მაცივარში შეხედვისას აუცილებლად უსიამოვნო სუნი უნდა გეცეთ? თქვენი მაცივრიდან გამოსული ცუდი სუნი საკმარისია იმისთვის, რომ გადადოთ სადილი, მგრამ როგორ უნდა მოაშოროთ ეს სუნი მაცივარს?
კარგი, მაცივრის რეგულარულად გაწმენდა ნამდვილად კარგი დასაწყისი იქნება, მაგრამ აქ მოცემული სასარგებლო მინიშნებები დაგეხმარებათ, მოაშოროთ თქვენს მაცივარს ცუდი სუნი.
რეგულარულად გაწმინდეთ ზედაპირები
ბოთლები ჟონავს, მუყაოს კოლოფები წვეთავს და ცხიმიანი ხელიდან კი საჭმელი სხლტება… ვინაიდან რეგულარული ღრმა წმენდის ანალოგი არ არსებობს, დასვრილი ზედაპირების სწრაფად გაწმენდა არასასიამოვნო სუნს არ მისცემს ზედაპირში ჩაჯდომის საშუალებას.
ერთი ჩაის კოვზი საჭმელი სოდისა და ნახევარი ლიტრი ნელთბილი წყლის ნაზავი საუკეთესო საწმენდი საშუალებაა, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ნამდვილად არ გვსურს ძლიერი ქიმიური საწმენდი საშუალებების საკვები პროდუქტის სიახლოვეს გამოყენება.
სუნის შემწოვი დატოვეთ მაცივარში
მაცივარში ასევე შეგიძლიათ შედგათ პატარა თასი საჭმელი სოდით, ცუდი სუნის შესაწოვად. სხვა ბუნებრივი სუნის შემწოვები ყავის ნალექი, თეთრი ძმარი და ვრია.
ყურადღება მიაქციეთ ახალ პროდუქტს
თუ ახალ ხილს და ბოსტნეულს ცალკე უჯრაში შეინახავთ, შეიძლება დაგავიწყდეთ კიდეც მათი არსებობა… მაშინ, როცა სუნს იგრძნობთ, უკვე გვიანი იქნება!
ახალი პროდუქტი მანამდე გამოიყენეთ სანამ გაფუჭებას დაიწყებს და გადაყარეთ ყველაფერი, რაც კი შეიძლება რამდენიმე დღეში გაფუჭდეს.
გამოიყენეთ დალუქული კონტეინერები
ზოგიერთ პროდუქტს უკეთესი გემო აქვს, ვიდრე სუნი. ძველი ყველი, კარი, ხორცი მწარე სოუსში… ეს ყველაფერი უკეთ ინახება დალუქულ კონტეინერებში, რომლებიც სუნს იკავებს.
არ დაგავიწყდეთ, რომ მაცივარს და მასში მოთავსებულს პროდუქტს შეუძლია შეიწოვოს სუნი, ამიტომ დასაწყისშივე ამის აღმოფხვრა დაგეხმარებათ, დაიცვათ მაცივრის სისუფთავე.