნაწილები სამზარეულოს ხელსახოცით ან დააცადეთ გაშრობა, სანამ ჩასვამთ ადგილზე. 

 

იმის გათვალისწინებით, რამდენად ხშირად იყენებთ თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას, ეს პროცედურა უნდა ჩაატაროთ მინიმუმ ორ-სამ თვეში ერთხელ იმისათვის, რომ მანქანამ იმუშაოს სათანადოდ და არ ჰქონდეს სუნი. მაშინაც კი, თუ სხვა ნაწილებს არ გარეცხავთ, ფილტრის გარეცხვა აუცილებელია ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჰიგიენისა და სისუფთავისთვის.

 

Beko-ს EverClean™ ფილტრების შემთხვევაში მათი გასუფთავების საჭიროება 4-ჯერ ნაკლებია. წყალგამშხეფის სისტემა ასხურებს წყალს ფილტრზე შიგნიდან და წმენდს მას შიგნიდან გარეთ. 

 

 

 

04.

გაწმინდეთ შიდა ზედაპირები

 

გამოიყენეთ სველი ქსოვილი ჭურჭლის სარეცხი მანქანის შიდა კედლების გასაწმენდად. ნაწილების აწყობამდე, სრულად გაამშრალეთ ისინი. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოხვედრილი ნესტი გამოიწვევს უსიამოვნო სუნის წარმოქმნას. და თქვენ იცით, საიდან ჩნდება უსიამოვნო სუნი: ბაქტერიებიდან!

 

 

 

05.

გარეთა ზედაპირების გაწმენდა (ცალკე მდგომი ჭურჭლის სარეცხი მანქანებისთვის)

 

თუ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა ცალკე მდგომი მოდელია, გარე ზედაპირებიც კარგად უნდა გაწმინდოთ. ჭურჭლის სარეცხი მანქანის გარეთა ნაწილის გაწმენდა საკმაოდ მარტივია.

 

როგორც სხვა მოწყობილობების უმრავლესობის შემთხვევაში, შეგიძლიათ უბრალოდ დაასველოთ ქსოვილი ან ღრუბლის რბილი მხარე წყლით ან არააბრაზიული საწმენდი საშუალებით. სულად გაამშრალეთ ზედაპირები წყლის ლაქების წარმოქმნის პრევენციის მიზნით. 

 

 

 

06.

რეგულარულად გამოიყენეთ თვით-წმენდის პროგრამა

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანების უმეტესობას აქვს თვით-წმენდის პროგრამა ნებისმიერი კუთხისა და ბზარების გასაწმენდად, რაც ჩვეულებრივ რეცხვის დროს შეუძლებელია. ის ასევე იყენებს სიცხის უპირატესობას მოწყობილობის შიგნით მთლიანად ფილტრსა და სადრენაჟე სისტემაში არსებული ბაქტერიების მოსაკლავად.

 

გახსოვდეთ, ამ პროგრამაზე არ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი საშუალება. პროგრამა ჩართეთ სარეცხი საშუალების გარეშე, ან ბაზარზე არსებული თვით-მწმენდი სარეცხი საშუალებებით.

 

თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის რეგულარული წმენდა უბრალოდ კარგ დიასახლისობაზე მეტია. პირველ რიგში, თუ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა ჭუჭყიანია, ის ვერ უზრუნველყოფს სათანადო ხარისხის რეცხვის ოპერაციის შესრულებას. ასევე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის სისუფთავის დაცვა პირველი წესია პროდუქტის ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობისთვის. 

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko