მაცივარი ყველაზე დიდი მოწყობილობაა თქვენს სამზარეულოში და ალბათ ის, რომელსაც ყველაზე მეტად იყენებთ. რა თქმა უნდა, მასზე შეიძლება დაიღვაროს საკვები ან მოხვდეს საკვების ნაწილაკები, ამიტომ მოგიწევთ ყოველ 3 თვეში ერთხელ მისი გაწმენდა.
დაღვრილი სითხე და საკვების ნაწილაკები ხელს უწყობს მიკრობების, ბაქტერიის და ობის გაჩენასაც (ფუ!), ამიტომ ეს ის საქმეა, რომლის შესრულებაც არ უნდა დაგავიწყდეთ. ამ სახელმძღვანელოში საუკეთესო სახით არის აღწერილი თქვენი მაცივრის ახალივით გაწკრიალების ყველაზე უსაფრთხო გზა.
ნაბიჯი 1
გამორთეთ მაცივარი და მოამზადეთ გასასუფთავებლად
პირველ რიგში გამორთეთ თქვენი მაცივარი ელექტრო ქსელიდან, რათა თავი აარიდოთ ენერგიის დახარჯვას, როცა მაცივარს ასუფთავებთ და თავიდან აიცილოთ უბედური შემთხვევა. შემდეგ დაიწყეთ მაცივრის დაცლა ყველა საკვებისა და საკვების დიდი ნარჩენებისგან.
შემდეგ მოხსენით ყველა მოსახსნელი ნაწილი, როგორიცაა თაროები და უჯრები და ფრთხილად განათავსეთ სამუშაო მაგიდაზე - რადგან ნამდვილად არ გსურთ მათი გაბზარვა და დამსხვრევა.
ნაბიჯი 2
გაასუფთავეთ მოსახსნელი ნაწილები
გაასუფთავეთ თაროები, კარის თაროები, უჯრები და მოსახსნელი ნაწილები ნაზად რბილი ღრუბლისა და ჭურჭლის სარეცხი საშუალების მეშვეობით. შესაძლოა ზოგიერთი ნაწილის გარეცხვა დასაშვები იყოს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, მაგრამ პირველ რიგში იხილეთ მაცივრის სახელმძღვანელო. გაამშრალეთ უჯრები და თაროები და გადადეთ ისინი გვერდზე.
ნაბიჯი 3
გაასუფთავეთ მაცივრის შიდა ნაწილი და კარის მამჭიდროვებლები
ახლა მაცივრის შიდა ნაწილის დალაგების დროა. თქვენ არ გჭირდებათ არავითარი სარეცხი ან აბრაზიული საწმენდი საშუალება. უბრალოდ შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი საკვები სოდა ნახევარი ლიტრ თბილ წყალთან და ეს სრულად საკმარისი იქნება ამ საქმისთვის.
გამოიყენეთ რბილი ქსოვილი ან ღრუბელი თქვენ მიერ დამზადებული ხსნარით მაცივრის შიდა ზედაპირის, კარის მამჭიდროვებლის და წყლის ავზების გასაწმენდად. ახლა, დაუბრუნდით ზედაპირებს მშრალი ტილოთი და გაამშრალეთ მაცივრის შიდა ნაწილი.
ნაბიჯი 4
გაასუფთავეთ მაცივრის გარე ნაწილი და კონდენსატორის ხვეულები
მაცივრის გარე ნაწილის გაწმენდა საკმაოდ მარტივია. გამოიყენეთ ნაზი, არააბრაზიული საწმენდი პროდუქტი და რბილი ღრუბელი ან ტილო მაცივრის წინა და გვერდითა მხარეების გასაწმენდად. თქვენს მოწყობილობას აქვს უჟანგავი ფოლადის მოპირკეთება, განსაკუთრებით ყურადღებით იყავით საწმენდი პროდუქტის გამოყენებისას. კვლავ გაწმინდეთ ზედაპირები მშრალი ტილოს მეშვეობით შრობის ხელშეწყობის მიზნით.
კონდენსატორის ხვეულები განთავსებულია მაცივრის უკანა ნაწილში, იატაკთან ახლოს. ისინი მნიშვნელოვანია სითბოს გასაფანტავად და მაცივრის შიგნით დაბალი ტემპერატურის შესანარჩუნებლად. თუმცა, დროთა განმავლობაში მათზე გროვდება დიდი რაოდენობით მტვერი, თუ მას არ შეამოწმებთ.
გამოიტანეთ თქვენი მაცივარი კორპუსიდან ან უკანა კედლიდან. იპოვეთ კონდენსატორის ხვეულები და ხელით მოაშორეთ მტვერი და ბუსუსები. კონდენსატორის ხვეულების გასასუფთავებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მტვერსასრუტი შეწოვის დაბალი სიმძლავრით.
ნაბიჯი 5
ხერლახლა დააყენეთ ყველა ნაწილი და აცალეთ მაცივარს დარეგულირება
და ბოლოს, დააბრუნეთ მაცივარი თავის ადგილზე და შეაერთეთ ელექტრო ქსელში. შეამოწმეთ, რომ ყველა მოსახსნელი ნაწილი მშრალია სანამ დააყენებთ მათ და აცადეთ მოწყობილობას ერთი-ორი საათი ნორმალურ ტემპერატურაზე დაბრუნება, სანამ შეალაგებთ მასში საკვებს.
შესაძლოა, ეს სულაც არ არის სასიამოვნო საქმე, მაგრამ თქვენი მაცივრის სისუფთავე გაახანგრძლივებს მის ექსპლუატაციის ვადას და შეინარჩუნებს თქვენს სურსათს ახალ და უსაფრთხო მდგომარეობაში.